რობერტ მესხი - ალვები / robert meskhi - alvebi
ერთი კვირაა დაუსქელდათ ალვებს ჩრდილები და ჭორაობენ, - იხსენებენ ზამთარს სუსხიანს, სულელ კოდალას, ვერეს წყალში დამხრჩვალ ფინიას, შეყვარებულებს, ავდარი რომ ფეხზე ეკიდათ და გაშლილ ქოლგებს თოვლიანი წვიმით ავსებდნენ... ერთი კვირაა დაუსქელდათ ალვებს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 824 / თარიღი: 2017-12-12 / 4:53 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - პარფიუმი / robert meskhi - parfiumi
რუსთაველიდან კოსტავამდე: ”ჯორჯო არმანი”, ”გუჩი” ”ჰიპნოზი”... ახლა ჩემს სოფელს სხვანაირი პარფიუმი სცხია, - ვაშლის და ატმის ყვავილების, ჩანაყული პიტნის, ომბალოს... ასე იყო, მახსოვს, ამ ბოლოს, - სული რომ დამრჩა...
კომენტარები: 0 / ნანახია: 811 / თარიღი: 2017-12-12 / 4:50 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ირეალურში / robert meskhi - irealurshi
ისევ იწვიმებს... დამტვრეული მტკივა ლავიწი, მარცხენა მხარი... (ხომ ვიყავი ერთ დროს ცაცია?!.) შენ გესიზმრება ფასკუნჯები, მე კი - რავიცი... ვარღვევ კანონებს, უფრო ხშირად გრავიტაციის... ფრთამოხატული იმედები ცისკენ გავუშვი, და ვგავარ ახლა დამშრალ ჭასთან დადგმულ ოწინარს,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 721 / თარიღი: 2017-12-12 / 4:48 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ბეღურა / robert meskhi - beghura
სცენაზეა მეცო-სოპრანო, - ყოველ ცისმარე ჩემს ჩამონგრეულ აივანზე ჯდება და ჭყივის ცქნაფა ფრთოსანი. საათს ვასწორებ... და მერე პურსაც ვინაწილებთ, - ქერქი მე და გული - ბეღურას.
კომენტარები: 0 / ნანახია: 709 / თარიღი: 2017-12-12 / 4:47 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - კრწანისი / robert meskhi - krtsanisi
საქართველოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას გამოვეკიდე მთვარის მტევანს, სისხლის წვეთი ვარ... მტკვარს მიაქვს ტივი, ტივს - საფანტი... ფხიზლობს მეტივე. ტაბახმელასთან შიშნარევი შაჰის აჩრდილი გაურბის მსტოვარს, - წვიმების დროა... თუ ქარმა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 772 / თარიღი: 2017-12-12 / 4:45 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - მეფე შიშველია / robert meskhi - mefe shishvelia
მეფე შიშველია, მეფეს ვინ შემოსავს? სადღაც, ავლაბართან, დიდი ნაპრალია... მახსოვს, დაჰნათოდა მთვარე - ალბინოსი - ეკას, ნათიას და... დღეს 9 აპრილია. დღეს 9 აპრილია და ჩემს ოდაბადეს ერთად დასჭკნობია ვარდიც, მიმოზებიც... მეფეს რა შემოსავს, თორემ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 757 / თარიღი: 2017-12-12 / 4:43 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ჭერმის ტოტი / robert meskhi - chermis toti
რაღაცნაირად ვბოჭავ ჩემს თავს, განა ლექსებში... ეს ჭერმის ტოტიც, ჯიქიაზე, თითქმის ყოველი წამოსვლისას მაძრობს კაპიუშონს, - არ ჩანს ღამეში... ჰო, მხოლოდ გუშინ გახდა ხილული - თეთრი კვირტები დაიყარა შიშველ მკლავებზე.
