Загрузка...
ტარიელ ხარხელაური - მშვიდობით, თეთრო ქალბატონო / tariel kharkhelauri - mshvidobit, tetro qalbatono - 22 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 22 » ტარიელ ხარხელაური - მშვიდობით, თეთრო ქალბატონო / tariel kharkhelauri - mshvidobit, tetro qalbatono


2:38 AM
ტარიელ ხარხელაური - მშვიდობით, თეთრო ქალბატონო / tariel kharkhelauri - mshvidobit, tetro qalbatono
მშვიდობით, თეთრო ქალბატონო -
ამ საზღვრების იქით
ბილიკი მხოლოდ ჩემთვისაა
ძნელად სავალი.
მშვიდობით, თეთრო ქალბატონო -
გათავდა ფიქრი,გაცვდა კალამი
და დადუმდა ჩანგი ლირიკის.
ფერი, რომლითაც შენს სახეს ვქმნიდი,
შავი ნისლივით დაიხვია ჩემმა გონებამ,
მე დაშლილი ვარ ყოველი მხრიდან.
მშვიდობით, თეთრო ქალბატონო -
ჩემს სულში მხოლოდ ტკივილია
ყველაზე წმინდა
რაც კი ოდესმე კაცთა მოდგმას უტარებია.
მე ფიქრს დავცლიდი -
წუთისოფლის ამაოებას,
მე ფიქრს დავცლიდი,
დავუტოვე საზრდოდ სამყაროს.
მშვიდობით, თეთრო ქალბატონო...
ეს სიტყვა ჩემთვის ძნელი იყო
ძალზე სათქმელად.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1630 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, tariel kharkhelauris poezia, tariel xarxelauri, leqsebi, leqsi, tariel kharkhelauri, tariel xarxelauris poezia, ტარიელ ხარხელაური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0