18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:03 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18



ნიზარ კაბანი - რევოლუციის ზღაპარი / nizar kabani - revoluciis zghapari


მე ვარ ვინც ათას ერთ ღამეს წვავს,
და ქალებს ათავისუფლებს,
ბედუინთა ბრჭალებისაგან...

მე ვარ ვინც იცავს ქალთა ვარდებს,
მომაკვდინებელ ჭირთაგან
და მჭრელ თავდასხმისგან...

მე ვარ ვინც შექმნა სიყვარული, ძალდატანებით,
ხოლო მალიქა გაამგზავრა საკუთა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1023 / თარიღი: 2017-12-18 / 11:12 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ორი საბავშვო ლექსი / robert meskhi - ori sabavshvo leqsi


მ ე გ ზ უ რ ე ბ ი

ერთხელ ჭიამაიას ტყეში შემოაღამდა,
ვერ იპოვა ვერაფრით გზა-სავალი შინისკენ,
უსწრაფესად მოკეცა დაწინწკლული ფრთები და
დაჯდა იქვე, ბილიკზე.
მაგრამ ღამის წყვდიადი რომ ექციათ ნათელად,
მოფრინავდა შორიდან ორი ციცინათელა.
მოციალე ფარნები ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 978 / თარიღი: 2017-12-18 / 11:04 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


რომელი მედიუმი მე ვარ, დედოფალო?! -
ხილულებთან ვეღარ ვსაუბრობ.
აღარც ის ვიცი,
როგორ სხდებიან სანთლის შუქზე
თითებთან ერთად
საიქიოდან მოხმობილი უცხო სულები,
იქნებ, თეფშის ქვეშ მიძვრებიან?..
გკითხავ და მარქვი, დედოფალო,
როგორც წმინდანს, გკითხავ და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 878 / თარიღი: 2017-12-18 / 11:02 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


დღეს შიშველ ტანზე დამამაგრეს გულის სასმენი,
რაღაც მონსტრი შვიდი საცეცით,
რომ ჩაინიშნოს ყველა ჩქამი,
ყველა ნამცეცი -
გამხელილიც, გაუმხელელიც...
...მოვდივარ ყვითელ ტროტუარზე როგორც რობოტი.
არადა, ჩემთვის საკმარისზე მეტიც კი იყო,
გულთან რომ ჭადრის ფოთოლი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 800 / თარიღი: 2017-12-18 / 11:02 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


რაღაცას უკრავს ეს ონკანი,
რაღაცას მღერის, -
აურია შვიდივე ნოტი.
სხვაც იყო ერთი - წვეთი წყალი არ მოდიოდა.
და წვიმის ღმერთი დავიბრუნეთ წარმართებივით.
წამოვიდა ტყვიების წვიმა.
დავაყენეთ ტყვიის ნაყენი.
(სიტყვა „ომი“ - შაქარყინული).
ბებიაჩემი დღემდე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 762 / თარიღი: 2017-12-18 / 11:01 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


შენს ფანჯარასთან პარკირება აკრძალულია.
ჩავაქრე ძრავა,
ჯიუტად ვდგავარ.

(ლოდინში მე და ეს ჭადარი ერთად ვფითრდებით...)

ვიდრე ჩამოხვალ,
გაივსება საქარე მინა
გიორგობისთვის - „სითიპარკის“
ჟღალი ქვითრებით.

კომენტარები: 0 / ნანახია: 839 / თარიღი: 2017-12-18 / 11:00 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ოპერატორი / robert meskhi - operatori


„და თქვენ გგონიათ, ეს კარგია?“
/ენემეო სიდიანი/

დიაფრაგმაა ხიდი.
ყველა სხივი აქ გადატყდება.
მთავარია სენსორი როგორ რეაგირებს,
რისი დანახვის შესაძლებლობას გაძლევს -
სიზმრების თუ სანაპიროზე ჩარიგებული მიმოზების,
იქნებ, ბებერი ციხეც მოიწვდინო,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 877 / თარიღი: 2017-12-18 / 10:58 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


მაისის ბოლო.
პერფორმანსი -
ქართლის მინდვრებზე ქართულ დროშას იმეორებენ
ვერძები და ყაყაჩოები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 777 / თარიღი: 2017-12-18 / 10:57 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


ქარი ერთობა, -
უმარტივესად
იწყობა და ისევ იშლება
ღრუბლების პაზლი.

მე - ძალაგაცლილს - რა ამაწყობს,
გზაზე დაფანტულს,
ან ჩემს ქალაქებს?!
ვზივარ უმწეო ბავშვივით და
ვითომ ვალაგებ...

კომენტარები: 0 / ნანახია: 778 / თარიღი: 2017-12-18 / 10:56 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ნაგავსაყრელის ექო / robert meskhi - nagavsakrelis eqo


პირდაფჩენილი და მშიერი ურნები დგანან ქალაქში,
განურჩევლად ყლაპავენ ყველას და ყველაფერს:
ადამიანებსა და ცხოველებს,
სახლებსა და მანქანებს,
ხეებსა და ყვავილებს...
ზოგი რამ თვითონაც უვარდებათ ხახაში,
მერე რკინის სახურავების ბრახუნით მიდიან ქალაქგარეთ,
რკი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 789 / თარიღი: 2017-12-18 / 10:54 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ბორჯომი. სურათი / robert meskhi - borjomi. surati


ხშირი ნაძვები
წამწამებივით აუპრიხავთ მწვანე მთა-გორებს.
ქარში, როცა ახამხამებენ,
შორს იფანტება ოქროს მტვერი
ქუთუთოთაგან.

საკვირველია:
აპრილს ჰგავს შენი გამოხედვა,
ამ მთა-გორებსაც...

კომენტარები: 0 / ნანახია: 808 / თარიღი: 2017-12-18 / 10:53 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ნიქოზის გაზაფხული / robert meskhi - niqozis gazafkhuli


გივარგი,
რომელი ხის ქვეშ დამარხავ ჩვენი მამებისა და დედების სინანულს?
ეგეც იქით იყოს,
ჩვენი თვალნათელი გოგო-ბიჭების სინანულს რას უზამ, -
რა მახრას შეუსევ?
რა ნაცარს წააყრი?

ეზოში ქვის ზღარბები და ბაჭიები დაგირბის.

გივარგი,
ფარ-შუბი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 726 / თარიღი: 2017-12-18 / 10:52 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ზიარება / robert meskhi - ziareba


მე ვიცნობ შვილებს, -
თუ რამე აქვთ, გადაადნობენ,
შეუკვეთავენ ძვირფას ჩარჩოს გულსაკიდისთვის,
სამაჯურისთვის,
მრგვალს ან მართკუთხედს,
მოქექავენ ყვითელ ფოტოებს,
სადაც დედა უდარდელია
და ბრწყინავს, როგორც სანთლის შუქზე
ჯვარი ნაკურთხი.

მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 797 / თარიღი: 2017-12-18 / 10:51 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მიწა / robert meskhi - mitsa


მოკვდა და...
მთელი დანაზოგი მიწაში მისცა.
ეკლესიასთან,
იქ, სადაც საძმო საფლავია.
სადაც ხშირად ქარი ამოდის,
მარტია თუ სექტემბრია,
არ არჩევს ქარი საფლავის ქვებს - მტვერი მტვერია!
ალალი იყო სამი პეშვი ენგურს გაღმიდან,
ვიღაცა რომ გულზე აყრიდა... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 733 / თარიღი: 2017-12-18 / 10:49 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - შობა / robert meskhi - shoba


საოცარია,
საბანქვეშ დიდი გობი იდგა,
გობში თრთოდა ფუმფულა ცომი.
ჩამოუვლიათ ფანჯარასთან უცხოელ მოგვებს...
შენ გაგვიმრავლე
ერთი ასად,
რაც მოგვე-
ცემა
ამ ღამით -
სითბო,
სიყვარული
და ერთად ყოფნა...
ღვეზლებიც, სავსე ყველით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 732 / თარიღი: 2017-12-18 / 10:48 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ანაკლიასთან / robert meskhi - anakliastan


წარმოვიდგინე, შავ ზღვას როგორ გაუთამამდი
და აქოჩრილი ტალღა თეძოს როგორ მიასკდა...
ზღაპარს მიამბობ... არ ვიცოდი თითქოს აქამდე,
რომ მზის ყოველი ჩასვენება ანაკლიასთან
მშვიდ ტილოს მოჰგავს, შესრულებულს ოსტატის ფუნჯით
(მე ორმოცს გავცდი... გუშინდელი შენ გეთქმის ბავშვი!) < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 748 / თარიღი: 2017-12-18 / 10:46 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - წიგნი / robert meskhi - tsigni


ცრუ პერსპექტივა -
მებაღეებიც იყენებენ ზოგჯერ ამ ტერმინს,
ვთქვათ, სუროს კედელს რომ აღმართავ ქვის კედლის ნაცვლად,
"წაიწევს" ბაღი...

მე ვცხოვრობ ტყეში,
და როდესაც ტყის კარს ვერ ვაღებ,
მგელივით ვყმუი.

(ნუ იტყვი, მწვანე გიხდებაო -
შეკიდუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 788 / თარიღი: 2017-12-18 / 10:42 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - არღავანი / robert meskhi - arghvani


ძლივს ჩადგა ქარი...
მეგონა თავი დავიხსენი მკაცრი ზამთრისგან.
მარტში წითელა შემეყარა, -
მე ვინ ამცრიდა?!

კომენტარები: 0 / ნანახია: 738 / თარიღი: 2017-12-18 / 10:40 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - თარიღი / robert meskhi - tarighi


მაღლივ კორპუსთან
კაცივით მდგარ საგზაო ნიშანს
შევხვდი...
არვიცი ეს რას ნიშნავს -
ცუდ სიზმარს, ავ თვალს, თუ სხვა რამეს...
ორნი ერთ ბოძზე:
სამკუთხედში - ბარი და ხრამი,
წრეში - ორმოცი.

და წვიმის წყალი
ყელში რაკრაკით ჩასდიოდა გზას, სარქ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 856 / თარიღი: 2017-12-18 / 10:39 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მ გ ზ ა ვ რ ი / robert meskhi - m g z a v r i


ლექსით ვიარე... ლექსით მოველ... ახლა გარიდებ
მზერას და წყალში მთიები და მთვარე მოჩანან...
მყავდა ბევრი მეგობარი და
ჩერქეზული ცხენი, ოჩანი.

უკვე რიჟრაჟმა ჰორიზონტი მოაკრიალა,
(მე ბალახი ვარ, გასათიბი, შენ ხარ ცის ნამი).
ცხოვრება ჰგავს ღვინის ფიალას,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 733 / თარიღი: 2017-12-18 / 10:38 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ევა / robert meskhi - eva


ეს – ყველაფერი –
თვალებზე,
ყელზე,
მუხლისთავზე,
ბოქვენზე,
წელზე –
იყო!

შენ დარჩი!

შენ დარჩი ასე – მწუხრით სავსე
ოთახში.
წევხარ.

ნაკლული ნეკნი.

შენ დარჩი ასე – მწუხრით სავსე ოთახში,
მე კი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 869 / თარიღი: 2017-12-18 / 10:37 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ძეგვში / robert meskhi - dzegvshi


– დედაო, თეთრი ჯვარი მოჩანს თქვენი ფანჯრიდან,
შორსაა ერთობ!..
და მაცხოვარიც, ეს ჯვარი რომ მხრებით აზიდა,
და უფრო თეთრი
თოვლია ირგვლივ... აჰ, დედაო, ვხედავ ბავშვებს
სითბო აცვიათ.
დავრჩები აქვე, –
მერე რა, რომ ბრგე ვარ ნაძვივით...

კომენტარები: 0 / ნანახია: 802 / თარიღი: 2017-12-18 / 10:36 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ოდა სამშობლოს / robert meskhi - oda samshoblos


სხვის ნიფხვებს იცვამს ჩემი სამშობლო,
ნაგვის ბუნკერში იქექება
ქუჩის ძაღლივით...
ათივე თითი გალოკილი – ძვლამდე. ძვლებამდე.
(სუსხი.
ვალები –
მტარვალები)
– ვაგზალზე მიდის? – კითხულობს ბავშვი ავტობუსში,
ჩხირები ხელში.
– ვაგზალზე მიდის? – კითხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 880 / თარიღი: 2017-12-18 / 10:29 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ზმანება "ლიეტუვა" / robert meskhi - zmaneba "lietuva"


ყოველთვის როდი ჩაუვლიან ხოლმე პირსავსე მდინარეები
გაზნექილ მატარებლებს,
ხანდახან კვეთენ არარსებულ საზღვრებს და მიედინებიან თავდაღმა,
თვალშეუდგამი და უძირო სილურჯისკენ,
რომელსაც ჰქვია ზღვა და რომელიც მთავრდება იქ,
სადაც იწყება ზეცა...

შუასაუკუნეების კოშ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 743 / თარიღი: 2017-12-18 / 10:26 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ხის ფრინველი / robert meskhi - khis frinveli


ამ გულის ფიცარს,
რომ უყურებ,
უსურვაზივით შემოეჭდო ტკივილი - სალტე...
შენ -
/ბირდაბირით/
როგორ უნდა ჩახერხო მარტომ?!.
ვერც პირდაპირი დასმით,
ვეღარც დახრილი კუთხით!..
რას უზამ ურთხელს,
რომელიც გახმა წლების წინ და
ისე გამკვრივდა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 779 / თარიღი: 2017-12-18 / 10:24 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ერთი ნაფაზი / robert meskhi - erti nafazi


ასანთი.
ცეცხლი.
სიგარეტი.
უკვე ჩამქრალა...
შენზე ვფიქრობდი ხიდზე, მახსოვს...
მახსოვს,
თან ქარი
წეწავდა ალვებს,
ქარვაზე ყვითელს,
ყვითელს ქარვაზე...
შენზე ვფიქრობდი ხიდზე, მახსოვს,
რადგან არ ვარსე–
ბობ უშენოდ
და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 715 / თარიღი: 2017-12-18 / 10:22 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - რა უნდა გითხრა, დაიაურო?! / robert meskhi - ra unda gitkhra, daiauro?!


