19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:55 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19



ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ის იყო,
ჩამოვხტი სამარშრუტოდან
და ჯერ ქუჩის ასახვევამდეც არ ვიყავი მისული,
რომ მაგრად დაუშვა.

ერთ წუთში გავილუმპე.

...

რაც შენ გამოჩნდი,
აღარსად მეჩქარება.

ვდგავარ საკუთარ თავში,
გაღიმებული,
ხელებგაშლილი, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 739 / თარიღი: 2017-12-19 / 11:59 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ამ ოთახშია ჩემი ადგილი.

აქ შემიძლია,
სულ უბრალოდ,
სიჩუმეში,
მოვიშორო ყველა ფიქრი,
დავწვე იატაკზე
და ვიკითხო ლექსები ხმადაბლა.

ვიცი,
რომ სადღაც ცხოვრობენ ბერები
და, ვგრძნობ, გულის სიღრმეში,
ძალიან მინდა
ვიყო ერთ- ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 726 / თარიღი: 2017-12-19 / 11:58 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ისეთებიც არიან,
ათასშვიდასორმოცდახუთი შანსი რომ ეძლევათ ცხოვრებაში.
ეძლევათ, რადგან ითხოვენ.

და ისეთებიც -
საკუთარ არსებობას
გაცილებით მეტ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ,
ვინც მეორე შანსს არასოდეს მიიღებს.

ეს მოჩხუბარიძის გაგუას ჰგავს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 841 / თარიღი: 2017-12-19 / 11:58 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ყოფილი მეგობარი მახსენდება,
არასწორი საქციელის მიჩქმალვა რომ მომთხოვა.

მერჩივნა,
თვალი გაესწორებინა ჩემი არეული სულისთვის
და ჩვენ დავშორდით.

ძალიან ძნელია მართალი დარჩე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 880 / თარიღი: 2017-12-19 / 11:57 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


მე კიდევ სიმშვიდე მენატრება,
რაღაც ამგვარი:
გავაკეთოთ ფლეილისტი,
შენი და ჩემი საყვარელი მუსიკის,
ისეთი თანმიმდევრობით,
რომ ენაცვლებოდნენ მელოდიები ერთმანეთს...
დავწვეთ,
ჩავეხუტოთ ერთმანეთს
და მე, აუცილებლად, შენს მუსიკაზე ჩამეძინება.

კომენტარები: 0 / ნანახია: 675 / თარიღი: 2017-12-19 / 11:57 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ზოგჯერ მგონია,
რომ გარშემო,
ყველა,
სიყვარულში კი არა,
ჩაბნელებულ გვირაბში ვცხოვრობთ,
რომლის ორივე მხარე დალუქულია
და ჰაერი კატასტროფული სისწრაფით იშვიათდება.



ერთადერთი,
რაც შეგვიძლია ის არის,
რომ ერთმანეთი მოვძებნოთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 732 / თარიღი: 2017-12-19 / 11:56 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ყოველდღიურად გვავიწყდება ერთმანეთი.

...

ჩვენს დაშორებას,
მხოლოდ ის დღეები გადაურჩებიან,
რომლებიც ორივეს გვახსოვს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 697 / თარიღი: 2017-12-19 / 11:56 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


საშინელი სურვილი მაქვს - დავწერო შენზე.
ეს საშიშია - ჩემთვის.
საშიშია, როცა შეიძლება - შეგიყვარდეს.
აი, როგორც ერიხის იმ ნაწარმოებშია - ვფიქრობ შენზე და თავში თითქოს ვერცხლის ზარები წკრიალებენ.
ეს არის ის - რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, არანორმალურად.
გარშემო ყველაფე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 711 / თარიღი: 2017-12-19 / 11:56 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


არასოდეს მომსვლია აზრად
დავლოდებოდი ღამეს,
შუქჩამქრალ ოთახში ბოლომდე გამეფარებინა ფარდები
და მხოლოდ ასე,
აბსოლუტურ სიბნელეში მყოფს დამეშვა შეცდომები,
რომლებიც ჩემს გარდა არავის ეცოდინებოდა.

