Загрузка...
გიორგი პაპუნაშვილი - ზამთარი... / giorgi papunashvili - zamtari... - 31 დეკემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 31 » გიორგი პაპუნაშვილი - ზამთარი... / giorgi papunashvili - zamtari...


11:53 AM
გიორგი პაპუნაშვილი - ზამთარი... / giorgi papunashvili - zamtari...
ზამთარი,
სამოსელი მიაბარეს მიწას ხეებმა,
თოვლის ფიფქებიც შიშველ ტოტებზე იდებენ ბუდეს,
ზარია,
და მაცნობეს დეკემბერი მეზამთრეებმა,
ზეცა მკაცრია,
ირგვლივ ყველაფერს ახურავს ქუდებს.



თოვაა,
მაგრამ ამ ცივ
თოვლზე მკაცრი შენი მზერაა,
„მე დამნაშვაეს“,
ფიფქებთან ერთად უკან რომ მომდევს,
ეგ გამოხედვაც,
ჩემთვის ეშაფოტის გამოწერაა
მაწამებს როგორც,
უწამებიათ სიტკბოში ცოტნე,

წახვედი,
გაიყოლე ჩემი გულიც, შენ რომ გაჩუქე,
წაიღე,მაგრამ
გაუფრთხილდები კუბოს ფიცრამდე?!
ჩემთან თოვს,
და უშენოდ, უიმედოდ, მივდევ მაგ ქუჩებს
მივდევ და ისევ,
მე გავუყვები შენზე ფიქრს ცამდე.



ზამთარი,
სამოსელი მიაბარეს მიწას ხეებმა.
თოვლის ფიფქებიც შიშველ ტოტებზე იდებენ ბუდეს,
ყივნაა ირგვლივ,
და ის „ალბათ ჩემთვის დაეხეტება“,
ასე მგონია,
ის ნაზი სახე ჩემს მკერდზე უდევს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1375 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, giorgi papunashvilis poezia, გიორგი პაპუნაშვილი, პოეზია, ლექსები, giorgi papunashvili, poetebi, poeti, leqsebi, giorgi papunashvilis leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0