რა უნდა გითხრა, დაიაურო?! -
ქვაზე უფრო მძიმეა ცრემლი
და ნატყვიარი ნიამორის ფერი აქვს არღუნს.
დიაც ყოფილა, -
მოისინჯა ამდენი კაბა,
ვიწრო და თალხი,
ღრიალებს ახლა და მაღალ მთებს
ცვრიან შუბლს ახლის.
დამუნჯდა მუცო...
რა უნდა გითხრა, დაიაურო?! ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 721 / თარიღი: 2017-12-18 / 10:20 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - არქეოპტერიქსი / robert meskhi - arqeopteriqsi


არ დაიჯერო,
რომ ქვაზე მჯდარს გამისკდა გული.
მე მაშინაც შენზე ვფიქრობდი,
როცა უეცრად შევრჩი მთვარეს
გაშლილი ფრთებით...

ახლა იკვლევენ,
ხვლიკი ვარ თუ უცხო ფრთოსანი,
ცარცზე ვარ თუ მთვარის ნატეხზე...

უაზრობაა! -
ტყუილუბრალოდ აფუჭე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 874 / თარიღი: 2017-12-18 / 10:17 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სისხლი თუ ღვინო?.. / robert meskhi - siskhli tu ghvino?..


როდესაც ჩემს თავს გამოვუტყდი,
აღმოჩნდა, რომ ვგავარ საწნახელს,
რომელიც იყო ისე მძიმე,
რომ შუა გზაზე დატოვეს,
ტყესთან...

შენს სიმღერას დღეს ჰქვია კვნესა!..

ბედნიერება ჰგავს ფეხებით დასრესილ მტევანს, -
ყველა საწნახელს სისხლად დასდის ვიწრო ყელ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 667 / თარიღი: 2017-12-18 / 10:15 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მთვარე და ქუჩა / robert meskhi - mtvare da qucha


წვერი მოვუშვი,
დღის და ღამის მონაცვლეობა...
გვიან შევნიშნე, -
ბევრი ღამე გამთეთრებია,
თითო ღერი - თითო ლექსია,
წვერი - კრებული.

კომენტარები: 0 / ნანახია: 836 / თარიღი: 2017-12-18 / 10:12 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ზიარჭურჭელი / robert meskhi - ziarchurcheli


მე და შენ ერთი ჭურჭელი ვართ,
თანაც ზიარი, -
ზღვის ქალაქში ბევრი ვიარეთ,
სხვა სახელებს ვარქმევდით გემებს...

ახლა შენ ღვინით გაივსები,
მეც ამ დონეზე...
ახლა შენ წვიმით - სანახევროდ,
მეც ნახევრამდე...
ვღელავთ...
ვრაკრაკებთ...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 892 / თარიღი: 2017-12-18 / 10:11 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - კითხვა-პასუხი / robert meskhi - kitkhva-pasukhi


აჩქარდა გული,
გადაუსწრო აპრილის ნიავს,
ქანქარიანი საათის წამზომს...
რისთვის ან რატომ წაშალეო ამდენი ლექსი?!.

ეჰ, გულო, გესმის? –
ყველა კითხვაზე რომ ჰქონოდა პოეტს პასუხი,
შენ - სულ მოუცლელს - არასოდეს შეგაწუხებდა...

კომენტარები: 0 / ნანახია: 718 / თარიღი: 2017-12-18 / 10:10 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - დამალობანა / robert meskhi - damalobana


მოვედი, ზღვაო, მოგიყოლე ქვეყნის მოკითხვა,
- მოეფერეო, აკოცეო, - სოხუმელებმა,
სხვაგან მეგონე, შენ კი თურმე აქვე ყოფილხარ, -
მითრთის ხელები...

ვთამაშობთ - ვითვლი, ვითვლი, მაგრამ... არ ვიხილები,
ვთამაშობთ - ღელავ, ღელავ, მაგრამ... მზერას ირიდებ;
რად ამაწყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 733 / თარიღი: 2017-12-18 / 10:07 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სულ სხვა ზღაპრიდან / robert meskhi - sul skhva zghapridan


წავიდეთ სადმე, უკაცრიელ კუნძულზე თუნდაც,
დღეს, მივიწყებულს, მაგრამ მაინც ასე ვნებიანს,
თუ ისევ სანთელ-საკმეველი ვუკმიო უნდა,
სადაც ჩვენს შორის სიყვარული დასაშვებია,
იქით წავიდეთ... დავისიზმროთ სულ სხვა სიმწვანე,
სულ სხვა ზღაპრიდან დავიყაროთ მკლავზე კვირტები...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 695 / თარიღი: 2017-12-18 / 10:06 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ნუშები / robert meskhi - nushebi


დგანან ნუშები ხიდთან ახლოს,
ვერეს სხვადასხვა ნაპირას,
ეძებს ზამთარი სამოსახლოს,
სულ სხვაგან წასვლას აპირებს.

პირველი ნუში: სიზმრად გნახე, -
მეორე: როგორ ნეტავი?..
- მთლად გიფარავდა ლამაზ სახეს
ყინული - რკინის მკვნეტავი...

გული ბუდიდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 756 / თარიღი: 2017-12-18 / 10:02 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - აღდგომა / robert meskhi - aghdgoma


რა მაღლა ჰგიებ, -
ცაზე მაღლა,
მზეებზე მაღლა...
(როგორ მსურდა გზაზე გხლებოდი...)
აღმსდგარხარ...
თუმცა მე მაშინაც მწამდი,
უფალო,
როცა ამ მძიმე ქვის ლოდის ქვეშ
მეგულებოდი...

კომენტარები: 0 / ნანახია: 948 / თარიღი: 2017-12-18 / 10:01 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სარკეები / robert meskhi - sarkeebi


დაცლილი ჰოლი.
დიდ სარკეებში ვირეკლები
მარჯვნივ და მარცხნივ.
ვიცოდე მაინც,
რომელში ვარ უფრო ნამდვილი?..
შენ არ ითვლები,
შენი თვალების სარკეებში
ნეკერჩხალს ვგავარ,
მეყსეულად ფოთლებშემოცლილს...

კომენტარები: 0 / ნანახია: 850 / თარიღი: 2017-12-18 / 9:58 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - გაუცხოება / robert meskhi - gauckhoeba


დღეს ჩვენი გზებიც გადათხარეს ბულდოზერებმა,
და მტვრით და შიშით ამოევსოთ ხეებს თვალები;
გრძელდება თურმე საიდუმლო - ცაზე - სერობა
ცხრავე პლანეტის... აქ ელიან როგორც ცვალებად
მოღრუბლულობას, ისე წვიმებს ცისფერ რტოებად; -
(არ შეაწუხებს მარტის ქარსაც სინდის-ნამუსი...)
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 816 / თარიღი: 2017-12-18 / 9:56 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - დედა (სიზმარი) / robert meskhi - deda (sizmari)


სულ ტყუილად მომისაკლისე, -
მე აქ ვარ, კართან...
ჩავაცივდი ქარვის საკინძეს.
შრიალებს ფარდა,
შემოდგომის ფოთლების მსგავსი.
დატოვე ხავსი,
ხმელი ხავსი სითბოს ინახავს,
სანთლის
და შენი სიფრიფანა ხელების
სითბოს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 744 / თარიღი: 2017-12-18 / 9:55 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ტიტები / robert meskhi - titebi


ჩამძინებია ტაქსში - დაღლილს,
გამშლია ხელში თაიგული მარტის ტიტების,
არადა, მახსოვს, რომ გიყიდე, კოკრები ჰქონდათ.