ჩემი ყველა შეცდომა,
ღიად,
დაუფარავად,
შავ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 703 / თარიღი: 2017-12-19 / 11:55 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


მთელი თვე იქნება, თითქმის,
რაც ამ უფანჯრებო ოთახში ვარ გამოკეტილი
და ერთხელაც არ გამიდგამს ფეხი გარეთ.

მაინც კილომეტრებით ვშორდები,
ყოველდღიურად,
საკუთარ სიყვარულს.

...

სიამოვნებით დავეშვებოდი, ახლა,
შენთან ერთად,
ჰოლან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 745 / თარიღი: 2017-12-19 / 11:54 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


საჩუქარი მოგიტანე.

ვიცი,
რომ მოგეწონება.

შეუძლებელია,
სულ ცოტათი მაინც არ გაგიხარდეს
და დანარჩენი,
სისულელეა ყველაფერი.

მე მეყოფა შენი გულის სულ პატარა რეჩხიც კი,
რომ ღიმილით
და სტვენა-სტვენით
ჩავიარო ეს გრძელი დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 663 / თარიღი: 2017-12-19 / 11:54 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


მთელი ხეებით გეფერები,
ზამთარგამოვლილ, გაზაფხულით სავსე ხეებით.

სოლოლაკით
და ამაღლების დახრილი ქუჩით.

ჩქარი ნაბიჯით.

მიწისქვეშა გადასასვლელთან
მჯდარი გოგონას რკინის ჯამში ჩაჩხრიალებულ
ორმოცდაათი თუ სამოცი თეთრით.

ღიმილით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 761 / თარიღი: 2017-12-19 / 11:53 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ვიცი,
რომ ცუდად ხარ.

ვიცი,
რომ შორს ხარ.

...

მაგრამ მე შემიძლია,
მთელი ღამე არ დავიძინო
და ვიფიქრო შენზე.ჩვეულებრივი მეძველმანე ვარ.

ათამდე ახალი მაისური კიდია საკიდზე,
მაგრამ მაინც იმ ძველს ვეძებ,
ოთხი წლი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 759 / თარიღი: 2017-12-19 / 11:52 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ვიცი,
რომ ცუდად ხარ.

ვიცი,
რომ შორს ხარ.

...

მაგრამ მე შემიძლია,
მთელი ღამე არ დავიძინო
და ვიფიქრო შენზე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 786 / თარიღი: 2017-12-19 / 11:52 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ის,
ვისაც შეუძლია საკუთარი სიბერე წარმოიდგინოს,
ას წელს იცოცხლებს.



მე არ ვიცი,
მოვხუცდებით თუ არა.

მე ვიცი,
რომ ჩვენ არასოდეს მოვკვდებით.

კომენტარები: 0 / ნანახია: 692 / თარიღი: 2017-12-19 / 11:51 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ის იყო,
ჩამოვხტი სამარშრუტოდან
და ჯერ ქუჩის ასახვევამდეც არ ვიყავი მისული,
რომ სერიოზულად დაუშვა.

ერთ წუთში გავილუმპე.

...

რაც შენ გამოჩნდი,
აღარსად მეჩქარება.

ვდგავარ საკუთარ თავში,
გაღიმებული,
ხელებგაშლილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 730 / თარიღი: 2017-12-19 / 11:50 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


უცნაურ სიზმრებს ვნახულობ,
საშინლად უცნაურ,
თუ უცნაურად საშინელ სიზმრებს.

...

წუხელ,
მაგალითად,
ბედნიერება დამესიზმრა,
ერთი,
ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის,
ხელიდან გაშვებული ბედნიერება.

კომენტარები: 0 / ნანახია: 777 / თარიღი: 2017-12-19 / 11:50 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


როგორი სხვადასხვანაირია
შენი და ჩვენი სიყვარული,
ღმერთო.

შენ მართლა გიყვარს,
ოთხმოცდაცხრამეტი რომ შეგიძლია მიატოვო,
ერთის გულისთვის.

ადამიანები სხვა მხარეს ვდგავართ.

