Загрузка...
ლალი თოთაძე - როგორც ეგვიპტე / lali totadze - jrogorc egvipte - 27 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 27 » ლალი თოთაძე - როგორც ეგვიპტე / lali totadze - jrogorc egvipte


6:26 AM
ლალი თოთაძე - როგორც ეგვიპტე / lali totadze - jrogorc egvipte


ის სიყვარული, დაფარული ცრემლით და მტვრითა,
მეუბნებოდა, რას დამეძებ, კიდევ რა გინდა
და იყო ღამე იდუმალი, როგორც ეგვიპტე,
გამოხმობილი უძველესი სარკოფაგიდან.
მე დავინახე ჩემი თეთრი, გამხმარი ძვლები,
მხარზე გაედო ვიღაც მონას მშიერს და მზებნელს,
და ქურუმებმა უცნაური აზრით და გზნებით
ჩემს ბაგეებზე მომავალი ჩხრიკეს და ძებნეს.
თეთრ ჟასმინებთან შენს სიყვარულს ალბათ ეძებდნენ
ის ქალწულები უცნაური ფერის თვალებით,
მახსოვს სიტყვები მოცახცახე, როგორც თევზები,
ნილოსის პირას დაყრილები და შემკრთალები.
მე გავეყრები სახლს და ოჯახს, დავტოვებ ყველას,
რომ მოცახცახე ღამეებში დავკარგო კვალი.
ხსნა _ ხატავს ცაზე მოელვარე უფლის მარჯვენა,
ხსნა _ ვწერ მიწაზე საიდუმლო ორგიის კვამლით.
თავისუფლების მოკაშკაშე წუთთა მაგიერ
მე რას მომცემდა მეუღლეთა მკაცრი ორდენი,
ხან მუმია ვარ, ხან მხევალი, ხანაც მაგია,
ვკვდები, ვცოცხლდები, მიყვარდება და ვმეორდები.
არ ვარ ცოდვილი, ვინც მაწამა, მტანჯა და მიმტრო,
ამ სიყვარულში ჩაიფერფლა, ჩადნა, გაფითრდა
და დამაქვს სული იდუმალი, როგორც ეგვიპტე,
გამოხმობილი უძველესი სარკოფაგიდან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1166 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0