Загрузка...
ტარიელ ხარხელაური - დამღალა შენმა ლოდინმა / tariel kharkhelauri - damghala shenma lodinma - 22 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 22 » ტარიელ ხარხელაური - დამღალა შენმა ლოდინმა / tariel kharkhelauri - damghala shenma lodinma


2:37 AM
ტარიელ ხარხელაური - დამღალა შენმა ლოდინმა / tariel kharkhelauri - damghala shenma lodinma
დამღალა შენმა ლოდინმა,
ქარაფთა ქართა სმენამა,
როცა ძალიან მწყუროდი
მაშინ არ გამოჩენამა.
გულის ეჭვებით ბორგვნამა,
მეტ - ნაკლებობით ტკენამა,
რაც რომ საწუთრომ დამაკლო,
ის დამიმატა ზენამა.
ჩემს მხრებზე შავი ღრუბლების
ხშირ - ხშირად ჩამოფენამა,
დილით ხარივით ბუბუნმა
ღამით ცრემლების დენამა,
წუთისოფელთან ბრძოლამა,
სულ აქეთ - იქით ფრენამა.
ჩაჰლია გულის კედლები
ჩაგუბებულმა წყენამა,
ახლა გინდ მოდი,გინდ არა -
ფრთები დაჰკეცა ძერამა,
მე თავად გარდავიცვლები,
რომც არ იჩქაროს წერამა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1211 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, tariel kharkhelauris poezia, tariel xarxelauri, leqsebi, leqsi, tariel kharkhelauri, tariel xarxelauris poezia, ტარიელ ხარხელაური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0