...

მან ვინც ერთი მიატოვა,
ოთხმოცდაცხრამეტსაც მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 689 / თარიღი: 2017-12-19 / 11:50 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ჩვენ აღმართს მივუყვებოდით,
როცა შენ მომიბრუნდი
და მითხარი,
რომ ერთი სიტყვაც არ მითქვამს შენს ახლად ნაყიდ კაბაზე,
რომელიც მართლა ძალიან გიხდებოდა.

არ ვიცი,
რატომ მიჭირს ხოლმე თქმა,
რომ საშინლად მომწონს შენი ყველაფერი,
არ ვიცი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 842 / თარიღი: 2017-12-19 / 11:49 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ნუ ჩაეხუტები ნურავის,
ნუ მიიკრავ გულზე...
თუ ერთი წვეთი სითბო მაინც აკლია
შენს ხელებს,
შენს გულს...

...

ეს კლავს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 854 / თარიღი: 2017-12-19 / 11:49 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ახლა,
როცა ოთხი კათხა ლუდით ვარ დაშორებული რეალობას,
მე ვფიქრობ არაფერზე.

ჩემი შეკითხვა,
მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მისამართით,
ფორმულირდება შემდეგნაირად:
უყვართ თუ არა ლუდი?

ათიდან ცხრა პასუხი უარყოფითია
და ახლა,
როც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 769 / თარიღი: 2017-12-19 / 11:48 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ორგულები უნდა დაივიწყო,
სამუდამოდ.

...

შენი ერთი გული უნდა მისცე,
როცა გიყვარს.

უფსკრულში და ჯოჯოხეთშიც უნდა ჩაყვე,
იქ თუ აღმოჩნდა.

დრო არ უნდა გჭირდებოდეს თავგანწირვისთვის.

არასოდეს უნდა მიატოვო.

ცხრა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 723 / თარიღი: 2017-12-19 / 11:48 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ფინჯან ყავაში .. / nika cherkezishvili - finjan kavashi ..


ფინჯან ყავაში მთელ სიცოცხლეს მივცემდი ახლა.

ვითომ რა არის,
არც არაფერი.

ადგები,
ჩაასხამ წყალს მადუღარაში,
ვიდრე ადუღდება, ჩაყრი ფინჯანში ყავას, შაქარს...
ამასობაში წყალიც წამოგეწევა
და ეგ არის,
მორჩა.

არადა,
რა რ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 702 / თარიღი: 2017-12-19 / 11:47 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ღმერთო,
იმაზე,
რაზეც ადამიანებთან არ მინდა ლაპარაკი,
შენც ნურაფერს მკითხავ.

შენ ხომ იცი,
როცა მიჭირს
და გეძახი ხოლმე: უფალო...
მე ყოველთვის მესმის შენი სიჩუმის.

...

რა უნდა იყოს
იმაზე საშინელი მოსასმენი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 764 / თარიღი: 2017-12-19 / 11:47 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


თუ გინდა, რომ გამარჯვებამდე მიხვიდე,
წაგების ატანაც უნდა შეგეძლოს.

აი,
საიდან იღებს სათავეს
ჩემი მოსალოდნელი მარცხი.

...

ის ცხოვრება ჩემთვის არ არის,
რომელსაც შენი თავი აკლია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 676 / თარიღი: 2017-12-19 / 11:46 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


არაფერი.

არ მახსოვს,
მერამდენეა ეს ლექსი ჩემი ნაწერებიდან,
რომელიც ასე იწყება.

შუა ქუჩაში რომ დგას კაცი
და წასასვლელი არსად აქვს,
არც მარჯვნივ,
არც მარცხნივ,
დგას,
დგას
და...
უცებ მოცელავს საკუთარი უიღბლობა, - < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 716 / თარიღი: 2017-12-19 / 11:46 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ბეღურებისთვის .. / nika cherqezishvili - beghurebistvis ..


სულ ვჩხუბობთ,
მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მას ვგავარ.

ბოლო თვეებია
ავადმყოფობს.

გული აწუხებს.