კომენტარები: 0 / ნანახია: 769 / თარიღი: 2017-12-12 / 4:40 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - წერტილები ანუ ჩემი დაბადების დღე / robert meskhi - tsertilebi anu chemi dabadebis dghe
დღეს. გული ჩამოვკიდე ჯაჭვებით. წნევა და სიცხე. მაღალი ორივე. სახსრებში მამტვრევს. დღეს. ფრეგატი ვარ და ვერ დავცურავ, ფარანი ვარ და არ ვანათებ, ფარვანა ვარ და არ დავფრინავ დღეს. აკრძალვის წითელ ნიშანზე მიბმული ლეკვი. მოკაკვუ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 706 / თარიღი: 2017-12-12 / 4:38 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ჩემი ძიძა / robert meskhi - chemi dzidza
ეს იყო ადრე, ზღვაურმა რომ გადაიშოლტა თმები და დაჰყვა ჯებირებს და ბრებს და მისთანებს; შენ გერქვა ჩემი სიყვარული - ჩემი იზოლდა, მე მერქვა შენი თვალისჩინი - შენი ტრისტანი!.. ეს იყო ადრე... აქ არც ზღვაა და არც რიწაა, თეთრი კვირტები დასჩენია გაღმა ხეივნებს; ახლა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 698 / თარიღი: 2017-12-12 / 4:37 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - პოეტები / robert meskhi - poetebi
"პოეტები სიტყვის ლოთები არიანო..." /კ. გამსახურდია/ ქართლის დედას რომ გამოსცდები, ძველი სახლების სათაურებს, სხედან ნასვამი პოეტები, ლექსებს ამბობენ ხატაურებს, გულში იკრავენ ნარიყალას, ღიმილს აფრქვევენ მომეტებით, მზე ნაბდიანად აიყარა, -
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 842 / თარიღი: 2017-12-12 / 4:34 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ტბა / robert meskhi - tba
ვერ გეტყვი, რატომ არ გახსენებს ჩემი ტბა ლოჰნესს... (ტბა ტბააო, - ასეც ვერ იტყვი), ჰო, მართალი ხარ, დილის ნისლი უფრო თხელია, სამაგიეროდ, დარდია მძიმე და სპირალივით ეხვევა ხელ-ფეხს... შებორკილს - გბორკავს... ეგაა კიდევ - დარდიც არის
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 860 / თარიღი: 2017-12-12 / 4:33 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ფერადი ფანქრები / robert meskhi - feradi fanqrebi
ახლა, როცა მისი ”ჟირაფის” ასლივით გამადიდებელი ლუპით მიყურებენ და ცდილობენ გაარკვიონ სად შეიძლება ვიწყებოდე? – რომელი წაშლილი თუ ვერწაშლილი ფენის მიღმა, შავი შტრიხების გასწვრივ თუ გაცრეცილი კონტურების წიაღში... ახლა, როცა სიზმარში ნანახი სწრაფმავალი ხ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 740 / თარიღი: 2017-12-12 / 4:32 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - დედა / robert meskhi - deda
ეპიზოდებში... იყო და არა იყოსავით გაკრთება მამა. სულ სხვანაირად მახსოვს დედა - გაწეწილ ქარში მიდიოდა შიფონის თავშლით, თან მივყვებოდი: პატარა ბავშვი... დიდი ბავშვი... ეს "დიდი ბავშვი" ახლა გულით ატარებს დედას და ქარს და
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 794 / თარიღი: 2017-12-12 / 4:31 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ზამბახი / robert meskhi - zambakhi
- ნუ მომწყვეტ, რობი, მეუბნება მინდვრის ზამბახი და პირს იმშრალებს, - შენს შეყვარებულს ახლა მატყლის ლოგინში სძინავს, ჩემი კი ამ გზას მიუყვება ნელი ნაბიჯით და სანამ მოვა, შემეცვლება შნო და იერი... ნეტავ გადარჩეს, კლდეს არ მოსწყდეს, ყვავმა დ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 775 / თარიღი: 2017-12-12 / 4:30 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ქალი / robert meskhi - qali
ქალს გაფურჩქნილი ყვავილივით უჭირავს ქოლგა, მივდევ და გავცდი: კაფე "გაზაფხულს", ჩემს სამსახურს, საბაგიროსაც... ისწორებს კაბას... უსაშველოდ უხდება თეთრი, მე კი - გალუმპულს - ნუცუბიძე მგონია შხარა... და მიდის ქალი, გზას ფარავს და...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 711 / თარიღი: 2017-12-12 / 4:28 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - მეტროში / robert meskhi - metroshi
