მთავარი » 2014 » დეკემბერი » 19 » თეა თაბაგარი - ქარის სოლო / tea tabagari - qaris solo
2:44 PM თეა თაბაგარი - ქარის სოლო / tea tabagari - qaris solo
|
ვადაგასულია ყოველი შეგრძნება
საშინლად,
უკვე მერამდენედ ახლად დაბადების
მცდელობით,
შენ კი, ცხოვრებასთან თავის გამართლების
მაგივრად,
ზოგჯერ როგორ გინდა თქვა, რომ, სულ უბრალოდ
-ცდებოდი.
ცა შეხსნილ გულისპირს ნაცრისფერ ღრუბლებით
იმოსავს,
ამ მონოტონური დღეებით ამინდიც
იღლება,
პალიტრის ფერები წვება გახუნებულ
ტილოზე,
ქარი მარტოობის გაბმული სოლოა-
სიმღერა.
მდორე ნოსტალგია სიშორის, სხეული
მყიფეა,
ილევა ამდენი წამოდგომითა და
დაცემით,
შენ დგახარ სარკის წინ, სახის უცნობ ყალიბს
იფერებ,
ცრემლი თუ ღიმილი, ცრემლი თუ ღიმილი…
არცერთი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1055 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, თეა თაბაგარი, tea tabagari, leqsebi, tea tabagaris leqsebi, tea tabagaris poezia
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|