რობერტ მესხი - მოხუცები / robert meskhi - mokhucebi
დუღს ფელამუში. მოხუცები კაკალს კინძავენ... ძველი წლებივით... მაგრამ რა ქნან? - ძაფია მოკლე.
კომენტარები: 0 / ნანახია: 783 / თარიღი: 2017-12-11 / 6:02 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - შენს მოლოდინში / robert meskhi - shens molodinshi
არ იძვრის კარი. კარის სარკეში არეკლილი ადამის ვაშლიც ზუსტად ასეა. გამიშრა ნერწყვი... ჰმ!. ახლა ძაფი რას უშველის ჩემს მოთმინებას? - ჯაჭვებით ვაბამ სახელურზე და ღვინოს ვისხამ.
კომენტარები: 0 / ნანახია: 813 / თარიღი: 2017-12-11 / 6:00 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ტელეფონი / robert meskhi - telefoni
"რედიალი" და... ავტომატურად იკრიბება შენი ნომერი. თითქმის ყოველთვის აბლაბუდას მიქსოვს სიჩუმე, ან გაღმა მყოფი ტელეფონის ზუმერს მაჩეჩებს, როგორც უაზრო დაპირებას - ვითომ ხუთ წუთში... ვითომ იქ ხარ, ნუცუბიძეზე, ან უბრალოდ წერ და არ იღებ...
კომენტარები: 0 / ნანახია: 749 / თარიღი: 2017-12-11 / 5:59 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ამოგვიკითხეს / robert meskhi - amogvikitkhes
ამოგვიკითხეს ლინგვისტებმა ვაი-ვაგლახით. შენ ყოფილხარ შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი, თან შედგენილი, მე - ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე... ჯერ იყო ასე: ქვამდე ბარეს მიწის მთხრელებმა, წვრილი ფუნჯები გვიღიტინეს, ქიმიკატებით ამოგვივსეს მშრალი ვენები. მე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 729 / თარიღი: 2017-12-11 / 5:57 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - სიყვარულის ინექცია / robert meskhi - sikvarulis ineqcia
ტალღა უნდა იყოს სწრაფი და მჩქეფარე, სიცოცხლესავით, - ანდა პირიქით... სიცოცხლე უნდა იყოს ლაღი, მენთოლიანი, მაჭარივით, - ანდა პირიქით... მაჭარი უნდა იყოს ცელქი, მათრობელა, მაისის წვიმასავით, -
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 755 / თარიღი: 2017-12-11 / 5:56 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - სეფიეთი / robert meskhi - sefieti
დამწიფდა ზღმარტლი. ქარვისფერი აყრია ნეშო სოფელ სეფიეთს. დგას ნალიასთან ბიძაჩემი მოჭრილი შეშით, - მოდის ბებია. მოდის სიზმარში... შალის თავშალს მოაფრიალებს... (ძაღლი აყეფდა...) ნოემბრის წვიმა ავსებს ახლა ღვინის ფიალებს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 737 / თარიღი: 2017-12-11 / 5:56 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ისე დავთვერი / robert meskhi - ise davtveri
ისე დავთვერი, - მფრინავი თეფში მეგონა ანძა, მერე სამფეხზე შემოდგმული სპილენძის ქვაბი, რომელიც ყურით იმაგრებდა დამოკლეს მახვილს, ან იქნებ შამფურს ხორცის ნაჭრით, - პირბადრი მთვარე რომ აღმოჩნდა ბოლოს და ბოლოს. როგორ დავთვერი...
კომენტარები: 0 / ნანახია: 743 / თარიღი: 2017-12-11 / 5:55 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - არშემდგარი პაემანი / robert meskhi - arshemdgari paemani
დღეს მარტოობას გავუთამამდი: მრგვალ შადრევანს შემოვუარე, ნოემბრის ჭადრებს გადავდე გრიპი. შეყვარებულებს ერთნაირი თვალები ჰქონდათ, ჰო, ასე მახსოვს... მერე თანდათან გამეჩხერდა ფოთლის შრიალი, სიცარიელე შეეხიზნა ბოლო ავტობუსს, - შენ არ მოხვედი...
