Загрузка...
ლალი თოთაძე - სარკესთან / lali totadze - sarkestan - 27 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 8:16 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 27 » ლალი თოთაძე - სარკესთან / lali totadze - sarkestan


6:28 AM
ლალი თოთაძე - სარკესთან / lali totadze - sarkestan


მე და შენა ვართ ისევ,
წვიმა კი ჩქარობს, ჩქარობს და ჩქარობს,
მე თუ მოვკვდები, გაქრები მყისვე,
მრუდე მინაში ჩამდგარო ქარო.
გისოსებივით ჩანან წვიმები,
გისოსებივით ჩანან ჭადრები,
და, რადგან მაინც გაიწირები,
სანამ ადრეა, ნუ გაავდრდები.
აღებეჭდება უხილავ ფოტოს
ეს აღზევება, ეს გაელვება,
ცა შეინახავს და მერე მოთოვს
მომავლის სისხლად და პაემნებად.
მე თუ მიყვარდა შენს სისხლში ცქერა,
მხოლოდ იმიტომ, რომ მზეს ვნახავდი,
მშვიდობით! _ არ ვთქვი სიტყვა ერთხელაც,
ვიმეორებდი მხოლოდ _ ნახვამდის!
მე ვკანკალებდი, თუ შენ დაღლილი
იყინებოდი მრუდე მინაში,
მე და შენს შორის იყო ნამდვილი
და დამნაშავე ყველას წინაშე.
მე თუ მოვკვდები, ვიღამ ჩაგხედოს
თვალებში, სულში და ყინულეთში,
ვინ დაიხსომოს, თუ როგორ ენთო
ეს აღზევება და ეს ნუგეში.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1135 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, ხელოვნება, leqsi, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0