Загрузка...
თეა თაბაგარი - 7 საბავშვო ლექსი / tea tabagari - 7 sabavshvo leqsi - 19 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 7:13 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 19 » თეა თაბაგარი - 7 საბავშვო ლექსი / tea tabagari - 7 sabavshvo leqsi


2:50 PM
თეა თაბაგარი - 7 საბავშვო ლექსი / tea tabagari - 7 sabavshvo leqsi
ლოკო



ერთ ბუთხუზა ლოკოკინას

ლოკო ჰქვია სახელად,

არ დაუწყებს ძებნას ბინას,

ზურგზე მყუდრო სახლი აქვს.



და წვიმის დროს თავს აფარებს

თავის ერთგულ მეგობარს,

სხვა არავინ რომ არ ჰყავდეთ,

ერთმანეთი ეყოფათ.



ლოკოკინას განუყრელი

მეგობარი თან დაჰყავს,

სადაც არ უნდა წავიდეს,

არასოდეს დაკარგავს.



როცა წვიმა გადაიღებს

გაუყვება ლოკო გზას,

და ფოთლის სველ ზედაპირზე

ცისარტყელას დახატავს.





დათუჩა და ფუტკა



ფუტკა, ფუტკა, ფუტკარო,

შენს დედიკოს უთხარო -

თაფლს არავინ მოგპარავს,

ბრაზიანი ნუ ხარო...



ეუბნება დათუჩა

პაწაწინა ფუტკას,

მასაც, როგორც ყველა ბავშვს

თაფლი ძლიერ უყვარს.



დედა იმდენს შრომობს, რომ

თაფლი ყველას გვეყოფა...

ფუტკამ ასე მიუგო

თავის მსუნაგ მეგობარს.





პანდინო



დაუძახეს ტოლებმა

ჩასუქებულ პანდინოს,

სავარჯიშოდ მივდივართ,

გარეთ გამობრძანდიო.



- ჭამას და ძილს უნდები,

კოტრიალობ დათვივით,

ნახე, აბა რომელს გვაქვს

შენოდენა თათები?!



- ცოტა ხანში ესენი

ზარმაცადაც ჩამთვლიან,

დროზე თუ არ ვაჩვენე,

პანდა ვარ თუ დათვი ვარ!



გადაწყვიტა პანდინომ,

ამოიგო საბანი,

და სიზმარში იხილა

მარჯვე პანდას ზღაპარი.





დათას ლექსი



ჩავრთოთ "მაშა და დათვი",

მერე "ტომი და ჯერი",

დამიჯერე, მამა,

და მეც ვიქნები დამჯერე.



მოსვენებას არ აძლევს

ცელქი დათა მამიკოს,

- ისე რატომ მექცევი,

თითქოს, პატარა ვიყო?!



არც თამაშში ვიჭრები,

ლექსსაც ვსწავლობ ადვილად,

ჩემი ტოლი ბიჭები

უკვე ბაღში დადიან.





ბელიტო



დათვის ბელი ბელიტო

ხასიათზე ვერ იყო,

მეზობელი ციყვისგან

ასეთი რამ შეიტყო:



- ყოველ დაზამთრების წინ

იძინებენ დათვები,

შენც იგივე მოგიწევს,

ფხიზელი ვერ დარჩები.



ყველა დათვი ბუნაგში

ელოდება დათბობას,

მიეცემა ხანრგძლივ ძილს

და საკუთარ თათს ლოკავს.



ციყვუნამ ბელს ურჩია,

შენს დათვ მშობლებს უთხარი

- ძილისგუდობას გვიჯობს

გავაკეთოთ ბუხარი.



მოახლოვდა ზამთარი,

ბუხრის პირას, დედიკომ

მიაფარა საბანი

ჩაძინებულ ბელიტოს.













მხიარული პინგო



პინგვინ პინგოს უყვარს ხტუნვა

და ბუშტებით თამაში,

გასაკვირი ნურაფერი

გეგონებათ ამაში.



დახტუნაობს პინგო წყალში,

ყინულზე თუ ტალახში,

ერთხელ, ასე ხტუნვა-ხტუნვით

ჩამოვიდა ქალაქში.



საბავშვო მაღაზიაში

ბევრი ბუშტი იყიდა,

და მხიარულ ხასიათზე

გამოვიდა იქიდან.



ყველა ბუშტი, სულ ორ წუთში,

გაუბერა ნიავმა,

მერე, ფერადი ძაფებით

ერთმანეთზე მიაბა.



პინგო მაღლა აიტაცეს

საჰაერო ბურთებმა,

და შინისკენ, ხტუნვის ნაცვლად,

ფრენა-ფრენით ბრუნდება.







მამლაყინწა



დაამღერა მამალმა

ადრიანად "ყიყლიყო",

გადასძახა მეზობლებს

დროზე გამოფხიზლდითო.



ინდაურმა გაფხორვით

დაასრულა გაზმორვა,

თან თვალების ფახულით

უცნაურად ბრაზობდა.



მამალს ჰკითხა: ძმობილო,

ცოტა ხმას ვერ დაუწევ?

ლამის მთელი სოფელი

იღვიძებს შენს ხმაურზე...



მამლაყინწამ ამაყად

უპასუხა მეგობარს

- მე რომ არ დამეყივლა,

ჯერ არ გათენდებოდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2414 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, თეა თაბაგარი, tea tabagari, leqsebi, tea tabagaris poezia, tea tabagaris leqsebi | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0