მოვდივარ ახლა, -
მომაქვს ხუთი შავგულა ტიტა
და მთელი ტაქსი
ტიტის სურნელი...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1036 / თარიღი: 2017-12-18 / 9:53 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მონატრების ლექსი / robert meskhi - monatrebis leqsi


ოცდამეცხრე დამემართა მარტი,
სახიფათოდ მივადექი კბოდეს,
ნოსტალგია როცა ძვლებში მამტვრევს,
კვლავ შენს სახელს ვბოდავ...

ვიიონი დამესიზმრა გუშინ,
მონ-პარნასი, დატბორილი სიტე,
სურნელება ჩამასუნთქე ნუშის,
იქნებ მოვრჩე კიდეც.

კომენტარები: 0 / ნანახია: 817 / თარიღი: 2017-12-18 / 9:52 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ეკლესიას გავუჩერდი დღეს / robert meskhi - eklesias gavucherdi dghes


ცისარტყელა უშფოთველად წევს,
ვითომ შენი გაკაწრული წარბია,
თუ ერთი დღე უდრის ათას წელს,
წლები ახლაც დღეებივით გარბიან.

მილხინს? - მაინც შენკენ ვიწვდი ხელს,
მიჭირს? - ისევ შენ მოგმართავ ვედრებით,
ეკლესიას გავუჩერდი დღეს,
უცნაურად უბრწყინავდა კედლებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 728 / თარიღი: 2017-12-18 / 9:50 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - დელტაბორიო / robert meskhi - deltaborio


რას ვტოვებ, ჩემო? -
შემცივნებულ ლექსებს რვეულში,
ფოთოლცვენას დაუსრულებელს,
(და არა მარტო...)
ბუდემოშლილ მერცხლებს -
ჩემსავით,
ორიენტირი რომ დაკარგეს თბილი ქვეყნების...
რას ვტოვებ? -
სიზმარს,
სიცხეს,
ქვიშას,
ბუტაფორიას... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 876 / თარიღი: 2017-12-18 / 9:48 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მარტის ლექსი / robert meskhi - martis leqsi


მიდიხარ და კაბა გმოსავს უცხო,
ქარი სტვენს და კაბას მიტინგს უწყობს.

თითქოს ქუჩაც მიგაცილებს ვნებით,
ტაქსს აჩერებ... არ ჩაჯდები?.. ჯდები...

გაავდრდება, მარტი იკრავს კრიჭას,
ვდგავარ ქარში და ქვედა ტუჩს ვიჭამ...

კომენტარები: 0 / ნანახია: 733 / თარიღი: 2017-12-18 / 9:45 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - იანო (მთის მოტივზე) / robert meskhi - iano (mtis motivze)


იანო, სად იარები,
მინდვრად მოსულან იები,
გგვანან ცისფერი თვალებით,
გულ ფოთლებ გაღეღილები.
მოუყვებიან თემშარას,
ფეხზე იცვამენ ფაჩუჩებს,
მათი სურნელიც შენსავით
ყველა სატკივარს აყუჩებს.
ცოტაც და წავლენ მომავალ
გაზაფხულამდე, იანო,
შენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 717 / თარიღი: 2017-12-18 / 9:43 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - კალათი / robert meskhi - kalati


ტყუილად ეძებ, -
ახალ მთვარეზე ჩამოვკიდე ჩვენი კალათი,
ოცნებით სავსე,
გავტეხოთ ნავსი,
მოვიყვანოთ ტყუპი ქალ-ვაჟი,
იდგეს წერო წყალში... აბაშის, -
ჩვენც ხომ გვაქვს ფრთები?!.

კომენტარები: 0 / ნანახია: 665 / თარიღი: 2017-12-18 / 9:42 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მარტის მზე / robert meskhi - martis mze


მიდიხარ,
ყინავს და
ათოვებს ფანტელებს,
ცალ ხელზე წაგაძრო ლექსმა ხელთათმანი,
მიდიხარ,
მიდიხარ,
გზაც უფრო გახელებს, -
არ მოჩანს სამანი...

იშორებ ფოთლებს და
სხეულს და
აურას,
და ასე - ფიფქივით ლაღი და თავნება
მიაღწე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 686 / თარიღი: 2017-12-18 / 9:41 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სემს / robert meskhi - sems


აუქშიე სამოთხის ჩიტებს,
ისინი ყურებიან ქუდებში ბუდობენ და
გრძელი წამახული ნისკარტებით უჭირავთ დაჩვრეტილი მთვარე
და ელვის ჭიპლარზე გამობმული დედამიწა - ქანქარა -
და აქაურთა გათოშილი ხელები
და დახუჭული თვალები -
თებერვლის წვიმებით სავსე.

აუქშიე სა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 761 / თარიღი: 2017-12-18 / 9:37 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ღამე - მონაზონი / robert meskhi - ghame - monazoni


ფრთხილად იარე, შენი გული ბროლის გულია,
დაცურდება და დაიშლება წვრილ ნამცეცებად;
ეს ღამეც მალე გასცილდება ლესას, გულიანს,
ავა ჯუმათში და მონაზვნად აღიკვეცება.
ზოგჯერ უშენოს, უილაჯოს, ბრმადქმნილს, ჯიქურად
მაჩერებს ზღურბლთან გალობა და სუნი საკმევლის...
ამბობენ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 914 / თარიღი: 2017-12-18 / 9:31 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ფრანგული ეტიუდი / robert meskhi - franguli etiudi


ამდენი სითბო სად შემოგრჩა ამ სიცივეში,
შუაცეცხლს ინთებ გულმკერდში თუ კარი დაგმანე?!.
შენ დაგებედა ქალაქები - ბორდო, ლიეჟი
და მთვარე, ცაზე დაკიდული თეთრი მაქმანი...

არტახებს იხსნის კალაპოტის სადღაც იქ სენა,
ძველი შუქურა ზვირთსაჭრელის გვერდით კიაფობს...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 778 / თარიღი: 2017-12-18 / 9:28 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ბუმერანგი / robert meskhi - bumerangi


თოვლჭყაპს ჰგავს შენი ერთგულება,
თოვლი და წვიმა - გაერთობიან და წავლენ...