ჩვენს ქალაქს ახლა ქოლგასავით ახურავს წვიმა, ელავს... "კარები იკეტება..." ხიდი. ელდეპო... ყველა ტკივილი უკანასკნელ სადგურთან მიმაქვს, გამიძნელდება... რა მოხდა მერე? მივეჩვიე ლოდის ტარებას. - ფრთხილად, კარები!.. ***
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 661 / თარიღი: 2017-12-12 / 4:27 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - შენ / robert meskhi - shen
მიშველო იქნებ, - ამ მარტს ვეღარ გადავურჩები, მამღვრევს შიგნიდან... და იის სურნელს აყოლილი - მაჭარს ჰგავს სისხლი!.. გული სხვაგან გაქცევას ცდილობს... არ დამთავრდება "ჰეფი ენდით" ეს ყველაფერი... მკლავს უშენობა - ადამის ვაშლთან დაბჯენილი სამართებელ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 704 / თარიღი: 2017-12-12 / 4:25 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ფანჯრის რაფასთან / robert meskhi - fanjris rafastan
წყაროსთან ისევ ამოვიდა მწვანე ბალახი, ღამის უბიდან ამოფრინდა ვაი-ვაგლახით ციცინათელა... ცივგომბორიდან გადმოეშვა მთვარე მალაყით, დიდხანს იგორა და დაღლილი დედაქალაქის გზები გათელა. (როდის მოვწიე?!. არ დამირტყამს ერთი ნაფაზიც...) და ვფურცლავ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 873 / თარიღი: 2017-12-12 / 4:25 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ჟირაფი (რენუარს) / robert meskhi - jhirafi (renuars)
ნინ, მე ცეცხლი ვარ. მირჩევნია - თუნდაც საცერით - მზის უდაბნოდან მოვზიდო წყალი... მერე კი, როცა ცივ მეტლახზე დამიგებ ლოგინს, კვლავ დავისიზმრებ გაყვითლებულ ქოთნის ყვავილებს, მთვარეს, სტურუას... ნათურის ნაცვლად ჩაგიხრახნი ჭაღში სიმშვ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 847 / თარიღი: 2017-12-12 / 4:24 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - შემთხვევით / robert meskhi - shemtkhvevit
ამ ქუჩის თავში გვირგვინებს და ქოთნებს ჰყიდიან, ღამენათევი მზის ამოსვლა არღვევს ხანდახან ქუჩის ბოლოში აღმართული ჯვრების სიჩუმეს... სადღაც, შუაში - ერთდროულად: თიხის ქოთანი, გაურანდავი მარმარილოს ჩამონათალი და თითქმის ფურცლებგაცვენილი მინდვრის ყვავილი -
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 671 / თარიღი: 2017-12-12 / 4:20 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ქარი - თვითმკვლელი / robert meskhi - qari - tvitmkvleli
ხმაურობს ვერე, შორს ბრჭყვიალებს ანძის კონუსი. რატომ გავჩერდი? - მეყსეულად... მთვარემ მომნუსხა. მოულოდნელად მოსწყდა ქარაფს ქარი - თვითმკვლელი. არ ხმაურობენ აჩრდილები, არც გზას იკვლევენ, უბრალოდ დგანან და ბნელ ფიქრებს ეტმასნებიან... ...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 669 / თარიღი: 2017-12-12 / 4:17 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ქარის მეტამორფოზა ( სეხნიას) / robert meskhi - qaris metamorfoza (sekhnias)
სეხნი, გაუფრთხილდი თითებს, ხშირად სწორედ მათი გადაგრეხვით იწყება საკუთარ თავთან ჭიდილი, და თვალებს ნურასოდეს ააფარებ ლიბრს, რადგან ისედაც ვერ ხედავენ თვალები, და გულის მიღმაც შეიძლება იყოს მორყეული ბოგირი, სადაც მშიერი ძაღლი სალაფავს ელის და სცივა...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 708 / თარიღი: 2017-12-12 / 3:32 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - თეთრი სუმბული / robert meskhi - tetri sumbuli
აჩქარდა გული... აღმართია? რომ არ ეტყობა?!. ჭახჭახებს შაშვი - ისიც გულის ამოვარდნამდე. გაზაფხულია... სხვა სუნამოს სუნი აგდისო, - ეჭვიანობს ცოლი ტყუილად, უბრალოდ, ჯიბით მოვიტანე თეთრი სუმბული.
კომენტარები: 0 / ნანახია: 881 / თარიღი: 2017-12-12 / 3:28 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ნუკრი / robert meskhi - nukri
მომიკლეს დედა... და მთისხელა სევდა - საგზალი დამაქვს თვალებით... ცივია ზეცა... მთვარე სამსალით სავსე სინია... მოულოდნელად გადამიწვეს ტყე და სათიბი, თებერვალია, დაიწინწკლა ჩემი ქათიბი და... მეშინია.
