Загрузка...
გიორგი პაპუნაშვილი - გაცვლილი რწმენა / giorgi papunashvili - gacvlili rtsmena - 31 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 31 » გიორგი პაპუნაშვილი - გაცვლილი რწმენა / giorgi papunashvili - gacvlili rtsmena


11:02 AM
გიორგი პაპუნაშვილი - გაცვლილი რწმენა / giorgi papunashvili - gacvlili rtsmena
ოქტომბერს ხურავს საბანი წვიმის,
ზამთრის პირულზე ბილიკს მიყვება ,
რწმენა გავცილო დრო არის იმის,
სულის დავიწყოთ დღეს გამოკვება.

საქართველოა თითქოს მარაბდა,
რწმენა გათელილს ყვავ-ყორან გვკორტნის,
მამლის ყივილიც ტყვიად გავარდა,
ღმერთიც გავყიდეთ სულ ერთი კოცნით.

საქართველოა თითქოს მარაბდა,
ოცდამეერთე მაუწყებს ამბავს,
ადრე თუ ქალი მუხლებს მალავდა ,
ახლა მუხლები მალავენ კაბას.

საქართველოა თითქოს მარაბდა,
მეჩეთს უდგავენ მუსლიმებს როცა,
ჩვენთან ილიას თავი არ აქვს და,
ალიევს უდგას დღეს სავსე ბოცა.

ოქტომბერს ხურავს საბანი წვიმის,
ცას მზე ჰკიდია აქ ყინვა მეფობს,
იმ მიწაზე კი დღეს მოლა წივის ,
სადაც თამარი მეფობდა ერთდროს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1082 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, giorgi papunashvilis poezia, გიორგი პაპუნაშვილი, პოეზია, ლექსები, giorgi papunashvili, poetebi, poeti, leqsebi, giorgi papunashvilis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0