Загрузка...
ტარიელ ხარხელაური - შენ შემოგევლე / tariel kharkhelauri - shen shemogevle - 22 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 6:16 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 22 » ტარიელ ხარხელაური - შენ შემოგევლე / tariel kharkhelauri - shen shemogevle


8:37 AM
ტარიელ ხარხელაური - შენ შემოგევლე / tariel kharkhelauri - shen shemogevle
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...
ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს
ვუყურებ მთვარეს,
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუ დამდებ პატივს -
ნუ გამიღებ დღეს სახლეს კარებს.
მერე რაა, რომ მზე ჩავიდა
ამ სერებს იქით,
მერე რაა, რომ მთვარე არის ასეთი მკრთალი.
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუნდაც როგორც მამრს
დღეს სურნელი
მომწყურდა ქალის.
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ -
ყველაფრისთვის სმენა დახშული
და აღარ მესმის,რას ჩურჩულებს
ფოთოლი ვერხვის,
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ,
სასაფლაოდ მექცა წარსული...
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1573 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, tariel kharkhelauris poezia, tariel xarxelauri, leqsebi, leqsi, tariel kharkhelauri, tariel xarxelauris poezia, ტარიელ ხარხელაური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0