Загрузка...
ლალი თოთაძე - არაგვთან ახლოს / lali totadze - aragvtan akhlos - 27 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-21, 8:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 27 » ლალი თოთაძე - არაგვთან ახლოს / lali totadze - aragvtan akhlos


6:27 AM
ლალი თოთაძე - არაგვთან ახლოს / lali totadze - aragvtan akhlos


მიბჯენილია რა ხანია მკერდზე ისარი,
შორს მიაქვს არაგვს თეთრი მთების ფაფუკი რიდე,
რას ლაპარაკობს ჩემი სისხლის მკაცრი მისანი,
რა საიდუმლოს მიმზადებს კიდევ.
დამემუქრება, ატირდება წითელი თვალით,
თავს დაიპურებს შეღამების მწირი საგზალით,
თმებს გამიწეწავს საუკუნის წვიმით და ქარით,
უბეს ჩამიჭრის და სიკვდილთან მაცნედ მაგზავნის.
მიდის ბარბაცით, შეღამება მინდვრებს ანაზებს,
შეხვდება დევი ხევხუებში, სადაც ჯანღი ჩანს,
ცხრათავიან ტანს მორჩილებით გადებს არაგვზე,
გაიღიმებს და საალერსოდ ცხრა პირს დაღრიჯავს.
არაგვთან ახლოს, მაწანწალა, ღატაკ ნისლებთან,
ვარსკვლავს ჰკიდია მომავალი, როგორც აკიდო,
აღიღინდება ჩემი სისხლის შლეგი მისანი,
ცდილობს, რომ შავი ავგაროზი გულზე დაგკიდოს,
მაგრამ ბილიკზე მოქანავე წარსული შეშლის,
მაგრამ ბილიკზე მშვენიერი ოქროს მახეა,
არაგვთან ახლოს ავგაროზი აგდია მტვერში
და აკრძალული სახელებიც მტვერში მარხია.
რას ლაპარაკობს ჩემი სისხლის შლეგი მისანი,
გაწბილებული იმეორებს ნაცნობ სახელებს,
როგორც მოსისხლის შხამიანი, ბასრი ისარი,
მიახლოვდება ყოველწამს და შიშით მახელებს.
გადუფრენია უკვე ცაზე არწივს ნებიერს,
გადაყვავილდა თურმე ვარდიც უკვე სალხენი,
ქართლის მინდვრებში ყვავილები წინაპრებია
და ნაზ ფურცლებზე აწერიათ ყველას სახელი.
და ჩემი სისხლიც ჩაქცეული მომავლის პეშვში,
დაუქცეველი, კარგად ვიცი, ჩემი მახეა,
არაგვთან ახლოს ავგაროზი აგდია მტვერში
და აკრძალული სახელებიც მტვერში მარხია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1235 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0