Загрузка...
ანა კალანდაძე – ისევ ბერდედას / ana kalandadze - isev berdedas - 29 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 29 » ანა კალანდაძე – ისევ ბერდედას / ana kalandadze - isev berdedas


9:40 PM
ანა კალანდაძე – ისევ ბერდედას / ana kalandadze - isev berdedas


ჩემო ბერდედავ, ზიხარ ყორესთან
და არწივის თვალს მიდამოს ავლებ.
ახლა, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ჯვარობას წავლენ...
ამღა და ჭიმღა და ახიელი...
შეიყრებიან ხატში სოფლები...
აღარ ქსოვ წინდას, - შენ თითქოს გესმის,
გრძნობ, სოფელს როგორ ამწყალობებენ...
შენ... ფეხმორთხმული ზიხარ შუაფხოს,
ლამის ასი წლის ზღვართა მისული...
სახლჩი დაგინთავ, ბეჩავ, სანთლბი
და ათენგენას ძალას ფიცულობ...
ისევ იყნოსე მწარე ბურნუთი,
ისევ მოსძებნე წინდის ჩხირები...
მაგრამ... შენ ისევ ველურ ყიჟინით
ჩაგიქროლებენ არხოტვნები...
იქნებ... არწივის თვალი გატყუებს?
იქნებ... არაგვის ხმაური იყო?
თვით შესევიან ქისტების სოფლებს,
თუ... მათ ცხენდაცხენ მოჰყვება ღილღო?
მათ გაჰყვე... მუხლი შენ აღარ გერჩის,
არწივის მზერას მიდამოს ავლებ...
ალბათ, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ხატობას წავლენ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1367 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, leksi leksebi, ლექსი, poezia leqsebi, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, ana kalandadze, ana kalandadzis shemoqmedeba, ანა კალანდაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0