11:35 AM გიორგი პაპუნაშვილი - საიდუმლო სერობა / giorgi papunashvili - saidumlo seroba
|
თუ საიდუმლო იყო სერობა, მაშ ჩვენ რად ვიცით, ათას წლის მერე, ესეც განგებას მივაწეროთ და ბედსაც მივენდოთ ჯერ დაუწერელს. თუკი გადავშლით ბიბლიას, ერთ დღეს, და თუ მივხვდებით იქ რა წერია, გვახსოვდეს, მიზნად რა ქონდა ჩვენს ღმერთს, ის მხოლოდ, რწმენის გადამრჩენია. თუკი ვერცხლები არჩიეს ღმერთს და ჯვრის შემქმნელიც, კი გააკრეს ჯვარზე, მერე რა, თუკი იუდა შეცდა, მტევანიც ლპება, სულ ჯანმრთელ ვაზზე, ღმერთმა იმ წამსვე აპატია და ჩვენ არ ვპატიობთ, დღემდე არცერთი, რწმენაც უკუღმა შემოტრიალდა, დაგვჩემდა ყველას, მრუდე აქცენტი. ღმერთმა გვაჩუქა სამყარო წმინდა, ჩვენ ჯოჯოხეთად ვაქციეთ მალე, სამყარო, სადაც არასდროს წვიმდა, წყალდიდობისგან მალე სულს დალევს. ღმერთმა გვაჩუქა მხოლოდ ერთი ტბა, რომელიც იყო თევზებით სავსე, ჩვენ კი არ გვეყო, ცოდვა დაგვიტკბა, და ხალხი მხეცებს რომ დავემსგავსეთ. ეს ტბა ვაქციეთ დიდ ოკანედ, სადაც ზვიგენებს მივეცით ბუდე, და მერე ჩვენვე მწარედ ვინანეთ, რომ დავიჩემეთ ცოდვები მრუდე. ამ დროს, კი რმერთი ძერწავდა იმ ჯვარს, რომელზეც მერე ჩვენ გავაკარით, ის კი შენდობით ჩვენ გვწერდა პირჯვარს, რომ მისი რწმენა არ დაგვეკარგა,
თუ საიდუმლო იყო სერობა, ცოდვილებს რატომ გაგვანდეს ნეტავ, ესეც განგებას მივაწეროთ და მე კი ღმერთს ყველა თქვენგანში ვხედავ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1432 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, giorgi papunashvilis poezia, გიორგი პაპუნაშვილი, პოეზია, ლექსები, giorgi papunashvili, poetebi, poeti, leqsebi, giorgi papunashvilis leqsebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|