20 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:38 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 20



ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ყელს რომ ხელებისკენ ვიღერებდი,
მშვიდად მომახრჩო იმ ხელებმა.
ჩემი საყვარელი სიმღერები
გაბზარული ხმით იმღერება.

კომენტარები: 1 / ნანახია: 901 / თარიღი: 2017-12-20 / 0:19 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ზოგჯერ ასეთია ცხოვრება,
მიჰყვები დღეების გზას,
თითქოს მძიმე მაღალყელიანებით ეშვები
ქვაფენილიან დაღმართზე
და შენი არსებობის ექო
ისე იკარგება საერთო ხმაურში,
როგორც ხურდა ფულის ჩხრიალი
ქურთუკის ჯიბეში.

კომენტარები: 0 / ნანახია: 874 / თარიღი: 2017-12-20 / 0:18 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ჩაგეხუტე და... / nika cherkezishvili - chagekhute da..


ჩაგეხუტე
და...

...

ჩემი სხეულის ყველა ნაწილი
დაბრუნდა შინ.

კომენტარები: 0 / ნანახია: 869 / თარიღი: 2017-12-20 / 0:18 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


იმ ქუჩაზე სუპერმარკეტიცაა,
სილამაზის სალონიც,
აფთიაქიც,
ვალუტის გადამცვლელი ჯიხურიც
და კიდევ რაღაც შენობებიც...

...

ის კი,
ყოველთვის,
წიგნების მაღაზიის წინ მელოდება.

კომენტარები: 0 / ნანახია: 809 / თარიღი: 2017-12-20 / 0:17 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


იმდენად ნაზად
მეჭირა მისი ხელი,
რამდენად ძლიერადაც
მიყვარდა თვითონ.

კომენტარები: 0 / ნანახია: 807 / თარიღი: 2017-12-20 / 0:17 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


მე და ეს დილა ვგავართ ერთმანეთს,
რადგან, ერთ დროს, მეც მასსავით დავიბადე.

ვიყურები ფანჯრიდან
და ვხედავ,
რომ არავინ მყავს ამ გათენების მეტი,
ვისაც შემიძლია ველაპარაკო.

დაუძლეველი სურვილი მაქვს
შიშველი კანით ვიგრძნო ჰაერი.
ჰაერი, რომლ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 830 / თარიღი: 2017-12-20 / 0:16 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ნეტავ,
რა ჰქვია იმ კაცის საქციელს,
ათასი გასაქცევი რომ აქვს
და ოთხ კედელშია გამოკეტილი მაინც.

...

რადგან,
სადაც უნდა წავიდეს,
თავისი სიყვარულის ტყვე იქნება ყველგან.

კომენტარები: 0 / ნანახია: 770 / თარიღი: 2017-12-20 / 0:16 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ამ დრომდე თვალწინ მიდგას
წლებისწინანდელი კადრი -
ქუჩის ბოლოში დგას
ლურჯად შეღებილი ჯიხური,
რომელსაც დიდი, თეთრი ასოებით აწერია:
"მინის ტარის მიღება."

...

დღეს კი,
პარლამენტის ტრიბუნიდან
და ტელეეკრანებიდან
სოციალურ პროე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 781 / თარიღი: 2017-12-20 / 0:16 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


იმ სამყაროში,
რომელიც ღმერთმა შექმნა...

...

შეუძლებელი არაფერია ადამიანისთვის.

კომენტარები: 0 / ნანახია: 798 / თარიღი: 2017-12-20 / 0:15 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


მთელი თვეა
ცა ღრუბლებით არის დაფარული,
მაგრამ წვიმის ერთი წვეთიც
არ დასცემია მიწას.

...

ნიშნად იმისა,
რომ შეიძლება,
ადამიანს სული უღრიალებდეს
და სიჩუმეში იდგეს,
ტიროდეს
და არ მოსდიოდეს ცრემლი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 830 / თარიღი: 2017-12-20 / 0:15 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


რამდენი ბედის მაძიებელია ამ სამყაროში,
რამდენი პირამდე სავსე სურვილი
და დაუოკებელი ჟინი.