კომენტარები: 0 / ნანახია: 754 / თარიღი: 2017-12-11 / 5:53 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - შეცდომა / robert meskhi - shecdoma
გვემდურის ღამე - ჩირაღდნების ურჩი წაწალი, გემი - ოცნება... მდელო - სუნთქვა... მთვარე - ობობა... ეტყობა, მართლა დავიღალეთ ქარში წანწალით და ლამაზ სიტყვებს შევუცვალეთ მნიშვნელობები. შენ ცა გაღელვებს, აივნიდან ცდილობ შეწვდომას, მეც - არაფერი - გატყუებ და სხვასთა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 797 / თარიღი: 2017-12-11 / 5:52 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - მთვარე და ქუჩა / robert meskhi - mtvare da qucha
აჰ, - მთვარე ისევ მეცხრე თვეშია. რა უცებ ასწრებს ფეხმძიმობას, მშობიარობას... ყოველ საღამოს ჭიპლარივით მიათრევს ქუჩას და ხიდთან ტოვებს, ჩამოტეხილ საფეხურებზე... ვიხუტებ თბილისს, მტრედებს ვაფრთხობ, ვტოვებ სახურავს...
კომენტარები: 0 / ნანახია: 687 / თარიღი: 2017-12-11 / 5:52 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - მე და შენ რა ვქნათ? / robert meskhi - me da shen ra vqnat?
თითქოს-და ჯვარი გარდაგვსახეს თვითმფრინავებმა, როდესაც თითქმის მართი კუთხით დასერეს ზეცა. ხვალ საღამომდე არ ჩამოვლენ რკინის ჩიტები, გულსა და ჩიჩახვს გაივსებენ უცხო ჰაერით... მე და შენ რა ვქნათ? არც ფრთები გვაქვს, არც სა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 657 / თარიღი: 2017-12-11 / 5:51 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - მხედრული / robert meskhi - mkhedruli
ოცთეთრიანი შავი პასტა წამში იშლება და მუნდშტუკის როლში გამოდის. უცნაურია... გამწლიკვულ "MM"-ს რაღად უნდა ნეტა მუნდშტუკი?!. ჰო, ვუსაქმურობ კი არა და, - ვისვენებ ახლა. ...და მერე - უკურეაქციით - ამავე პასტით ჩემს რვეულში ვაბრუნებ მხ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 733 / თარიღი: 2017-12-11 / 5:49 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - პაემანი / robert meskhi - paemani
ისე გავერთე, ჩემი თავი ჩამოვიტოვე... იქვე, ვაჟაზე, შემოდგომის საქანელები თვალს აყოლებდნენ შეფუთულ ბავშვებს. მზესუმზირას ჰყიდდა მოხუცი... წამოუბერა. ვერ შევკარი მანტო ვერაფრით, ბოლო ფოლაქი ავაწყვიტე შენს მოლოდინში.
კომენტარები: 0 / ნანახია: 688 / თარიღი: 2017-12-11 / 5:47 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - პიანინო / robert meskhi - pianino
სავსეა შენი საძინებელი - ბლებით, ჩიტებით, ციგურებით, თვითმფრინავებით... შავი პიანინოს ჟღერადობა უხდება წვიმას. გისმენ და ვფიქრობ: რა დააწყობს ჩემს პარტიტურას - სულში დაფანტულს...
კომენტარები: 0 / ნანახია: 692 / თარიღი: 2017-12-11 / 5:45 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ლებნები / robert meskhi - lebnebi
ვზივარ კუპეში, მატარებლის ბორბლებს ვნებდები, - რკინის დოლაბებს... ხომ ვართ მე და შენ დაკარგული თეთრი ლებნები, - თითქმის ტოლები?.. შენ თბილისში ხარ, მე - ჰუძონზე... ბოლო ცენტებით... მოდი შევიკრათ, - აკაციად აღმოვცენდებით.
