Загрузка...
ლალი თოთაძე - თიბათვე / lali totadze - tibatve - 27 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 27 » ლალი თოთაძე - თიბათვე / lali totadze - tibatve


6:26 AM
ლალი თოთაძე - თიბათვე / lali totadze - tibatve


მოპირულია მაღალი ცელი,
სათიბში კვდებიან ზიზილები,
თივის ზვინიდან სევდა და ცრემლი
და სიყვარული იმზირება.
ღმერთო, ეს თიბათვე როგორ მიყვარს,
ერთად დაახვავებს დარს და ავდრებს.
ნეტავი ბალახი ვყოფილიყავ,
თივის სიყვარულში დამმარხავდნენ.
ნეტავი, რა მინდოდა იმ სოფელში,
ნეტავი, რა მინდოდა იმ ქალაქში,
ამ მწვანეფეხება დედილოსთან
ნეტავ სამუდამოდ რად არ დავრჩი.
არა, არ ჩასულა მზე იმ მთებში,
არა, არ ჩასულა მზე იმ ზღვებში,
ბალახში ჩავიდა, ცელის ეშმამ
უცბად დაიჭირა ბასრი ეშვით.
ესაა თიბათვის სასწაული _
სიყვარულს წაიღებს ბალდახინით,
ასე თივასავით ხმელი გული
ტირის მოთიბული ბალახივით.
რისთვის ეს სული და რისთვის თიხა,
თუ ვერ მოუვლიდი, რატომ მანდეთ,
ნეტავი ბალახი ვყოფილიყავ
თივის სიყვარულში დამმარხავდნენ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1491 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0