Загрузка...
ტარიელ ხარხელაური - ნისლებს მთის წვერზე ვალაგებ / tariel kharkhelauri - nislebs mtis tscverze valageb - 22 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 22 » ტარიელ ხარხელაური - ნისლებს მთის წვერზე ვალაგებ / tariel kharkhelauri - nislebs mtis tscverze valageb


2:29 AM
ტარიელ ხარხელაური - ნისლებს მთის წვერზე ვალაგებ / tariel kharkhelauri - nislebs mtis tscverze valageb
ნისლებს მთის წვერზე ვალაგებ,
ვრთავ საპატარძლოდ ღამესა,
ორწყალთან მე და არაგვი
სასიძოდ ველით მთვარესა.
გამოჩნდა, შუქი მოჰფინა
ახლად ჭირხლდაყრილ ჭალებსა,
ეს რა პატარა ყოფილა,
არ ვუჯერებდით თვალებსა,
ვწყრებოდით, გასათხოვებლად
ვერ ვიმეტებდით ღამესა.
გამოჩნდა გუნდი ვარსკვლავის,
გულზე გვირგვინად დაედო,
ყველა იქ იყო, ვისაც კი
მთვარის ქორწილი გაეგო.
ჩვენც შევხვდით, როგორც წესია,
რიგშიც დავდექით იმგვარად,
ორნი ვართ - მე და არაგვი
აქ საპატარძლოს მხრიდანა.
მთები კვლავ იდგნენ პირქუშად
მკერდზე დაყრილი მკლავებით,
თითქოს ვიღაცას ვტიროდით,
ვიღაცას ვასაფლავებდით.
წარბშეკვრით იდგნენ მდუმარნი,
ჩრდილებს აწყობდნენ გზაზედა...
და იდგნენ, როგორც ხნიერნი
გაბოტილები ბანზედა,
ჩაფლულნი თავის ფიქრებში,
არ მოტირალნი სხვაზედა.
ჩვენც მივაცილეთ სასიძო
ჯვარგამოსახულ ხმიადით
და რომ ვერავის გაეგო
უჩუმრად გამოვტრიალდით.
ორ წყალთან დავცდით ერთმანეთს
შინაგან ძრწოლვით ვზარავდით,
მე წავედ ჩემი ბილიკით,
თავისას ჩაჰყვა არაგვი.
თუ ყველას არ ემღერება,
იქ სიმღერის თქმა არა ღირს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1751 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, tariel kharkhelauris poezia, tariel xarxelauri, leqsebi, leqsi, tariel kharkhelauri, tariel xarxelauris poezia, ტარიელ ხარხელაური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0