კომენტარები: 0 / ნანახია: 743 / თარიღი: 2017-12-11 / 5:36 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ლურჯი სისოვლე / robert meskhi - lurji sisovle
"ზღვის ჰაერივით მენატრება ლურჯი სისოვლე, ჩატუმბე ლექსში და თბილისში გამომიყოლე..." /მეგობრის მესიჯიდან/ ვდგავარ ნაპირთან, თოლიები თეთრად კრთებიან, ფრთები რად მინდა? აქ ისედაც ბევრი ფრთებია. ნოემბერია. ზღვაში შესვლა მაინც გავრისკე, აფრას მივყვები,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 760 / თარიღი: 2017-12-11 / 5:36 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - აქ სილურჯეა / robert meskhi - aq silurjea
აქ სილურჯეა, თითქმის შენი თვალების ფერი, და სწორფრებივით ეხებიან ნაპირს გემები, ეჰ, ჰორიზონტის ყურებაში ჩამეწვა ღერი სიგარეტის და... ახლა ქვები დაიჩემებენ, რომ გული არ მაქვს, რომ დავკარგე გზა და სავალი, და რომ ტალღებსაც იშვიათად თუ გავიხსენებ,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 659 / თარიღი: 2017-12-11 / 5:33 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ვფიქრობ აფრენას... / robert meskhi - vfiqrob afrenas...
დუქნები. მტკვარი. ნარიყალა. მთვრალი მეტივე. ტაბლაზე - მწვადი. რქაწითელი. კვახი. ზაფრანა... ვზივარ რიკულზე გაწუწული თეთრი მტრედივით, - ვფიქრობ აფრენას... ამასობაში ძველ აივნებს შფოთით, თარეშით დაუვლის ქარი და უთუოდ ზღვისკენ გაუტევს; ვიდრე საკუთარ ფრთებს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 708 / თარიღი: 2017-12-11 / 5:12 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - სვირინგი / robert meskhi - sviringi
მოულოდნელად დაწვიმა ისევ და კრუხმა ფრთებქვეშ შემოისხა ყველა წიწილა. (ახლა თუ ვინმე ფრთებს მაფარებს, მხოლოდ ღმერთია). შორს... ბავშვობაში შემეჩვია ერთი კოპიტი, დაახლოებით ჩემი ტოლი იყო ასაკით, - ნეტა თუ შერჩა ის სვირინგი მარჯვენა მკლავზე - ”მე შენ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 729 / თარიღი: 2017-12-11 / 5:07 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - გულის ჯიბეში / robert meskhi - gulis jibeshi
ისე, შემთხვევით მოპარული ერთი საათი. ლექსი. სალამბო. იქვე, ბეტონთან საცოდავი აქლემი იდგა, - ალბათ, მწყურვალი. როგორც ყოველთვის, აღარა ვარ თავისუფალი, უბრალოდ ზოგჯერ ზოოპარკის ბილეთს ვპოულობ, ანდა ბილეთებს, ათასში ერთხელ - გ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 695 / თარიღი: 2017-12-11 / 5:05 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ყურთბალიში / robert meskhi - kurtbalishi
ქალმა დამტოვა, ყურთბალიში გაიყოლია, ალბომებიდან ამოხია მოგონებები... დავბრუნდებიო, - დაუბარა ქოთნის ყვავილებს. ერთ მეორედზე ვწევარ ისევ, დელფინებისკენ, ერთ მეორედზე გაყურსულა სიცარიელე - უყურთბალიშოდ.
კომენტარები: 0 / ნანახია: 718 / თარიღი: 2017-12-11 / 5:04 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - უძილობის სეზონი / robert meskhi - udzilobis sezoni
შენ რომ დასახლდი ის კუნძული სინამდვილეში ცისფერი ვეშაპის ზურგია ქოლგით და წვიმიანი მარტოობით, რომლითაც გაძარცვული ტყეები ზამთრის დეფილეზე გამოდიან. ახლა უძილობის სეზონია... ცივა და ლექსებში გათოშილი მეთოვლიები სახლდებიან. ოდე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 779 / თარიღი: 2017-12-11 / 4:32 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - სურათი / robert meskhi - surati
ვარდისფერ თოკზე, ცის კიდეს რომ მიუყვებოდა, ხელის კანკალით ჩამოვკიდე შენი სურათი, მაგრამ ის თოკი თვითმფრინავის კვალი აღმოჩნდა, - უფრო სულსწრაფი, ვიდრე შენ ხარ წარმოსახვისას.
