Загрузка...
ტარიელ ხარხელაური - ვერ აგაცილე დაღლა / tariel kharkhelauri - ver agacile daghla - 22 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 22 » ტარიელ ხარხელაური - ვერ აგაცილე დაღლა / tariel kharkhelauri - ver agacile daghla


8:30 AM
ტარიელ ხარხელაური - ვერ აგაცილე დაღლა / tariel kharkhelauri - ver agacile daghla
ვერ აგაცილე დაღლა -
გბანდი, ცრემლებით გრწყავდი.
ვერ აგიყვანე მაღლა,
ვერ აგამაღლე ცამდის.
სტირი,
უჩემოდ სტირი ,
ნანობ, უჩემოდ ნანობ,
ვერ გიმკურნალე ტკივილს
ჩემი ტკივილის გამო.
მე გაგიხუნე ფერი,
ცრემლი გიქციე წყაროდ,
ვერ შეგაშველე ხელი -
ვერ გაგიფრთხილდი ,ქალო.
ისევ გარიდებ თვალებს,
წარბებს ქვემოდან გიმზერ,
ვერ დაგისვენე მთვარე
მკერდთან შებნეულ ღილზე.
ტვირთად გიქციე წლები,
ჩასცქერ ჩაღვენთილ სანთელს,
ვერ გავუმაგრე ფრთები,
შენ რომ მიზრდიდი მართვეს...
ვწუხვარ, ვეღარა გშველი,
არც სურვილი მაქვს ამის.
ვდგავარ ნისლიან ველის
და გასაყართან ღამის.
გასვლა შენგანაც მინდა,
გავალ ღრუბლების ზემოთ,
მზე მე გიქციე ბინდად,
მე დაგაღამე, ჩემო.
ვერ აგარიდე დაღლა,
გბანდი - ცრემლებით გრწყავდი.
ვერ აგიყვანე მაღლა,
ვერ აგამაღლე ცამდის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1204 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, tariel kharkhelauris poezia, tariel xarxelauri, leqsebi, leqsi, tariel kharkhelauri, tariel xarxelauris poezia, ტარიელ ხარხელაური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0