Загрузка...
გიორგი პაპუნაშვილი - რწმენაში ნაპოვნი საქართველო / giorgi papunashvili - rtsmenashi napovni saqartvelo - 31 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 31 » გიორგი პაპუნაშვილი - რწმენაში ნაპოვნი საქართველო / giorgi papunashvili - rtsmenashi napovni saqartvelo


11:49 AM
გიორგი პაპუნაშვილი - რწმენაში ნაპოვნი საქართველო / giorgi papunashvili - rtsmenashi napovni saqartvelo
ზეცა უიმედობით,მილეული, მკვდარია.
აუვსია საწუთრო წუთისოფლის სიხარბეს,
ხოდა, მიწიერებამ ეს გრძნობებიც არია,
მონები ვართ ვნებების და ეშმაკიც იხარებს.

სხვებთან ომით ვერ ვძღებით,შური გვჭამს და ღვარძლიან-
ჩვენ თავებს ვერ მოვუგეთ ერთ ბრძოლაშიც: "ღვთაებრივს"
ცნებებს მივეძალები თუ „ისინიც“ მაცლიან,
ცოდვით თუ არ გაგვივსეს უსარგებლო თავები.

თავმდაბლობა ვაქციეთ სიამაყის სარჩულად,
წმინდანობა არ გვინდა როცა ცოდვა წაგვიღებს,
დაგვცინიან ქართველებს სამშობლოში თათრულად,
თუკი დაგვინახავენ რწმენას გამონაღვიძებს.

მანდილოსან ქალებზე იცინიან უჯეროდ,
მანდილისმაგვარ კაბით მოსირნე ქალები,
გვაქეზებენ იმას, რომ უფალს არ დავუჯეროთ,
და არ გვწამდეს ის რასაც ვერ ხედავენ თვალები.

რადგან რწმენა დაფარა, ხორციელმა ვნებემა,
ღვთის-მშობელის ქვეყანაც ბაბილონად ვაქციეთ,
ხოდა ალბათ უფალსაც,ჩვენთვის ასე ენება,
რადგან რწმენა გვაჩუქა,ცოდვის მწყურვალ მაქციებს.

ხოდა მეიმედება, უიმედო სამშობლო,
ნაკუწ-ნაკუწ დაფლეთილს იმედი, რომ აცოცხლებს,
საქართველო ჩვენშია, ჩვენში არის და ბოლოს
მინდა, რომ საქართველო სამ-შობლოში გაცოცხლდეს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1132 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, giorgi papunashvilis poezia, გიორგი პაპუნაშვილი, პოეზია, ლექსები, giorgi papunashvili, poetebi, poeti, leqsebi, giorgi papunashvilis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0