კომენტარები: 0 / ნანახია: 677 / თარიღი: 2017-12-11 / 4:31 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ახია / robert meskhi - akhia
რა მომივიდა?.. შეჭირხლული გახდა თითები და უშენობა გაედევნა თვალის კუთხეებს, დგას შემოდგომა და კოპიტნარს გაფაციცებით დალალს უთხელებს... და ახლა ძველი კარადების სარკე ირეკლავს თითქმის ფერწასულ ჩითის კაბებს, მაგრამ... ახია... <
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 820 / თარიღი: 2017-12-11 / 4:30 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ქალაის / robert meskhi - qalais
ვწერ ვინმე მ ე ს ხ ი მელექსე, ვუმღერ ამ ცას და ამ ქედებს, თოლნი დამაწყდა, ქალაუ, შენ კი ერთხელ არ მამხედე. წამისად ქართა ფრთად იქეც, მთას შასწვდი, ხანაც ველობდი... აღარ მოხვედი, ქალაუ, მე რომ ტყის პირას გელოდი, აღარც პასუხი მითხარი,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 676 / თარიღი: 2017-12-11 / 4:29 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - წინასწარ - ისევ შენ / robert meskhi - tsinastsar - isev shen
ხედავ? წინასწარ გინანიებ საკუთარი გულუბრყვილობის გამო, უსაფუძვლო ეჭვების გამო გარდაცვლილ ყვავილებს ვგლოვობ. დღეებს დაწებებული ფრჩხილებივით ვიძრობ. ვატყობ, რეცეპტორების გარეშე ვრჩები მოკვნეტილი ტუჩივით.
კომენტარები: 0 / ნანახია: 689 / თარიღი: 2017-12-11 / 4:29 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ლუბას ვერანდა / robert meskhi - lubas veranda
გახსოვს მთაწმინდა, ყვავილები, ლუბას ვერანდა, მთვარე - ღრუბლებში ჩამალული თეთრი დაირა, მე რომ სურვილი შემცივნებულ ღამეს ვერ ვანდე ვერანაირად... დავთვერი მერე, რომ წახვედი მობოდიშებით, არ მსურდა შენზე მეფიქრა და ლექსი მერანდა; გახსოვს გულღია პოეტები - თი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 700 / თარიღი: 2017-12-11 / 4:28 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - აივნიდან / robert meskhi - aivnidan
შენგან მაგნოლია შორით არი, ტკივილი დაგღლის და გაგწვალებს, ზოგჯერ მოგიკითხავს მეგობარი, რომელსაც სიცოცხლეს ანაცვალებ. ზოგჯერ მოგაკითხავს, შეგაფეთებს თვალებს სევდიანს და მონატრებულს, ღამეს განთიადი დააფეთებს და შენ, მხიარულს და აღელვებულს, <
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 676 / თარიღი: 2017-12-11 / 4:27 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - სოფელში / robert meskhi - sofelshi
უვერტიურა - გომბეშოების მოძახილი შებინდებისას, თეთრი ყანჩების უცაბედი აშრიალება, ცხენის ფრუტუნი... ბედნიერი ვარ, - თვით ბუნება მიკრავს კლასიკას.
