მთავარი » 2014 » დეკემბერი » 31 » გიორგი პაპუნაშვილი - ინი და იანი / giorgi papunashvili - ini da iani
11:26 AM გიორგი პაპუნაშვილი - ინი და იანი / giorgi papunashvili - ini da iani
|
გზები ამირიეს ქარიშხლებმა, ბილიკს მოყვებიან აჩრდილები, ღამეც სტრიქონებად დაიშლება , მე კი ამ მთვარეს არ გავცილდები.
ღამეც ჭრილობებით მეჩვენება, თითქოს იარები არ ხორცდება, მთვარეს დილის სუსხი ეჩემება, მზე რომ ნაზად შუბლზე აკოცებს და
ასე ფიქრში დაცლილს მიაცილებს, ისევ მოღუშული მუსაიფობს, სადმე ცის კუთხეში მინაძინებს, ეტრფის თითქოს მისი მუზა იყოს.
ასე გაიყოფა ორი მცველი, ინი და იანის მეფეები, ორივეა მათთვის შეუცვლელი, მათ ხომ ერთი გრძნობით ვეფერები,
არც კი დაუნახავთ ერთმანეთი, როგორც ბრმას სინათლე არ უნახავს, ნიჭია უყვარდეს ერთადერთი, ის ვინც არასოდეს დაუნახავს.
2014.სექტემბერი გ.პაპუნაშვილი
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2292 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, giorgi papunashvilis poezia, გიორგი პაპუნაშვილი, პოეზია, ლექსები, giorgi papunashvili, poetebi, poeti, leqsebi, giorgi papunashvilis leqsebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|