...

შენ კიდევ გინდა
ბალახის ღერად იქცე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 823 / თარიღი: 2017-12-20 / 0:15 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ღმერთო,
ვგრძნობ,
საკუთარივით განიცდი ჩვენს ტკივილს.

...

რადგან ვერც სამოთხის გზას ასწავლი ადამიანებს,
თუ ჯოჯოხეთი არ გაქვს გავლილი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 691 / თარიღი: 2017-12-20 / 0:14 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ზოგჯერ,
მეც ვყოფილვარ ტაძარივით წმინდა.

...

მაგრამ ყოველთვის უმრევლო
და მიტოვებული.

კომენტარები: 0 / ნანახია: 812 / თარიღი: 2017-12-20 / 0:14 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ჩემს გულში აღარ დარჩა შენი ადგილი.

...

ის არის სავსე ზამთრის სიცივით
და ბეღურებით.

კომენტარები: 0 / ნანახია: 788 / თარიღი: 2017-12-20 / 0:14 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - მომენატრე / nika cherkezishvili - momenatre


მომენატრე...

...

ეს სიტყვა იმხელაა,
რომ შენც,
მეც
და ჩვენ შორის არსებულ მანძილსაც
თავისუფლად იტევს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 767 / თარიღი: 2017-12-20 / 0:13 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


შენ, შეგიძლია,
სულ უბრალოდ,
ჩემი ცხოვრება
გახადო ერთი ამოსუნთქვით,
ერთი ღიმილით,
ერთი წვეთი სითბოთი მეტი...

შენ, შეგიძლია და არ აკეთებ.

...

მე კი,
ისევე,
როგორც ცაზე ღრუბლიან ღამით
არ ჩანს,
მაგრამ კ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 746 / თარიღი: 2017-12-20 / 0:12 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - წლევანდელი ზამთარი / nika cherkezishvili - tslevandeli zamtari


დღეში ოთხი ჭიქა ყავა,
ოთხჯერ ოთხი ღერი სიგარეტი
და არცერთი შენი ჩახუტება.

ასე გადის წლევანდელი ზამთარი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 734 / თარიღი: 2017-12-20 / 0:10 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ჩადგება ეს ქარი, ეს თოვლიც გალღვება,
ცას დაეკიდება ცხრათვალა მზე.
ვდგავარ და ვუყურებ, კარს როგორ აღებენ,
მაგრამ ჩემ ოთახში აღარ ვარ მე.

ღმერთო, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, ასეა,
მე გადავუხვიე ჭეშმარიტ გზას...
და ისიც არ ვიცი, ეს ლექსი რაზეა,
ვისზე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 683 / თარიღი: 2017-12-20 / 0:09 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ციას

მათ დღის სინათლე არ უნახავთ,
ღამის ნათურების შუქზე დაიხოცნენ
ფარვანებივით.

...

თეთრი ფერივით დაუცველია,
ვინც მარტოა,
მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 719 / თარიღი: 2017-12-20 / 0:08 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ცარიელი ოთახი,
ცარიელი ჯიბეები,
ცარიელი დღე.

...

მე კიდევ,
სიყვარულით სავსე მაქვს გული.

კომენტარები: 0 / ნანახია: 760 / თარიღი: 2017-12-20 / 0:07 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


თვითონ ვისწავლი სიძულვილსაც,
შურსაც,
ბოღმასაც...

ბევრი არ დარჩა ჩემს სიცოცხლეს მიწის მიყრამდე.

თვითონ ვისწავლი თოვლის მოსვლას,
ქარის მოხრასაც...

შენ ის მასწავლე,
რანაირად აღარ მიყვარდე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 705 / თარიღი: 2017-12-20 / 0:06 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


რამდენჯერაც უკან მივბრუნდი,
იმდენჯერ დამიდეს წასაქცევად ფეხი.