მარტოობაც ბუმერანგია, -
გაისვრი და დაგიბრუნდება,
ხან შორიდან,
ხანაც ახლოდან,
უბრალოდ ზოგჯერ, დოლაბივით მძიმე რომ ხდება,
ვეღარ დაფრინავს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 720 / თარიღი: 2017-12-18 / 9:24 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მიპოვე / robert meskhi - mipove


გათოშილ მთვარეს ტალღა შუბლს ახლის,
ვიხსენებ: ქვიშა... ”შატო”... შერბური...
შენ დედისერთას სინდრომით დაღლილს
სულ ზურგზე გძინავს, თანაც მეფურად

თვლებივით ითვლი ბრჭყვიალა ხომლებს,
წლებს და თოლიებს, იქნებ, გარისკო, -
მე ნიჩბის ტარზე ვიძინებ ხოლმე,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 685 / თარიღი: 2017-12-18 / 9:10 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - კალანდა / robert meskhi - kalanda


ჩირით,
ჩურჩხელით,
თმახუჭუჭა ჩიჩილაკებით მოდის კალანდა,
”კრიმანჭულით” ხვდებიან მთები,
მე შენზე დარდს და გულისტკივილს ძველ წელს გავატან,
ახლაღა ვხვდები,
არაფერია უმჯობესი ცაში ნავარდზე,
როცა დალანდავ
ღრუბლებში უფალს ფრთაფარფატა ანგელოზებით...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 797 / თარიღი: 2017-12-18 / 8:45 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - გურიაში / robert meskhi - guriashi


ხეირიანი გაბრაზებაც არ შემიძლია, ისე სუსტი ვარ,
თენდება დილა, ჩემზე მეტად ნაბახუსევი.

ამ მთების მიღმა ქარია და ნასაკირალი,
შუკის ბოლოში ჩამისაფრდა წვიმა-ფირალი.

"შემიყვარდი და დაგემალე..." დაგემალები,
რადგან ბრმა ვარ და ვიხედები გულის თვალებით

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 705 / თარიღი: 2017-12-18 / 8:41 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - თბილისი სიზმარია / robert meskhi - tbilisi sizmaria


კიბეზე - მათხოვარი,
მარჯვენაგამოწვდილი,
მზერა კვლავ ავარიდე...
ვითომ მე არ გიწვდიდე
ორივეს ერთდროულად
პირღია სამარიდან...
ჩვენ შორის უფსკრულია,
უდაბნოს ხვატია და
ხანდახან ღამე - რიდე...
თბილისი სიზმარია,
შენ ვარსკვლავთმრიცხველი ხა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 803 / თარიღი: 2017-12-18 / 8:37 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - დისონანსური / robert meskhi - disonansuri


შენ მოხვედი და მოიყოლე სუნთქვა ელადის,
ეოსის ნისლი და ამურის ბასრი ისრები,
მო, ღვთაებრივი სითხე შევსვათ, ღვინო - მისწრება,
მერე ამფორა დავატოლოთ კოლხურ ხელადას.

ერთ დროს აქ ცვრიან ბალახს ძოვდნენ ოქროს ვერძები
და ძმისწულს ზრდიდა უძლეველი მეფის და - კირკე;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 700 / თარიღი: 2017-12-18 / 8:33 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ახალი წელი რაჭაში / robert meskhi - akhali tseli rachashi


”გოუმარჯოს რაჭველებს!!!”

ტუჩის კუთხეში გოზინაყი - ახალი წელი,
თვალებში სხივი, არეკლილი სათამაშოდან.
მოდი, თუ გინდა შენ მაჭამე ფუმფულა ხელით,
მერე ”რაშოვდა”,
ან ”წერეთელმა დაგვიბარა” - მამაპაპური...
დღეს ჩემს ოთახში მანანა და ფქვილი გათოვდა,
ბეღუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 795 / თარიღი: 2017-12-18 / 8:31 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - უთავბოლო ლექსი / robert meskhi - utavbolo leqsi


დღის ბოლოს საოცრად ბრჭყვიალებს ქალაქი,
ვაჟაზე მოვდივარ დაღლილი ფიქრებით,
ჭადარი ასფალტზე პასეანსს ალაგებს
ფოთლების, - ვუკიდებ და ისევ მიქრება
ასანთი... ბილბორდზე პიკასოს ნახატსაც...
(უბრწყინავთ ნოტიო ფარები ავტოებს...),
რატომღაც მგონია, წავალ და რაღაცა
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 718 / თარიღი: 2017-12-18 / 8:28 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - გავიფოთლები / robert meskhi - gavifotlebi


რა მოხდა მერე? იშვიათი გამიჩნდა სენი,
ლურსმანზე შენი ნაჩუქარი კიდია ქუდი,
დევს სასთუმალთან გრამატიკა სვანური ენის,
გულს რომ ვერ ვუდებ...

ფილტვებში წყალი ჩაგიდგაო, -
თებერვალი მოსულა, ჩემო,
გადაყარე წამლის ბოთლები!..
წვერმოშვებული და შიშველი ხომ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 699 / თარიღი: 2017-12-18 / 8:27 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ფარვანა / robert meskhi - farvana


ვიწრო იყო ჭუპრი, ნოტიო,
მოკეცილი მატკინა ფრთები...
და მაინც, ღირდა
ჩამესუნთქა სუფთა ჰაერი,
თუნდაც ორი დღით
ცხადში მეფრინა...
(აქამდე მხოლოდ ლურჯ სიზმრებში თუ დავფრინავდი)
მახსოვს სამოთხეს წააგავდა
ქვეყანა იგი,
უღვიოდა მწვანედ მთა-ველი...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 708 / თარიღი: 2017-12-18 / 8:24 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ხეების სტრიპტიზი / robert meskhi - kheebis striptizi


ხეები იწყებენ სტრიპტიზს,
ნელ-ნელა იხდიან ქარვისფერ აბრეშუმს,
მხრებს და მუხლისთავებს იშიშვლებენ,
ხეები იწყებენ ტრიალს რკინის ლამპიონების გარშემო,
თხელი ვიტრინების გასწვრივ...
მოციმციმე შუქნიშნების ფონზე,
კლასიკური მუსიკის თანხლებით.
ვივალდის შემოდგომა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 709 / თარიღი: 2017-12-18 / 8:22 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სათამაშოები / robert meskhi - satamashoebi


გ.-ს

ვიღაზე ვწერო?..
შენ წახვედი,
ყველა წავიდა...
დავრჩი მარტოკა...
გდია დივანზე
ხის წავი და
ბამბის მარტორქა.
რა მოხდა მერე,
თუ ბავშვობას
წლები გვაშორებს?!.
ვგავართ მე და შენ
ერთმანეთს და...
სათამაშოებს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 705 / თარიღი: 2017-12-18 / 8:20 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მათე 13:13 / robert meskhi - mate 13:13


“ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ,
რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ,
ესმის და არა ესმის,
არცა გულისჴმა-ყვიან”, —

ვის გულისხმობდი, მაცხოვარო,
პოეტებს და შეყვარებულებს?..

