Загрузка...
თეა თაბაგარი - 100 % / tea tabagari - 100 % - 19 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 19 » თეა თაბაგარი - 100 % / tea tabagari - 100 %


2:37 PM
თეა თაბაგარი - 100 % / tea tabagari - 100 %
რა იდუმალი ხარ!_
მარტივად ამბობ და...
მარტო ქარისცემა არღვევს იდილიას,
პალმის სიმწვანეზე წყლის გუნდა დაგორდა,
(რამდენი ხანია, აღარ მიტირია).
სიმშვიდით გიყვები უძილო სიზმრებზე,
უსიზმრო ღამეებს ფიქრად რომ სდიოდა,
(ამ დროს სინანულიც ყოფილა მიზერი)
ირიბად მივყვებით მძივს სანაპიროთა.
მაოცებ,
მაოცებ
თვალების ღიმილით,
(ირგვლივ თოლიების აურზაურია)
ეს ტალღაც ტალღაში რა უცბად ირევა,
რა უცებ,
რა უცებ,
სულსწრაფად,
სრულიად.
მაცდურად მიყურებ ასე ოცნებიანს,
ბავშვივით გულჩვილს და ქალურად ვნებიანს,
ვგრძნობ, რომ ეს სიგიჟის ასი პროცენტია,
ცის ყველა ვარსკვლავი უთუოდ ჩვენია.
რა იდუმალი ხარ!_
მარტივად ამბობ და...
ქარვისფერ ქალაქში ზღვა და ინტიმია,
ნავი ნამთვრალევი კაცივით აბორგდა,
ლექსმა გაგამუზა (რა გასაკვირია!).


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1450 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, თეა თაბაგარი, tea tabagari, leqsebi, tea tabagaris leqsebi, tea tabagaris poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0