Загрузка...
ლალი თოთაძე - ჯეჯილი ბანზე / lali totadze - jejili banze - 27 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 27 » ლალი თოთაძე - ჯეჯილი ბანზე / lali totadze - jejili banze


6:25 AM
ლალი თოთაძე - ჯეჯილი ბანზე / lali totadze - jejili banze


შრიალებ, როგორც ჯეჯილი ბანზე
და როცა ზეცას მოუვა თვლემა,
მიხსენებს წვიმა მწირსა და ნამზერს,
ძველი მტერივით მარბევს და მთელავს.
ბავშვის გულიდან თუ კულულიდან
ამოსული ვარ და მტერს ჰგონია,
ვითომ ყანა ვარ მარტო ჩუმი და
სხვა საფიქრალი არა მქონია.
მაგრამ ჩემს პატრონს ვახსოვარ რაკი
და ცოცხალი ვარ, იმედი მეც მსურს,
ჩემს ფესვზე მშვიდად კიდია ჭრაქი,
შემოსხდომია ჯალაბი ფეშხუმს.
ჩემს ქვეშ სოფელი ცხოვრობს ნამდვილი
და ემზადება, რომ მტერს ანანოს,
ვარ იდუმალი ვინმე მარტვილი,
მტრისთვის კი მხოლოდ მწირი ყანა ვარ.
მე ვარ იმედი და ზეცა დამმზერს,
სანამ ვშრიალებ და სული მიდგას,
ვარ ამოსული ჯეჯილი ბანზე
ბავშვის ცრემლიდან და კულულიდან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1352 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0