Загрузка...
ვანო თავხელიძე - ვიცეკვოთ ვალსი... / vano tavkhelidze - vicekvot valsi.. - 24 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-21, 7:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 24 » ვანო თავხელიძე - ვიცეკვოთ ვალსი... / vano tavkhelidze - vicekvot valsi..


9:38 PM
ვანო თავხელიძე - ვიცეკვოთ ვალსი... / vano tavkhelidze - vicekvot valsi..


მუსიკა მომგვრის ტანში ჟრუანტელს
და სიჩუმეში კრთება რომანსი,
მოვეფერები ღამეს წუხანდელს,
დილით კი გეტყვი _ ვიცეკვოთ ვალსი.
ყველა ტკივილი დარჩეს წარსულად,
არც კომედია, არც კიდევ ფარსი,
ლექსის სტრიქონში გარდასახულად
ვიცეკვოთ ვალსი.
ცეცხლით გავალღოთ სიპი ყინული,
ცეცხლით, რომელიც არის ხალასი,
თუ გნებავს _ ტანგო არგენტინული,
მაგრამ ჩვენ მაინც ვიცეკვოთ ვალსი.
მუსიკა მომგვრის ტანში ჟრუანტელს
და სიჩუმეში კრთება რომანსი,
მოვეფერები ღამეს წუხანდელს
დილით კი გეტყვი _ ვიცეკვოთ ვალსი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1422 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0