კომენტარები: 0 / ნანახია: 757 / თარიღი: 2017-12-18 / 8:19 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - უძილაური / robert meskhi - udzilauri


რას ფიქრობ, უძილაურო?
შენ რომ შენიშნე კოშკები,
მათ უკან თერგი ხმაურობს,
ზამთარში გაითოშება
შემცივნებული ქალივით,
განა სისწრაფეს მოუკლებს,
შენ ვიდრე იმ მთას აივლი
და ვიდრე დროში მოუგებ,
წავა და დაიკარგება
უცხო მხარეში მავალი,
ცას დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 688 / თარიღი: 2017-12-18 / 8:17 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ქალაქი / robert meskhi - qalaqi


ვუცდი... (რაღას ვუცდი?!.) სველი ტროტუარი აცილებს მანქანებს,
ეყრება რუსთაველს ცივი ნოემბერი - ქარვა და გიშერი...
სადღაც ბავშვობაში ირწევა პალმებით ნაქარგი ბაქანი,
არა მაქვს სახლი და... მშობლები არ მყავს და... ჭადრებმა მიშვილეს.

აქ, ამ კარნავალზე, სულ მალე ნათურებს აა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 787 / თარიღი: 2017-12-18 / 8:15 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - პალტო / robert meskhi - palto


თავისუფლება ჩემს ძველ პალტოს მაგონებს, -
მათბობს, როცა ვიკრავ,
ჩავიხსნი და მერცხალივით დამაფრენს ქუჩაში...
ზამთარში არ ვიშორებ,
არც ზაფხულში ვუტენი ჯიბეებში კაკლის ფოთლებს.
გიჟი თავისუფალიაო, - მესმის ზურგსუკან...
არავინ მისწორებს მზერას...
შურთ... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 665 / თარიღი: 2017-12-18 / 8:15 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - აუტოდაფე / robert meskhi - autodafe


ტყუილად წერა გაზაფხულმა მწვანე ფურცლებზე,
აუტოდაფე, -
ხმელი ფოთლები დაუფერფლავთ შუა ქუჩაზე,
ცხელი თვეების ფერწასული ხელნაწერები.
ახლა ნაცარს ქარი გაფანტავს,
და ჩემი სევდაც,
ნაცრისფერი,
შეეყინება ზამთრის მთვარეს ქუთუთოებზე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 709 / თარიღი: 2017-12-18 / 8:13 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - კაბადოკია / robert meskhi - kabadokia


ი. ლ.-ს

ახლა რომ ვიყო კაბადოკიაში,
ლექსებს დავწერდი დედოფლის ბაღებზე,
როგორ უხდებოდათ კაბა, მაკიაჟი,
თავშლებს იფერებდნენ წვიმებით დაკემსილს
გიორგობისთვეში,
გურჯ ხათუნს ბაძავდნენ,
მიწას ასდიოდა სურნელი კანაფის...
...მერე მთები იქცნენ მერცხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 705 / თარიღი: 2017-12-18 / 8:13 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - გემები / robert meskhi - gemebi


Sos! Sos! Sos! -
ვიმეორებ ”ტიტანიკივით”,
ვიძირები და... მაპატიე!..
სიჩქარე მხოლოდ ხუთი კვანძი, -
შორს ”კარპატია”,
მოვა, მაგრამ დაიგვიანებს...
წყალი ცივია,
ფსკერი - ქვიანი...
სადღაც ირწევა სამკუთხედი...
ცხელი ბორნეო...
შენ ყინული ხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 709 / თარიღი: 2017-12-18 / 8:12 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მთვრალი პოეტი (ქარდას) / robert meskhi - mtvrali poeti (qardas)


ვარ ბედნიერი - რუსთაველზე მოვდივარ ფეხით,
გამასწრო ეტლმა სადღაც ცისფერ გალერეასთან,
ვითვლი ნათურებს: ათი, ოცი, ოცდათხუთმეტი,
ესეც მეასე...

ვერც ფსოუს წყალი დავლიე და ვერც კაპოეტის,
ჯანდაბას ყველა საზღვარი და... მათემატიკა,
ისე ვუხდები ახლა თბილისს მთვრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 945 / თარიღი: 2017-12-18 / 8:11 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - წყალდიდობა / robert meskhi - tskaldidoba


ოთხივე მხარეს გაგექეცი ერთ დღეს
და მივხვდი,
სუყველგან შენ ხარ:
აღმოსავლეთით აისი ხარ,
დასავლით - მწუხრი,
სამხრეთით - ქვიშა,
ჩრდილოეთით - ზეცის ციალი...
მე ისევ ხმელი ფოთოლივით ვთრთი და ვწრიალებ,
წამიღე, ქარო,
ღრუბლებისკენ წამიღე, ქარო, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 667 / თარიღი: 2017-12-18 / 8:09 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ნიკა ჩერქეზიშვილს / robert meskhi - nika cherqezishvils


“ვწერ ჩვეულებრივ, არეულად, მაგრამ მუღამით...”
/ნ.ჩ./

ჩერქეზიშვილს - ძმას და პოეტს - ნიკუშას
წუხელ ირმის ნახტომი თუ ეხურა,
ფანჯარასთან დილა შემოიყუჟა,
როგორც სველი ბეღურა...

წვიმა წვიმს და ქარიც ისევ აჯაზებს
იმნაირი გატაცებით, რო ლექსი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 684 / თარიღი: 2017-12-18 / 8:08 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ყავის ფინჯანი (ჭიამაიას) / robert meskhi - kavis finjani (chiamaias)


ვერ გამიგია,
მთვარემ დაყო ჩემი ჩრდილები,
თუ შენ დაყავი?..
ქარის ხმა წყდება,
ფერმკრთალდება,
თითქმის ილევა, -
ვუსმენ და ყავა
მიცივდება
თანდათანობით...
წლები ნანობენ?
არც არაფერს ნანობენ წლები, -
მხოლოდ მე ვგავარ
ყურმოტ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 691 / თარიღი: 2017-12-18 / 8:06 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - შემოდგომის მისტერია / robert meskhi - shemodgomis misteria


"ბავშვის პერანგი გავკიდე ქარში..."
/ქეთი გიორგაძე/

არც ლექსი მოვა და არც შენ მოხვალ,
ამ შემოდგომას აქვს ფერი ძოწის;
გადავივიწყე ცრემლი და ოხვრა
და გაფითრებულ ტირიფებს ვკოცნი...
დღეს გარდაცვლილი ფოთლების ნიშნად
გავკიდე ქარში პერანგი მოვის,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 715 / თარიღი: 2017-12-18 / 8:04 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ახსოვს ქვაფენილს / robert meskhi - akhsovs qvafenils


ახსოვს ქვაფენილს კახთ ბატონის ჯარის გუგუნი
და ნაპერწკლები ოფლიანი ცხენის ფლოქვების;
ხედავ, გომბორზე გაფუყული ნისლი სლუკუნებს
და ეს გზაც მალე გრილი წვიმით გაილოკება.