კომენტარები: 0 / ნანახია: 696 / თარიღი: 2017-12-11 / 4:27 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ეკლესიები / robert meskhi - eklesiebi
ყოველი მხრიდან გაანათეთ ეკლესიები დიდი და მძლავრი პროჟექტორებით, რომ მტკვარში, როგორც საქართველოს იორდანეში, მთელი თბილისი აირეკლოს ლურჯი მონასტრით, ძველი მეტეხით, ქაშუეთით და ანჩისხატით... ყველა ქართველი აირეკლოს, - სულში მზით და
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 740 / თარიღი: 2017-12-11 / 4:26 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - აღმოსავლური / robert meskhi - aghmosavluri
რა არის შენთვის ვარდები და მთელი შირაზი და შაჰის კარზე მოქსოვილი ყველა ხალიჩა? საუბრობ, ვითომც არაფერი, და ჩემს ჯინაზე არც ლექსს, არც თვალებს მნიშვნელობას აღარ ანიჭებ. და მაინც, მაინც, როცა გისმენ, ასე მგონია, ღამენა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 670 / თარიღი: 2017-12-11 / 4:25 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - მარტოობა / robert meskhi - martooba
დღეს როგორც მგელი თვალს ვადევნებ მთვარის სიფითრეს, ტრამალებს ვარცხნის გაბზარული ჩემი ყმუილი. ვიფიქრე ჩვენზეც, განა ცოტა?.. ბევრი ვიფიქრე, - მაგრამ ტყუილად... ორი წყრთის მერე მე ვმთავრდები და შენ იწყები... როგორ დავძლიო მარტოობა? როგორ გავბედო?.. ვერ ვა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 735 / თარიღი: 2017-12-11 / 4:24 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ორი ზღაპარი / robert meskhi - ori zghapari
გისმენ და მიკვირს, რა უცნაურ ზღაპარს მიყვები: ვითომ ზამთარში ჩამოყრილი ფოთლის სულები მოულოდნელად მჟღავნდებიან და ვით ციყვები ჩვენი სახლის წინ დახტიან და დასუნსულებენ. ერთ ზღაპარს ბარემ მეც გიამბობ, ვფიცავ თვალის ჩინს: (ამ ბოლოს მთვარეც გულად მექცა, ცრემლით მე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 698 / თარიღი: 2017-12-11 / 4:24 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - გაზაფხული და შემოდგომა / robert meskhi - gazafkhuli da shemodgoma
გაზაფხული წვიმის მოსაცდელს მარტის ბოლო შეჰფარებია, მთლად გალუმპული, - მოდიხარ თმაში ხავერდით და ხელში სუმბულით... და უჩვეულოდ დიდხანს, დიდხანს ვდგავართ უბრები, შენც მარტს მაგონებ, - ხან შუბლს იხსნი, ხან იქუფრები... შემ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 832 / თარიღი: 2017-12-11 / 4:23 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ჭა / robert meskhi - cha
სევდა მოიკიდებს ქაფს, ძაღლი უცნაურად ყეფს, ვტოვებ ბიჭვინთას და ფშაფს, ვტოვებ ბედიას და რეფს... სახლი ნახატივით ჩანს, ქარი უბერავს და წვიმს, - ფოთლით გაივსება ჭა, სარქველს ნუ გადახდით გვიმს...
კომენტარები: 0 / ნანახია: 698 / თარიღი: 2017-12-11 / 4:22 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ავტოტომია / robert meskhi - avtotomia
წარამარა რომ თავს ისახიჩრებ, რისი ბრალია? ნუთუ ასე გაფრთხობენ მტრები? სწორედ იმგვარად, შენ რომ წარსულ დღეებს იშორებ, შეშინებული ხვლიკი იძრობს კუდს და გაურბის სიცხეს, მდევარს და და საკუთარი ჩრდილის ნახევარს.
კომენტარები: 0 / ნანახია: 691 / თარიღი: 2017-12-11 / 4:21 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - მერხევა / robert meskhi - merkheva
უფრო ინდიგო, ანდა უფრო ფერი სმარაგდის, გიდგას თვალებში... ქურდი რომ ვიყო, ჯერ მაგ თვალებს მოვიპარავდი, ვნებით გალეშილს... მერე კი, თუკი ვერ ნახავდი ცაზე ორიონს, გემის ხერხემალს... ბრაილის შრიფტით მიგიწერდი კარზე - ”ბორიოს... მაგრა ერხევა”......
კომენტარები: 0 / ნანახია: 715 / თარიღი: 2017-12-11 / 4:21 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ჩოხში (გოდერძის) / robert meskhi - chokhshi (goderdzis)
დავრჩი წვიმების ამარა, თითქოს ჰაერი არ მყოფნის, ჯერ ყოფნის სევდა რა არი, მერე კი სევდა არყოფნის... გულის კლინიკის ვერანდა, სისხლი და... სუნი ქაფურის... ლამაზ სტრიქონებს გირანდავ, თანაც ბეღურებს ვაპურებ.