დღეს საავადმყოფოში გადაუყვანიათ,
ჩემს არყოფნაში.

ყოველთვის წამებში ხდება ყველაფერი.

დედაჩემმა დამირეკა,
ასე და ასე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 686 / თარიღი: 2017-12-19 / 11:45 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - შენ ხედავდი.. / nika cherqezishvili - shen khedavdi..


მე არ ვიცოდი, სად მივდიოდი,
მაგრამ მივდიოდი შენთან ერთად.

შენ ხედავდი ჩემს ნაიარევებს,
მაგრამ სხვისი ჭრილობები არც ისე ღრმაა.

მეკითხებოდი, თუ როგორ ვიყავი,
და მე არ ვიცოდი, რა მეპასუხა.

...

ცხოვრებაც ზუსტად ეს არის,
როცა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 703 / თარიღი: 2017-12-19 / 11:43 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ვყიდი საკუთარ სიკვდილს / nika cherqezishvili - vkidi sakutar sikvdils


ერთი დიდი ბაზარია მთელი დედამიწა.

გინდა თუ არა,
უნდა ივაჭრო.



ვყიდი საკუთარ სიკვდილს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 741 / თარიღი: 2017-12-19 / 11:42 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


გახედავ ფანჯარას და ღამეა,
გახედავ და ღამე.

არავის სჭირდები,
არავინ გეძებს.

თავსაც ვეღარაფრით იტყუებ.

ღამეებს უთევ ძილგამტყდარ ნერვებს,
საპატიო ყარაულში ხარ.

დროდადრო
ტელეფონის სადენზე გიშტერდება თვალი.

ჭერზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 724 / თარიღი: 2017-12-19 / 11:41 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


უცნაურია,
რატომ ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრებაა მიმართლებს,
როცა ფსონს ვაკეთებ წითელზე
და მონიტორზე შავი ფერი ციმციმებს.

ალბათ იმიტომ,
რომ ხელში ფანქარი მიჭირავს
და ვწერ.

სისულელეა.

ჩემი უბნელიც ხატავდა, მაგრამ მკვდარია.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 865 / თარიღი: 2017-12-19 / 11:41 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


მე მახსოვს
ჩვენი ხასიათის
უცნაური გამოვლინებები:

როგორ ვსვამდით ჩაის ერთი ფინჯნიდან;
როგორ გვიყვარდა პირდაპირ იატაკზე წოლა;
როგორ გვქონდა ფანჯარა ღია,
მუდმივად,
ზამთარ-ზაფხულ...

...

რაც შენ წახვედი
დახურულია ჩემი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 730 / თარიღი: 2017-12-19 / 11:40 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


დღეს ვფიქრობდი
და ვერ გავიხსენე,
ბოლოს როდის გადავხედე ფანჯრიდან ქუჩას,
ღია ფანჯრიდან - მთელ ქუჩას.

ორი ჟაკეტი საკიდზე,
ორი სილუეტი სარკეში...
მაგრამ ეს არ არის
ალკოჰოლისგან მიღებული გაორება -
შენი სიყვარული არ მავიწყდება.

ჩა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 832 / თარიღი: 2017-12-19 / 11:40 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


ასჯერ გახვედი და გამოხვედი
ერთი კედლიდან მეორისკენ.

დაწექი
და ათასჯერ იცვალე გვერდი.



ადამიანებს არ უნდათ არაფერი
და ძინავთ.

კომენტარები: 0 / ნანახია: 704 / თარიღი: 2017-12-19 / 11:39 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ზოგჯერ.. / nika cherqezishvili - zogjer..


ზოგჯერ,
რომ გადარჩე,
ისიც საკმარისია,
ადგე და წყლის ნაცვლად არაყი დალიო,
მოკლემკლავიანი მაისურის ნაცვლად გრძელსახელოიანი ჩაიცვა,
თმა აიჩეჩო,
წვერი მოუშვა
და ასე…
უბრალოდ,
რაღაც უნდა შეცვალო,
ძველებურად აღარ გაგრძელდე.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 935 / თარიღი: 2017-12-19 / 11:38 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - სიყვარული ის ოთახია.. / nika cherqezishvili - siyvaruli is otaxia..


