მთავარი » 2014 » დეკემბერი » 19 » თეა თაბაგარი - ჭორად დადიხარ / tea tabagari - chorad dadikhar
2:46 PM თეა თაბაგარი - ჭორად დადიხარ / tea tabagari - chorad dadikhar
|
მღერის დუეტი
ჭრიჭინების,
სუნთქვა გახშირდა,
ფიჭვის ხეები
თავმომწონედ
დგანან სცენაზე,
ზაფხულის მთვარე
უმზერს
ზეცის შუშაბანდიდან
ცეცხლოვან ცეკვას_
ქარი არის გადარბენაზე.
მიეჩქარება, ალბათ, ახლაც.
სულ სულსწრაფია,
თან გაიყოლებს
ფოთოლთა უხვ
აპლოდისმენტებს,
მერე, ზღვის ტალღას
გამოსტყუებს კოცნას,
ქაფიანს,
მიეტმასნება
ნეტარებასაყოლილ მკერდზე.
შენ, ამ ყველაფერს,
ფუნჯს უამბობ,
დაარქმევ სახელს,
(არ დამემალა მოლოდინი,
ჯობდა,
ამდენ ხანს...)
სხვების თვალში კი,
გრძნეულივით გარდაისახე,
და ღამღამობით
ჩემს ქუჩაზე
ჭორად დადიხარ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1062 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, თეა თაბაგარი, tea tabagari, leqsebi, tea tabagaris poezia, tea tabagaris leqsebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|