კომენტარები: 0 / ნანახია: 734 / თარიღი: 2017-12-11 / 4:20 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ზვირთსაქცევი / robert meskhi - zvirtsaqcevi
რგოლი... შებოჭილი არათითი... მგონი სულ ტყუილად გავისარჯე, - ქვიშას დავახატე სტალაქტიტით ჩემი შარჟი... ახლა რომ ვუყურებ ზვირთსაქცევებს - ზღვაში ჩაწყობილან კლავიშები... წავალ, დავთვრები და მიქცევისას ანდა მოქცევი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 763 / თარიღი: 2017-12-11 / 4:19 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - მომეჩვენა / robert meskhi - momechvena
მტკვარი ღვინობისთვის ფოთლებს მიასვენებს, იქვე თოლიებიც, რიყის გაყოლებით, ვითომ აჯავრებენ მოხუც მებადურებს ლუდის დაყოლებით დროს რომ ატყუებენ... ჰოდა, ჩავედი და დიდხანს მათევზავეს, კიდეც დავითვერი ქაფიანი პივით, მერე მ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 737 / თარიღი: 2017-12-11 / 4:19 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ქურდი / robert meskhi - qurdi
მეც ხომ ქურდი ვარ, ზოგჯერ თვალებს შემოგაცეცებ, შენს ჩრდილს ვიპარავ, შენი კაბის ფერად ნაკეცებს, ვინახავ დიდხანს, კაკლის ფოთლით, ხან ნაფტალინით... ამ ბოლოს ისევ დავიჩემე ცივი ტალინი შორი გემებით, წვეტიანი სამრეკ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 750 / თარიღი: 2017-12-11 / 4:18 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - შემოდგომა / robert meskhi - shemodgoma
ჰო, მახსოვს... მაშინ მზის ამოსვლას ვგავდი სიმორცხვით, როცა ტყის პირას, ყვავილების მტვერში ვიწექით და კალიები გვახტებოდნენ შიშველ ფეხებზე... ახლა ასე ვარ, - როგორც ჰემოლიზს, ვისხამ ყვითელი ფოთლების გროვას და შემოდგომა შემოდის სულში
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 910 / თარიღი: 2017-12-11 / 4:18 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ალუბალი / robert meskhi - alubali
რომ ვერ მოვდივარ?.. მკვდრები ცოცხლებთან როდი მიდიან... ახლა მითხარი, რომელია ჩვენ შორის მკვდარი - შენ, ვინც წლებია გამჭვირვალე ზეცას იხუტებ, თუ მე, რომელიც იმ ალუბლის ხმაზეც ვცახცახებ, თავთით რომ გიდგას...
კომენტარები: 0 / ნანახია: 730 / თარიღი: 2017-12-11 / 4:17 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ოქროს ქვიშებთან / robert meskhi - oqros qvishebtan
ამოგეხაპე, - დღეს დატბორილი ნავივით რომ ვარ... ჭაობის მწვანე ამოგეჭრა, გაბზარულ მალას მივხედავდი რაღაცნაირად... გამოვცურავდი, შენი ატმისფერი ატმოსფერო თუ დამხვდებოდა ოქროს ქვიშებთან.
კომენტარები: 0 / ნანახია: 679 / თარიღი: 2017-12-11 / 4:16 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - განთიადი / robert meskhi - gantiadi
აბსტრაქციია, - სავსე მთვარე რომ კევივით დაღეჭე და ცის კუთხეში მიაწებე, ზღვისგან ხელმარცხნივ... ახლა ცას ვარცხნი ვარსკვლავების ბასრი კბილებით და შუბლს უწითლებ... მე კი მეგონა, თენდებოდა... ჩვეულებრივად...
კომენტარები: 0 / ნანახია: 728 / თარიღი: 2017-12-11 / 4:16 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ბათუმი... ტალინი... / robert meskhi - batumi... talini...
ა-ს ჩემთან არაფერი შეცვლილა, ვზივარ უშუქოდ და უგაზოდ... ფანქრით მოვინიშნე ტალინი უკვე გახუნებულ რუკაზე. სევდა, მძივივით რომ ავისხი, თითქმის ცივია და ბლანტია... ჩემთან დალამუნობს შავი ზღვა, შენთან მედიდურობს ბალტია. ახლა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 657 / თარიღი: 2017-12-11 / 4:15 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - მოდი, გავბედოთ... / robert meskhi - modi, gavbedot...
