Загрузка...
ლალი თოთაძე - ამ მზემ რა იგრძნო / lali totadze - am mzem ra igrdzno - 27 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 6:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 27 » ლალი თოთაძე - ამ მზემ რა იგრძნო / lali totadze - am mzem ra igrdzno


6:27 AM
ლალი თოთაძე - ამ მზემ რა იგრძნო / lali totadze - am mzem ra igrdzno


ამ მზემ რა იგრძნო გამთენიისას,
ამოიღმერთა როცა გორიდან,
ხერთვისის თავზე დამდგარო ნისლო,
გადმოხვეწილო დამფრთხალ გნოლივით,
ჩემო ასკილო, შემოგევლები,
თავები ვცვალოთ, მოდი, ტიალი,
მე _ შენ წილი ბასრი ეკლები,
შენ _ ჩემი შხამი და ხეტიალი.
შენ აქეთ-იქით წახვალ, ჩაივლი,
მე კი _ სიცოცხლე ორად გაყოფილს,
გაზაფხულობით თეთრი ყვავილი,
შემოდგომაზე ძოწის ნაყოფი.
სულგაგზავნილი, როგორც სამყარო,
გაბრუებული სიკვდილს ძილით,
ზამთრობით ვიყო მშვიდი, საპყარი,
დაყუდებული და დაძონძილი.
ვცვალოთ ერთურთი, შემოგევლები,
შვებას გამოვთხოვ ეკლიან ტოტებს,
ზოგჯერ გათანგულს შენი თვალებით
ქარი დამისტვენს და შემატოკებს.
კაცის უფიქრალს ვიფიქრებ მეცა,
ამითრთოლდება ეკლები წვრილი
და ჩამეღვრება სხვა მზე და ზეცა _
ბალახების და მინდვრების წილი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1102 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0