გახედავ ფანჯარას და ღამეა,
გახედავ და ღამე.

არავის სჭირდები,
არავინ გეძებს.

თავსაც ვეღარაფრით იტყუებ.

ღამეებს უთევ ძილგამტყდარ ნერვებს,
საპატიო ყარაულში ხარ.

დროდადრო,
ტელეფონის სადენზე გიშტერდება თვალი.

ჭერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 754 / თარიღი: 2017-12-19 / 11:37 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - სამი კადრი / nika cherqezishvili - sami kadri


"მე ნერვები მაქვს მხოლოდ."
რიუნოსკე აკუტაგავა

I.

ვის უნახავს
ქუჩაში მდგარ მათხოვარს
სუფთა ჰქონდეს გამოწვდილი ხელი?

ან რა მინიშნებაა
ამ ადამიანების ჭუჭყიანი პეშვები?

...

გმადლობ, უფალო,
რომ ზოგჯერ მაინ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 678 / თარიღი: 2017-12-19 / 11:36 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - საშინელი სიცივეა.. / nika cherqezishvili - sashineli sicivea..


საშინელი სიცივეა,
არავითარი სითბო.

...

დახატე თეთრ ფურცელზე
ყვითელი მზე
და გაუშვი ფანჯრიდან
ღამის სიბნელეში.

კომენტარები: 0 / ნანახია: 786 / თარიღი: 2017-12-19 / 11:35 PM / სამშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - სიყვარულით / nika cherqezishvili - siyvarulit


რა გინდა იქ,
სადაც შენს არყოფნას ვერ შეამჩნევენ?



აქ შენ არავინ მოგკლავს.
აქ შენ არავინ მოგკლავს - სიყვარულით.

კომენტარები: 0 / ნანახია: 705 / თარიღი: 2017-12-19 / 11:33 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - ცუდი მოტივაცია / nino qoqosadze - cudi motivacia


საახალწლოდ,
ანდა სულაც ნებისმიერ დღეს,
სამზარეულოდან მეძახდა დედა:
მოდი, ისწავლე,
და როდესაც აღარ ვიქნები, გამოგადგება.
მე ან ვკითხულობდი,
ან ისევ ვკითხულობდი,
და ვერაფრით წარმომედგინა,
რომ გავა წლები,
დედა მართლა აღარ იქნება.
და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 778 / თარიღი: 2017-12-19 / 11:20 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - სამკუთხედი / nino qoqosadze - samkutkhedi


ჩვენ სამში
პირველი აუცილებლად მე მოვკვდები,
იცი შენ მერე რაც უნდა ქნა,
მაგრამ ეგ მერე...ჯერ მე მომხედე!
ის კაბა ჩამაცვი,
რომელშიც პირველად მნახე და გაიფიქრე:
რა ლამაზი ცოლი ჰყოლია, ჩემთან რაღა უნდოდა?
და სარკისკენ გაგექცა მზერა...
სარკეში ვჩანდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 743 / თარიღი: 2017-12-19 / 11:19 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - გაფიქრება უკვდავებაზე / nino qoqosadze - gafiqreba ukvdaveba


გვატარებს ყელი,
მხრებზე დაყრდნობილი თეთრი კრატერი,
ლექსები ლავა,
რომელსაც მერე, წლების მერე,
არქმევენ ოპალს
და ჩვენი ყოფნა – ოპლა!
სადღაც, გაკირულ ყდაში.
ვინ იცის მაშინ,
ისე, როგორც ქარვაში მწერი,
ან მარმარილოს განასერში თეთრი ნიჟარა, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 873 / თარიღი: 2017-12-19 / 11:18 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - კივილი / nino qoqosadze - kivili