კომენტარები: 0 / ნანახია: 780 / თარიღი: 2017-12-12 / 3:23 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - პეპელა / robert meskhi - pepela
მე ვარ პეპელა, გამიშვი გარეთ, სამ დღეზე დიდხანს მაინც მაპეპლე... ჩამავალ მზეზე უკიდებს მთვარე და ჩამწვარ ფიქრებს ჭაში აფერფლებს. ამჟამად მხოლოდ შენზე მინდობილს დამიკრავს ქარი შეშლილ ბეთჰოვენს, გამოვეთხოვე უამინდობას, ამდენ ლოდინსაც გამოვეთხოვე...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 755 / თარიღი: 2017-12-12 / 3:21 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - გრამაფონი / robert meskhi - gramafoni
მხოლოდ ძველი ფირფიტები წამოვიღე. გრამაფონი დარჩა, - ავადმყოფი მოხუცივით ჩაიწვა. ქვიშის მარცვლები ვერ უძლებენ სიცხეს, მშრალი ტერფებიდან ცვივიან. ჩამავალი მზეა ფირფიტა, გემების წვეტიანი ქიმებით იკაწრავს სახეს და მწუხრის მელოდიას უკრავს.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 709 / თარიღი: 2017-12-12 / 3:20 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - თბილია მიწა / robert meskhi - tbilia mitsa
ცის დაფიონზე, გაცრეცილი ლაჟვარდის გვერდით, როგორც ალმასი ცირკონებში, მოჩანს ვენერა. თბილია მიწა. ალბათ, მალე ამ ფერდობებზეც ყოჩივარდების დიადემას დაიდგამს ქრისტე.
კომენტარები: 0 / ნანახია: 687 / თარიღი: 2017-12-12 / 3:19 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - დაკრძალვის ღამე / robert meskhi - dakrdzalvis ghame
ახლა დავჯექი ბუხართან და... ჩუმად გიგონებ, ნაკვერჩხალი ტკაცუნობს ურცხვად, შიშინებს ჩაი.... გამტკნარებული სახეები უსხედან სუფრას, აშრიალებენ შავ ღამეზე უშავეს თავშლებს. სამზადს აჯერებს თევზის სუნი, ზალას-საკმევლის...
კომენტარები: 0 / ნანახია: 690 / თარიღი: 2017-12-12 / 3:18 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - შორი... ახლო / robert meskhi - shori... akhlo
აწყდება ყინვა მატარებლის დაბრეცილ მინებს, მე გადმოგწვდი კილომეტრებით... ასე მაინც ვარ შორიახლო, აღმოვაჩინე- ამ სიტყვას ვგავარ ყველაზე მეტად- "პეპელასავით"...
კომენტარები: 0 / ნანახია: 740 / თარიღი: 2017-12-12 / 3:16 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - მეწამულ ქარვად / robert meskhi - metsamul qarvad
ძლივს გაქრა ალი... დაჩეხილი ჩვენი ფიჭვები არ ანათებენ, შედედებული სისხლის მსგავსად გადმოსდით ცრემლი. ორივე თვალით შევეყინე მერქნის რელიეფს... დიდი ხნის მერე იპოვნიან ბიოლოგები იშვიათ ქარვას, იშვიათი მინარევებით- შენ რომ მაჩუქე იმ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 667 / თარიღი: 2017-12-12 / 3:14 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - სულში / robert meskhi - sulshi
ეს მთვარე ახლა, შენს თვალებში რომ იხედება, კატარაქტაა, ირისებზე აწებებული. ფრთხილად იყავი, ზღვის დინებებს ახელებს მთვარე, ქარებს მიდენის... თუმცა ხანდახან მასაც აფრთხობს შენს სულში როა ქარი, - იმდენი.