მოდი გავბედოთ, - კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ჩვენი სულები გამოვიხმოთ სამალავიდან, ყალბი ღიმილი ჩამოვაძროთ ფერად ირისებს... მოდი გავბედოთ, - ერთმანეთს შეთხელებული დღეები დავუვარცხნოთ და ვიგრძნოთ, როგორ მელოტდება წელიწადები გველის და ძაღლის...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 665 / თარიღი: 2017-12-11 / 4:14 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - ხურდა ფულივით / robert meskhi - khurda fulivit
ნეონის შუქით მეგებება ჩემი ქალაქი, ზათქით... ღრჭიალით... კატის კნავილი - ამოვარდნილი სენტიმენტი ამ ყველაფრიდან - წვიმის სადინარს ეხიზნება და ცისკენ მიდის... რამდენი წელი მოვაგროვე ხურდა ფულივით, რომ მერე ერთად, ხელუკუღმა გადამეყარა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 902 / თარიღი: 2017-12-11 / 4:13 PM / ორშაბათი
რობერტ მესხი - უშენობა / robert meskhi - ushenoba
მტოვებენ შენი გაცრეცილი სილუეტები, არ ვარ თანახმა... ბევრს ვსვამ ამ ბოლოს, ასე იცის შემოფეთება ჭაჭის არაყმა... ეჰ, იმ წლებიდან შემახსენე, აბა, რა დარჩა? – კვეთა განივი... და, ალბათ, მალე მეც მოვკვდები სადმე სარდაფში ფიროსმანივით...
კომენტარები: 0 / ნანახია: 725 / თარიღი: 2017-12-11 / 4:11 PM / ორშაბათი
ნიკა ჩერქეზიშვილი - დოდეს კადენ! / nika cherqezishvili - dodes kaden! (ვიდეო)
გთხოვთ, გამოიწერეთ არხი — youtube.com/channel/UCNiwA8P5jWyHDrq8ckUSHWA ნიკა ჩერქეზიშვილი - დოდეს კადენ! nika cherqezishvili - dodes kaden! 27 თებერვალი / 27 t
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1119 / თარიღი: 2017-12-11 / 3:11 PM / ორშაბათი
ნიკა ძამიაშვილი - წიგნის თვალით კითხვისას.. / nika dzamiashvili - tsignis tvalit kitkhvisas
წიგნის თვალით კითხვისას, გრძნობ, თითქოს .. შინაგანი ხმა გიკითხავს ხმადაბლა ყოველ სიტყვას და იმ გაყინულ თითს აყოლებს ყოველ ხაზს, რომლითაც ოდესღაც შენ დაგცინოდნენ, როდესაც წერა იყო შენი გატაცება, ჰობი და არა ცხოვრება.
კომენტარები: 0 / ნანახია: 738 / თარიღი: 2017-12-11 / 2:46 PM / ორშაბათი
ნიკა ძამიაშვილი - * * * / nika dzamiashvili - * * *
შენს კარგად ყოფნას
ყოველთვის ეწირება ვინმე ან რამე.
მე ჩაიდნით ავადუღე წყალი
რომელიც დავასხი
ორ ცალ იაფფასიან ჩაის პაკეტს,
შევურიე ერთი კოვზი შაქარი
და მივხვდი,
რომ მან სისხლი იდინა,
ჩემი სიამოვნებისთვის,
ისევე, როგორც ჩემმა მეგობარმა თ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 971 / თარიღი: 2017-12-11 / 2:38 PM / ორშაბათი
ნიკა ძამიაშვილი - გოგონა, ხელში ნეკერჩხლის ფოთლით / nika dzamiashvili - gogona, khelshi nekerchkhlis fotlit
მე ის ხე ვარ,
რომელსაც ერთი გამხმარი იმედი შერჩა.
ვგრძნობ,
ხვალე ისიც ჩამომვარდება.
მას ერთი გოგონა დაიჭერს ხელში,
წაიღებს სახლში,
ან მცირე ხნით გაათბობს
და შემდეგ მიაგდებს სადმე,
როგორც საკუთარი ქალაქის რომელიმე ხეზე
შემთხვევით ჩემი ლე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 963 / თარიღი: 2017-12-11 / 2:34 PM / ორშაბათი
|