Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი - ლექსი მარიანა სამხარაძეს ბაჭიას / nika dzamiasvili - leqsi mariana samkharadzes bachias - 5 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 5 » ნიკა ძამიაშვილი - ლექსი მარიანა სამხარაძეს ბაჭიას / nika dzamiasvili - leqsi mariana samkharadzes bachias


11:04 PM
ნიკა ძამიაშვილი - ლექსი მარიანა სამხარაძეს ბაჭიას / nika dzamiasvili - leqsi mariana samkharadzes bachias
ქალაქი ისვენებს გამვლელთაგან.
ჩემი ნაბიჯები კი მდინარესავით ეღვრება ქუჩას.

მინდვრის ყვავილებს ირეკლავს მთვარე,
რომელიც ეძებს შემორჩენილ წყალს,
საკუთარ ნამტირალევ სახეზე.

ჩემი შენსდამი ნათქვამი „მიყვარხარ!“
საკუთარ სისხლზე ძვირია
მაგრამ მას არ შეუძლია
დარჩენილი სიცოცხლე გაუხანგრძლივოს
მოწყვეტილ ყვავილს.

ვიყურები სარკეში. დანერვოზებული თავის გარდა,
ჩანს ქალის ლანდი,
რომელიც ებრძვის შენსდამი აღზნებას.

ყოველი ფილტრამდე ჩაყვანილი სიგარეტი
რომ მაშორებდეს
შენს ხელის ჩაკიდებასთან,
დროს ვენიდან სისხლს ამოვწოვდი,
რითაც გავაცოცხლებდი
ჩემს მკვდარ ქოთნის ყვავილს,
რომელიც მეხმარებოდა უშენო დღეების მოწევაში.
თვენახევარი გაიწელებოდა დღენახევრად.

ნუ მოწყვეტ ყვავილს,
შესაძლოა მისი დაჭკნობით ჩემში ჩაკლა იმედი
ან სულაც შემაწყვეტინო სუნთქვა.
მწამს, შეგწევს ძალა, რომ მორწყა
და გაიღიმო.
ათას კილომეტრს მიღმა ვკანიიგრძნობ შვებას
და გამიხარდები!..

ნიკა ძამიაშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 810 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: bachia, 27 თებერვალი, ნიკა ძამიაშვილი, ქოთნის ყვავილი, mariana samkharadze, მინდვრის ყვავილები, მარიანა სამხარაძე, nika dzamiashvili, mariana samxaradze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0