Загрузка...
თეა თაბაგარი - ...ვარ...ხარ... / tea tabagari - ...var...khar... - 19 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 19 » თეა თაბაგარი - ...ვარ...ხარ... / tea tabagari - ...var...khar...


2:41 PM
თეა თაბაგარი - ...ვარ...ხარ... / tea tabagari - ...var...khar...
დაბრუნებამდე ყველაფერი იყო თავიდან,
და მეორდება უსასრულოდ პირველი სიტყვა,
მზე იქ წევს, სადაც ორი სულის შესართავია,
სადამდეც მარტო უანგარო სინანულს მივყვა

ვარ.

იდგა ხმაური, რომლის გულში სიჩუმე დუღდა,
იჯდა დრო ბებერ, დახავსებულმხრებიან კლდეზე,
სუნთქავდა ჰაერს ჰაერი და სამადლო ხურდა
არ ეცემოდა სამოწყალოდ გაწვდილ ხელზე. მე

მხოლოდ ვყვებოდი ერთი მგზავრის თავგადასავალს,
ავყევი, სანამ ნაფეხურებს ქარი მითვლიდა,
მივხდი, რომ ზღაპარს დასასრული საერთოდ არ აქვს,
არსებობს გზა, რომ დააღწიო თავი ტვირთიდან.

უნდა მიხვიდე.

დაბრუნებამდე ორიოდე ნაბიჯი დამრჩა,
უფრო ტევადი მზერითა და ფერმკრთალ ღაწვებით,
მომაქვს საშენო განცდები, და ფოთლების ფარჩა
შეხორცებია თითქოს კანზე ქუჩას ნაწვიმარს.

ჯერაც არ ცივა.

ნაცნობ ნეკერჩხალს შემოდგომის ალერგია აქვს,
არადა ზამთრის სიახლოვე უფრო აშინებს,
რეალობაა ხშირად სიზმრის ალეგორია,
შენ გპოულობ და საკუთარ თავს ვკარგავ მაშინვე.

და რაც აქამდე მიცხოვრია, გამოვიგონე.

დაბრუნებამდე, არაფერი ყოფილა თითქმის,
ვიწრო სარკმლიდან დანახული დღეების მიღმა
და მერე ასე მობეზრებულ წრებრუნვის ირგვლივ,
მრავალწერტილად გრძელდებიან ბგერები - მიყვარ

ხარ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1213 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, თეა თაბაგარი, tea tabagari, leqsebi, tea tabagaris poezia, tea tabagaris leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0