ხდება ასეც -
აიდგამენ ფეხს ბოსხის ნახატები,
სასტუმრო ოთახში ჩამოგისხდებიან,
და ისმის კითხვა:
მძიმე როკი სჯობს თუ დაისის უვერტიურა?
(საკითხი საგალობლების სასარგებლოდ ვერ გადაწყდება,
ისინი საერთოდ არ განიხილებიან!)
საბოლოოდ ასეა: საძინებლამდე მიგაცილებს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 748 / თარიღი: 2017-12-19 / 11:17 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - შორი–შორს / nino qoqosadze - shori-shors


ციმციმებს
ცისფერი ლაგუნა – თვალები.
ისეთი სუფთაა
კენჭივით დაუთვლი სურვილებს.
ჩვენ ბედმა გვარგუნა
გვეხუროს სხვადასხვა ნაპირი,
და მაინც,
ერთნაირ ტალღებზე გვარწევდეს...
და როცა გაიხდის კუნძული პალმების პარეოს,
მთვარეა ჩვენს ცაზე სხვადასხვა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 728 / თარიღი: 2017-12-19 / 11:16 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - ოდა სიხარულს / nino qoqosadze - oda sikharuls


რა კარგია!
ჰოი, რა კარგია!

...........................................

(პათეტიკური მუსიკა - დაბალ ხმაზე)

............................................

რა კარგია, რომ არსებობენ ბანკის კრედიტები
და მე - საზღვარგარეთ მცხოვრები შვილის მონა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 739 / თარიღი: 2017-12-19 / 11:15 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - პლაცებო / nino qoqosadze - placebo


მე მოგიყვებით ამბავს,
სადაც პერსონაჟები –
პიჟამოებში, ხალათებში და კედელ-კედელ,
მოდიან ჩემთან,
შეწამლული ძილიდან, დილით -
და მაბარებენ ართრიტივით მტკივნეულ სიზმრებს.

დეიდა ლილი,
ის ხატავდა
თვალის ჩინი ვიდრე დააკლდა,
ახლა ყვება, ვით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 682 / თარიღი: 2017-12-19 / 11:14 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - მოვალეობა / nino qoqosadze - movaleoba


ჩემს ირგვლივ ბოსხის სახეები სხედან,
ვანგოგისფერი მინდვრებია გაღმა.
დაიყვავილა ჟასმინის ყველა ბუჩქმა,
და აქ ვარდებიც შუა მაისში გახმა!
ხიდთან რომ უხვევს,
ისეთი რუხი გზაა,
შუა ასფალტზე
ქალაახდილი ლუკი!
მე გადმოვდივარ ხიდზე
და ყოველ დილას < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 684 / თარიღი: 2017-12-19 / 11:13 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - სამძიმარი / nino qoqosadze - samdzimari


ბაღის ენაზე შემოდგომა არის სახადი,
რომელსაც უკვე -
ვეღარ შველის წვიმის გადასხმა.

წევს
თვალყვითელა ოქტომბერი - მონეს ნახატი,
რომელსაც მალე
ხმელ ჩარჩოში ჩაასვენებენ...

მე კი ვიჯდები ხისქვეშ, მერხზე
და დახრილ მხრებზე
თანაგრძნობი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 728 / თარიღი: 2017-12-19 / 11:12 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - წინა კაცის ამბავი / nino qoqosadze - tsina kacis ambavi


ჩემი წინა კაცი ხიდი იყო.
ბონდის კი არა,
ფეხქვეშ რომ გიბარბაცებს
მთვრალი და -
კიდევაც გაზიდებს.
არამედ მყარი,
რომელიც აზიდეს
ფოლადის ჩამოსხმულმა
ბურჯებმა -
ბარძაყებმა.

