ანა კალანდაძე – ბროწეულები / ana kalandadze - brotseulebi
მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს ბროწეულებზე: იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ ჩვენი გულები... ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით დაქანცულები პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ ბროწეულები!
1959
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..