Загрузка...
ანა კალანდაძე – და... როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს / ana kalandadze - da... rodesac mzes shevkhede gvirgvinosans - 29 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 6:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 29 » ანა კალანდაძე – და... როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს / ana kalandadze - da... rodesac mzes shevkhede gvirgvinosans


9:43 PM
ანა კალანდაძე – და... როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს / ana kalandadze - da... rodesac mzes shevkhede gvirgvinosans


და... როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
- ბედი ჰქონდეს, - თქვა შავთვალა ანგელოსმა,
- ბედი ჰქონდეს? ხა... ხა... ხა... ხა... არასოდეს! -
თქვა სატანამ, ზღვას ფოლადის ხმალი დაჰკრა,
ზღვამ წამიღო, უდაბნოში გამომრიყა...
სულში, გულში გრძნობა გაქრა, გრძნობა გაქრა,
ქვეყანაზე აღარავინ აღარ მიყვარს...
ჰო, როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
იცი თურმე, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
- ბედნიერი იყოს, - უთქვამს ანგელოსსა,
სატანამ თქვა:
- ხა... ხა... ხა... ხა.. არასოდეს!

1945


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1194 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, leksi leksebi, ლექსი, poezia leqsebi, leqsebi, ana kalandadzis leqsebi, ana kalandadze, ana kalandadzis shemoqmedeba, ანა კალანდაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0