- დიახ, ბატონო, ქართველი ვარ, მქვიან აითურ
და ქართულ ცაზეც ტყუილად მაქვს მთვარე გაჩრილი, -
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 671 / თარიღი: 2017-12-18 / 7:51 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მაჯორე (ფიქრიას) / robert meskhi - majore (fiqrias)


შენს თვალებს დაჰკრავს ფერი ტბის და ფერი ლაჟვარდის,
ან ლაჟვარდების, ვერცხლის ტბაში რომ ირეკლება,
დღეს მონატრებამ ისევ სულში შეინავარდა
და ამოხეთქა მთელ სხეულზე ოფლის ეკლებად.
სულ სხვაა ტბების გარდასახვა იტალიაში,
(ჩემს რიწას ახლა ათასობით მილი მაშორებს);
ბონ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 920 / თარიღი: 2017-12-18 / 7:50 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სიზმრის ქირომანტია / robert meskhi - sizmris qiromantia


წუხანდელი სიზმარი:
დაორთქლილ მინაზე მიხატული ზაფხული,
მტვრიანი თავებით გაძეძგილი ომნიბუსი
მზეში...
მაწანწალა ძაღლები დაათრევენ ძვალს
და მკბენარები იკბინებიან ძაღლებივით...

ბედ-იღბლის გამყიდველი ბოშა.
არაფერი მესმის ჩემი ხელისგულის,
არც სა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 775 / თარიღი: 2017-12-18 / 7:49 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - შორს ვარ / robert meskhi - shors var


წყლულს ირჩენს ფიჭვი,
ბლანტი სითხით ფარავს იარას გაძრცვილ მერქანთან.

ჩემს ჭრილობას სულ სისხლი დასდის...
არც დედდება,
აღარც წყალდება, -
შიშველ ტალღებად ეხეთქება ხსოვნის ჯებირებს...

მაინც მწყურია, -
რა შორსაა დიოსკურია
და...
მეც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 745 / თარიღი: 2017-12-18 / 7:47 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ვაჟაობაზე / robert meskhi - vajhaobaze


ფშავში ვარ, მთების სიდიადემ მომაჯადოვა,
ატყვია მწუხრის ცას ქედები ლურჯი ცარცივით,
აქ მივხვდი ვინ ვარ, საით მოველ, ანდა რატომ ვარ,
რა სტკივა წიფელს, რად აწითლებს მიწას არწივი.

ფშავში ვარ, შევსვი ლუდი - ქარვა და ჯიხვის რქაიც,
ამ ღრუბლის კასრშიც, თუ არ ვცდები, წ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 702 / თარიღი: 2017-12-18 / 7:46 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ხიდზე / robert meskhi - khidze


„ბროლ-ღიკილასაც მოგი...“
გალაკტიონი

ხიდთან შუქნიშანი აილანძა,
ბრწყინავს ოქროსფერი სამება,
ცრის და მთაწმინდაზე ტელეანძა
ნისლის თხელ ბადეში გაება,
წვეტი გაუყარა წვიმით ნაქსოვს,
ვითომ სხვა დროს თავს არ ირთავდეს;
ქალი: ქოლგა მქონდა, ასე მახსო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 814 / თარიღი: 2017-12-18 / 7:42 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მორო / robert meskhi - moro


მას მორო ჰქვია,
ბავშვივით ტირის, როცა რაიმეზე ნაწყენია,
მე კი ისე მეშინია ცრემლების,
როგორც მეხის გავარდნის მოწმენდილ ცაზე.
არ გამიშვა მასთან, გთხოვ,
ეზოში ჩამიყვანე,
გაყვითლებულ ფოთლებზე ჩამიწერე შემოდგომის სოული,
ძილის წინ ჩამირთე,
მოშრიალე ფ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 688 / თარიღი: 2017-12-18 / 7:42 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სამელნე ორისთვის / robert meskhi - samelne oristvis


ბეღურასავით რომ შევასკდი
დახურულ სარკმელს,
შენი ფეხისხმა მეგონა და ქარი ყოფილა,
დგას სექტემბერი
და ქარვისფერ საკმეველს აკმევს
დედიშობილა...
დღეს მარტოობა ტანსრულ ღრუბლებს
წვიმად მოება,
მხოლოდ ლექსები ჩამრჩა მუჭში,
როგორც ნუგბარი;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 671 / თარიღი: 2017-12-18 / 7:41 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - გოგირდის წვიმა / robert meskhi - gogirdis tsvima


ჭიშკრამდე მიგვაცილა აგვისტოს წვიმამ და უცნობმა ფანტომმა,
დაგვმალა სახლმა და ჩვენც - ნიშნად მადლობის - ჩავუნთეთ სანთლები
გულში და ფარდებს მიღმა არ ჩანდა ორიონი, არც ირმის ნახტომი,
არც ჩვენ აგვტკენია თავი ღრუბლებით და ცის ქირომანტიით, -
უბრალოდ შევიყუჟეთ სახლის სიჩუმეში და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 678 / თარიღი: 2017-12-18 / 7:40 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სუფთა ჰაერი / robert meskhi - sufta haeri


შენ ასეთი ხარ, ადგები და მომწერ შორიდან,
რომ იმერეთში უმწვანესი მეფობს აგვისტო,
რომ შეძახილმა დააფეთა სადღაც ქორი და...
საკმარისია ესეც ჩემი წარმოსახვისთვის,
რათა გამიჩნდეს ილუზია მრავალნაირი,
წავეპოტინო მთაში ნისლს და ცაში ტიტანებს,
გთხოვ, ჩემი წილიც ჩაისუნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 696 / თარიღი: 2017-12-18 / 7:40 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ნინ / robert meskhi - nin


ჯერაც ახალ მთვარეს შევხარი,
სადღაც ვარსკვლავია დავითის,
მინდა ფეხით გავყვე პლეხანოვს,
მერე მთაწმინდაზეც ავიდე.
თითქოს რჩები, მაგრამ მიდიხარ,
(ხმელი ფოთლები და სილოსი...)
ნინო, ნუ გაიტეხ იხტიბარს,
ნინო, ჩემთან ერთად ილოცე,
ნინო, ჩემთან ერთად ილო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 680 / თარიღი: 2017-12-18 / 7:39 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ფრჩხილები / robert meskhi - frchkhilebi


სცენა:
შენ - თეთრი ბრეტელებიანი კაბით -
მოგვიანებით ხელახლა ჩაიცმევ
ნიჟარების მძივით დაიმშვენებ დაწინწკლულ კისერს
და ამ ორ ჩაცმას შორის
იქნება მცირე ხანი,
რომელსაც ერქმევა
მთელი საუკუნე - ჩემთვის
და ფრჩხილების დაჭმა ნუნებამდე
და სისხლიან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 684 / თარიღი: 2017-12-18 / 7:36 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მონატრების ლექსი / robert meskhi - monatrebis leqsi


მხარი ამექცა...
ისევ შენზე ფიქრით გავერთე...
სხვაგან გავყევი ამ შარაგზას - სოველ სერპანტინს;
შემოიხედა სავსე მთვარემ და ცის ხავერდით
გამიპრიალა მაგიდა და ღია სერვანტში
სიმეტრიულად შეწყობილი ბროლის ჭურჭელი,
ხელუხლებელი და მტვრიანი - სწორედ იმ დღიდან,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 679 / თარიღი: 2017-12-18 / 7:27 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სარფში / robert meskhi - sarfshi


გაღმა დაიკვნესა მუეძინმა,
მნათე გააღვიძებს აქეთურებს...
მე კი ვიფიქრე რომ ჩაგეძინა
შუბლზე ანგელოსის ნათითურით.