ეს არის, ეტყობა, ადამიანის ბუნება,
იცი,
გაგიმეტებენ
და მიდიხარ, მაინც,
გულის მხრიდან დგები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 711 / თარიღი: 2017-12-20 / 0:06 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


რაღაცნაირად ვცხოვრობ,
ზღაპარია თუ სინამდვილე,
ვერ გაიგებ.
ერთი, რაც ნამდვილია - ცხოვრებაა,
ჩემი ცხოვრება.
ვსუნთქავ,
მიყვარს,
მტკივა...

კომენტარები: 0 / ნანახია: 738 / თარიღი: 2017-12-20 / 0:06 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


მე შემიძლია,
მთელი ჰაერი ჩავისუნთქო.
მე შემიძლია,
ხელში აგიყვანო და გათბე.
მე შემიძლია,
თვალებში გიყურო და გითხრა,
რომ არ მჭირდება მხედავდეს ვინმე,
შენს გარდა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 752 / თარიღი: 2017-12-20 / 0:05 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


ერთი, ორი, სამი…

სამიათას სამი
და სამასიათას სამიც -
მხოლოდ შენზე ფიქრია.



ერთი წამით არ მავიწყდები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 830 / თარიღი: 2017-12-20 / 0:04 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


შეიძლება,
ეს გაქცევაცაა,
მაგრამ მიხარია,
რომ გათენებისთანავე,
ჩავიცვამ ჩემს მძიმე მაღალყელიანებს,
მოვიგდებ მხარზე ძველმანებით სავსე ზურგჩანთას
და წავალ ამ მოცემულობიდან შორს...

ვივლი
და ვიხეტიალებ უდაბნოებში,
კლდეებზე,
ყველა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 740 / თარიღი: 2017-12-20 / 0:03 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherkezishvili - * * *


გუშინ საღამოს ფეხით მივდიოდი სახლისკენ.
ავტობუსების გაჩერებასთან
ვიღაც მოხუცი ქალი
მოსაცდელის მინებზე ამოკვეთილ
სახარებისეულ ამონარიდებს
ფურცლებზე იწერდა.

ვიგრძენი,
რომ სადღაც იქვე იდგა,
ან სულაც ეს ჩამოძონძილი,
საცოდავი შესახედაობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 753 / თარიღი: 2017-12-20 / 0:03 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - მთელი გულით მოგეფერო / nika cherkezishvili - mteli gulit mogefero


მაპატიე...
ვგრძნობდი, ასე დავიწყებდი.
ფანჯრებს ისევ ეგლისება ნოემბერი.
რთული ვარ და დიდხანს როგორ გამიძლებდი,
მაინც მინდა მთელი გულით მოგეფერო.

დროა ახლა ისეთი, რომ დროულია.
ტკივილს,
ალბათ,
სხვა სეზონი გააყუჩებს.
ეს ცხოვრება თოფს ა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 721 / თარიღი: 2017-12-20 / 0:02 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - უჰაერობა / nika cherkezishvili - uhaeroba


ისევ ვიხრჩობი,
ამაოა ყველა მცდელობა,
დგას ოთახებში უშენობა,
უჰაერობა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 738 / თარიღი: 2017-12-20 / 0:01 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


რომელი მომავალი დავგეგმო,
როცა შესაძლოა,
ქვაფენილიან აღმართზე ფეხით ავდიოდე
და წინ მიმავალი მანქანის მიერ ასხლეტილმა ქვამ,
საკუთარი სიკვდილიც რომ ვერ გავიგო,
ისე მოულოდნელად მომკლას.

...

შენი ტუჩებივით წითელია
ჩემი გახეთქილი წარბიდა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 703 / თარიღი: 2017-12-20 / 0:00 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ის მხატვარი მხატვარი არ არის,
უძილობით გაწამებული კაცისთვის,
ძილს რომ ვერ დახატავს.

ცოტა ხნის წინ მკითხეს,
როგორ მაქვს მტკივანი ხელი.

ხელის ტკივილი არაფერია,
მთელი საუკუნე გაუძლებს კაცი,
მეტიც.

სხვა ტკივილია გაუსაძლისი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 736 / თარიღი: 2017-12-20 / 0:00 AM / ოთხშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0