აბა რა ვიცი...
ჩემდა ჭირად!
(როგორც ყველა პ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 692 / თარიღი: 2017-12-19 / 11:11 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - უკუღმართო / nino qoqosadze - ukughmarti


იმდენჯერ გაგიმეორეს, რომ -
ვერაფერს შეცვლი,
შენს კედელზე ფესვი გაიდგა ცერცვმა.
ახლა მოიმკან მოსავალი:
მიდიხარ! გბეზრდება რუტინა...
გამარჯობა – აუღებელო ციხეებო,
მოლიპულო ბილიკებო,
ეკალ-ბარდებო,
ნუ ჩაბარდებით!
ერთხელაც იქნება, დაიღლება და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 704 / თარიღი: 2017-12-19 / 11:10 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - ქვრივი / nino qoqosadze - qvrivi


ის არის ქალი-სახელმწიფო,
რომელმაც მეფის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ
დაიბრუნა "თავისუფლება"
და იმის მერე სულ თავში იხლის,
რადგან ახლა – ყველა კანონი
მხოლოდ მისი მისაღებია.
კი, როგორ არა, დაიღალა,
მაგრამ ვერასდროს დაარღვია საზღვარი, სადაც -
საგუშა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 694 / თარიღი: 2017-12-19 / 11:09 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - * * * / nino qoqosadze - * * *


საიდან ასეთი სიმშვიდე?
რომელი თავგადაკლული მორწმუნე მე ვარ,
ტოტიდან ტოტზე ვაფრთხიალო
ხვალინდელზე არდაფიქრება.
მაგრამ ისე გამოვილიე,
როგორც ბეჭედი არათითზე
და რაც დრო გადის
მიშავდება ვერცხლის საყურე.
მე ახლა ჩემი ერთგულება
ფეხებთან მიწევს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 746 / თარიღი: 2017-12-19 / 11:08 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - სხვა ლექსი / nino qoqosadze - skhva leqsi


მე სკოლაში მასწავლეს ლექსები სამშობლოზე
და რადგან -
ლექსების გარდა სხვას ვერაფერს ვსწავლობდი,
ერთ დღესაც,
მივატოვე სკოლა და
გავთხოვდი.

ხუთი შვილი გავაჩინე.
(აკი -
ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა.)
აქედან:
ოთხი ჩვეულებრივი ბავშვი იყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 847 / თარიღი: 2017-12-19 / 11:07 PM / სამშაბათი

ნინო ქოქოსაძე - გასტრონომიული / nino qoqosadze - gastronomiuli


დავცარიელდით!
ისე -
როგორც ჩვენი მაღაზიის დახლები -
ოთხმოცდაათიანებში.
მარტო ეტიკეტები დარჩა
და ფასი,
ქრონიკულად დეპრესიული.

ამიწონეთ ორი გრამი კაცთმოყვარეობა,
ჩამომისხით ორი მლ.ცრემლი.
-ეგეც გათავდა?

არა და რა მაჟორულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 715 / თარიღი: 2017-12-19 / 11:06 PM / სამშაბათი

"მეფე" ირაკლი ჩარკვიანი - რეაქტიული მარტოობა / "mefe" irakli charkviani - reaqtiuli martooba


რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1040 / თარიღი: 2017-12-19 / 5:10 AM / სამშაბათი

ლაშა მარგიანი - დეკემბრის დამდეგი / lasha margiani - dekembris damdegi


გარეთ დეკემბრის დამდეგია.
გულში ნოემბრის მიწურული.
მაქვს მიწერილი რამდენი რამ,
მაგრამ არცერთი მოწერილი...
ჰო, მთები უკვე დათოვლილა,
ვგრძნობ, ეს ზამთარიც გამაწამებს,
რადგან ყვითელი ფოთოლი ვარ
და არა წიწვი მარად მწვანე.
კვლავ შენ ხარ ჩემი მისამარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 844 / თარიღი: 2017-12-19 / 5:03 AM / სამშაბათი

ნიკა ძამიაშვილი - სამი / nika dzamiashvili - sami


მეგობრის ქალაქში
რკინიგზაზე,
ხიდზე გადასვლისას
ავხედე ზეცას.

გადამიფრინა
სამმა ერთმანეთით გამთბარმა ჩიტმა,
რომლებსაც ისეთი სიახლოვე აკავშირებდათ
როგორც ხიდს — მოაჯირი,
ან ნახევრად მოწეულ სიგარეტს ჩემი თითები.
არ ვიცი მათი გზა-კვალი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 744 / თარიღი: 2017-12-19 / 4:58 AM / სამშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0