შენი თბილისი და ჩემი სარფი,
გულში - სიხარული კოკროჭინა...
ნეტა შენს ოთახში ჩამასაფრა,
ერთხელ უნდა ვნახო როგორ გძინავს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 771 / თარიღი: 2017-12-18 / 7:25 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - გაგვიწვიმდება / robert meskhi - gagvitsvimdeba


მზე ფრთებდაჭრილი და გამწყრალი ფარშევანგია, -
იკეცავს სხივებს.
გაგვიწვიმდება... ხედავ, ზეცას გულის მანკი აქვს
და თავი სტკივა.

შენ თურმე დელფოს მისანი ხარ და სულის ქურდი,
მე კი არაზუსტ
რითმასაც ვგავარ ამ წუთას და სასახლის ურდულს -
ცუდად ჩარაზულს, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 859 / თარიღი: 2017-12-18 / 7:22 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ტუჩები / robert meskhi - tuchebi


შენი ზედა ტუჩი
არტემიდას მოჭიმული მშვილდია,
ქვედა - წვიმის ღრუბელი.
გძინავს.
შევცქერი:
ქალღმერთი ნადირობს წვიმაში.

კომენტარები: 0 / ნანახია: 686 / თარიღი: 2017-12-18 / 7:21 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ლურჯი ფრინველივით / robert meskhi - lurji frinvelivit


დღეს კვლავ უშენობა მიწყობს რეპრესიას,
ჭრელი ასპიტივით ვძვრები მაიკიდან,
მეც ხომ შეიძლება მქონდეს დეპრესია,
ანდა ყველაფერი ფეხზე დავიკიდო,
ის, რომ, მაგალითად, ცუდმა ამინდებმა
მოსპო იმედები, ცისკენ ანაღერი,
ის, რომ გასანთლული ფრთები დამიდნება,
ის, რომ ჩ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 697 / თარიღი: 2017-12-18 / 7:20 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ტყის მოტივზე / robert meskhi - tkis motivze


ამდენი ფერი უცხო ტილოზე:
პიკასოს ბიჭი,
ლადოს ქალი,
მონეს ხავერდი...
ტყეში წავედი...
ხმათაგან:
რუში ჩავარდნილი შავი მოცხარი,
მწყრების ჩურჩული...
სხვას რას ვინატრებ?!.
მივდივარ ასე ბნელ ღამეში და...
ფრენკ სინატრა:
”Strangers ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 843 / თარიღი: 2017-12-18 / 7:17 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მიქცევა/ robert meskhi - miqceva


მიქცევასავით ვარ დღეს და სავსემთვარეობას ველოდები.
რა მომიტანა ღამისთევამ?
მგელდაცემული ბატკანივით მითრთის სხეული...
ოფლში დავცურავ...
იმიტაცია:
მე გავრბივარ შენგან,
ყველასგან...
წვიმის ბაქნებით...
როგორც მირაჟი,
მატარებლის ბოლო ვაგონი < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 707 / თარიღი: 2017-12-18 / 7:16 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მთვარის ქურუმი / robert meskhi - mtvaris qurumi


მე შენი წელის სივიწროვე მაღიზიანებს,
და ლურჯი ტალღა, რომ მოგიჩანს თმების სიღრმიდან,
ადრე იყო და... გადავყევი შიშველ ლიანებს,
ქვიშა მწვავდა და ქარაშოტი გულ-ღვიძლს მიღრღნიდა.
დღეს - გაფრენილი თოლიები... კიდევ... რავიცი...
ცა - თითქმის ღია თაფლისფერი, თეთრი თუ მრუმე.. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 672 / თარიღი: 2017-12-18 / 7:15 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - თავი დაანებე ბეგონიას / robert meskhi - tavi daanebe begonias


(ვირტუალური წერილი მატარებლიდან)

იქნებ, გავარკვიოთ ბოლო-ბოლო,
არ ვართ რა ხანია პატარები...
კიდევ ერთ სიგარეტს გავაბოლებ,
- დიდხანს გავჩერდებით ნატანებთან?
- არა, მალე გავალთ, არ ჩახვიდეთ...
(- წიგნი შეიძინეთ სამადლოზე...)
ტალღით გავსებული ჩიჩახვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 845 / თარიღი: 2017-12-18 / 7:14 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - გზატკეცილები / robert meskhi - gzatkecilebi


წვიმს და ვსველდებით მე და გზები თითქმის თანაბრად,
მიყვარს თიბათვე...
იმატებს თქეში... ქარი იწყებს „აბრა-კადაბრას“
და ფრთებს მივათრევ.
შორს, იმ ქალაქში, სადაც მხოლოდ შენ მეგულები,
შევკრავ ირაოს...
რა ქნას პოეტმა, თუ დაკარგა თავი სრულებით? –
დაე, იაროს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 801 / თარიღი: 2017-12-18 / 7:12 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - უშენობის ლექსი / robert meskhi - ushenobis leqsi


ესეც ახალი ავადმყოფობა,
მე კი მეგონა,
პინოქიოს ცხვირზე დავკიდე სიყვარული და
ამის მსგავსი ზიზილ-პიპილო.
დევს მაგიდაზე „კრომბახერი“,
მწარე პილპილი
და ჩემი თავი -
შენზე ფიქრით გაჯერებული.

(ოფლი მოსდის დაორთქლილ მინას...)
თბილისს ჯერ ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 777 / თარიღი: 2017-12-18 / 7:10 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მარტოობა / robert meskhi - martooba


აჰა, ეს ლექსიც
სიგარეტის ნამწვივით ჩაკვდა,
უფრო ზუსტად, ძალით ჩაკალი...
და მიადექი მაღალ მთაზე აღმართულ ეკვდერს
ხელის კანკალით...
იქ ვინ შეგიშვებს?!.
იქ გვირგვინი დაადგეს ქრისტეს, -
შენ გბაწრავენ ჭრელი გველები...
გახსოვს, ახლახან გულთმისნების ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 869 / თარიღი: 2017-12-18 / 7:08 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ელექტროვერსია / robert meskhi - eleqtroversia


შენი ერთადერთი ვერსია მაქვს -
ელექტროვერსია.
რამდენიმე დღეა ვირტუალური სამყარო გავიშინაურე;
დაბრეცილ ეკრანზე წამახული კურსორი ციმციმებს
და გეძებს.
თვალები არა აქვს,
არც სხვა შეგრძნების რეცეპტორები,
უბრალოდ იცის,
რომ პატარა ყვითელი კონვერტის მიღ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 702 / თარიღი: 2017-12-18 / 7:08 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - დღეს (უკანასკნელი ლექსი შენზე..) / robert meskhi - dghes (ukanaskneli leqsi shenze..)


ყველა სიზმარში მეორდები.
ვინ დაიჯერებს?!.
ასე იყო მშობლიური ქალაქის შემდეგ,
ჭაობმა რომ დამისაკუთრა
და მაქციების ნაკბენივით
დამაჩნდა მიწა.
დღეს -
ავადმყოფი მარიონეტი,
გამოკიდული
წარსულსა და მომავალს შორის -
ვხვდები რას ნიშნავს:
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 758 / თარიღი: 2017-12-18 / 7:07 PM / ორშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0