Загрузка...
გიორგი პაპუნაშვილი - ბოლო დიალოგი / giorgi papunashvili - bolo dialogi - 31 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 31 » გიორგი პაპუნაშვილი - ბოლო დიალოგი / giorgi papunashvili - bolo dialogi


11:28 AM
გიორგი პაპუნაშვილი - ბოლო დიალოგი / giorgi papunashvili - bolo dialogi
ბოლოჯერ ვსაუბრობთ მე და შენ შორიდან,
გზა აღარ იყოფა, გზა მხოლოდ ერთია,
არჩევნას ვიძიებ ისევ ამ ორიდან,
დღეს ჩემი პატრონი კვლავ "ის", თუ ღმერთია?,

ბოლოჯერ ვსაუბრობთ მე და თქვენ შორიდან,
გზები ხომ ალბათ ხვალ მომიყვანს თქვენამდე,
ამაყი გავდივარ მიწიერ ომიდან,
და ნაბადს მიკერავს, ცისკარის მენაბდე,

პირველი საზვერე, არც ისე მარტივი,
გონების, გულის და კვლავ "მისი" ომია,
ზეციდან ვუყურებ ჩემს თავს და დავტირი,
გზა მხოლოდ ერთი და აზრი კი ორია,

მეორე საზვერეს შენ გეძებ, ღმერთო და
თითქოს მექაჩება კვლავ "ის", თავისთან და
თავს აღარ მანებებს და ჩემით ერთობა,
ფიქრობს, რომ ისევ თავისთან წამიყვანს და,

მესამე საზვერეს მივყვები დაჩოქილ,
ვით მონა-ვეზირი, დიდებულ მეფესდა,
შენი ხმა ჩამესმის, ედემის გაფოთლილ
ბაღიდან ჩურჩულებ, მე კი გეძებ და,

მეოთხე საზვერეც დადგა და გიპოვე,
ჩემთან ხარ ღმერთო შენ, ახლაც და აქამდეც,
დამჩემდა "ის",ხოდა იმედს არ ვიტოვბ,
რომ გავძლებ სულიერ ჭიდილში, აქ ამდენს,

მეხუთე საზვერე, იმედიც აღარ ჩანს,
დამეტყო სისუსტე, მუხლებში მოკვეთილს,
თვალების ბრიალით ვეძებდი დამბაჩას,
"ისიც" კვლავ იცინის,ისევ მე მომელის.

მეექვსე საზვერე, დრო აღარ მრჩება და
სისხლისგან ვიცლები,როგორც გაზაფხულზე
თოვლი კრამიტიდან, წვეთ-წვეთად დნება და,
ასე დავიღვენთე ცოცხლად, ცის სარჩულზე,

მეშვიდე საზვერე, აღარ ჩანს საერთოდ
ანგელოზს ვეძებდი, ვიპოვე დემონი,
"იმანაც" მაჯობა და ჩემით გაერთო,
ჩემს სახედ დამჩემდა, მიწიერს მე მონას.

2014. ოქტომბერი 14
გ.პაპუნაშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1152 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, giorgi papunashvilis poezia, გიორგი პაპუნაშვილი, პოეზია, ლექსები, giorgi papunashvili, poetebi, poeti, leqsebi, giorgi papunashvilis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0