კომენტარები: 0 / ნანახია: 761 / თარიღი: 2017-12-12 / 2:52 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ებრაულ მოტივზე / robert meskhi - ebraul motivze
შენ მიდიხარ და... ვრჩები, როგორც სიცარიელე, ვინ დამიძახებს სავსე მთვარის პოეტს დღეიდან?.. მძლავრობს ქარბუქი, შეშლილივით სტვენს და წრიალებს, ძველ თბილისში ვარ, გამოვცდები მალე მეიდანს. მადლობელი ვარ, - რა ხანია არ მიტირია ასეთი გრძნობით... ავილანძე კიდეც სახეზ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 681 / თარიღი: 2017-12-12 / 2:49 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - შაჰრაზადა / robert meskhi - shahrazada
ვიცოდი, განა არ ვიცოდი, რომ ყველაფერი ბანალურად დამთავრდებოდა. შენ - შაჰრაზადას - მოგიძღვნიდნენ ვარდებს შირაზის, მე კი - დერვიში - ავივსებდი უბეს ხორშაკით და უდაბნოში ქვიშის კოშკებს ავიშენებდი. უთხარი ერთი სულთნის ბებერ ალქიმიკოსებს,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 711 / თარიღი: 2017-12-12 / 2:49 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - იანვრის თოვლი / robert meskhi - ianvris tovli
იანვრის თოვლი ბევრად უფრო თბილია, მგონი, წელში მოხრილი, აბაშელი ბებიასავით, - ”თქვან გოლუაფიროს” რომ იტყოდა ჩვენი მისვლისას, და ჩვენს წასვლამდე ივიწყებდა სევდას და ხელჯოხს. კარგა ხანია ტრიფოლიატს ეკლებში ამტვრევს. შენს თავს ვფიცავარ, კიდევ ზამთრი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 748 / თარიღი: 2017-12-12 / 2:48 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - კვაზარები / robert meskhi - kvazarebi
ნათლისღებაა. მანათობელი კორსეტები ჩაუცვამთ ხეებს, ქუჩა შუშხუნა ღვინოების საცობებს იყრის ფართო ჯიბეში. მთვარეა ქუჩის კუტურიე, - საბოს ჩააცმევს ამ სეზონზე, თმებს დაუმოკლებს, ყელსა და მკლავებს დაუმშვენებს ბროლის მძივებით. ეს მირაჟია. კვაზარე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 764 / თარიღი: 2017-12-12 / 2:47 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ხელთათმანები / robert meskhi - kheltatmanebi
სპაზმი აქვს ქუჩას, ტროტუარზე დანთებული კოცონი აღარ შველის, არც ნაცრისფერი კატის ბალიშები. წუხს. თუჯის საქვაბეებს არაკუნებს. დაგ-დაგ... დაგ-დაგ... გულისძგერას ბაძავს. ყინვა არათითით იწყებს... ხელთათმანები დაგრჩაო, - მახსენებს, -
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 668 / თარიღი: 2017-12-12 / 2:47 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ახალი წიგნი / robert meskhi - akhali tsigni
ტელევიზორში ზღაპარია, - ცუდად აჩვენებს. ხის ყუთში კრუხი განაბულა, პარტყალებს ღომი. ჭიშკართან ახლოს თავს იწონებს მხატვარი ხურმა, რომელმაც განზრახ შეირჩინა ერთი ნაყოფი: - ამ საახალწლოდ ჩემს ქარვისფერს თოვლისფერი რომ დაედება, უნდა ვნახო, რა გამოვაო.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 720 / თარიღი: 2017-12-12 / 2:46 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ჩიჩილაკი / robert meskhi - chichilaki
კედლის კალენდარს შევარჩინე ოცდათერთმეტი. ტაბლა. ბუხარი. ასე ამბობენ, - ითოვებსო ნათლისღებამდე. გგავს ჩიჩილაკი, დღეს რომ დავდგი ფანჯრის რაფაზე, ისიც შენსავით ხუჭუჭაა და გაბუტული.
კომენტარები: 0 / ნანახია: 839 / თარიღი: 2017-12-12 / 2:45 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - რ და ლ / robert meskhi - r da l
დიდი ხნის წინათ აფრებიან ნავში ვცხოვრობდი და მთვარეს ”მთალეს” ვეძახოდი და ღრუბელს - ”ღლუბელს” და... ნეტა იმ დროს, ვიყო ახლაც ენაბრგვილი და... ბედნიე რ ებას ვეძახოდე ”ბედნიე ლ ებას”.
კომენტარები: 0 / ნანახია: 785 / თარიღი: 2017-12-12 / 2:44 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ყვითელი თოვლი / robert meskhi - kviteli tovli
უჟმური დღეა, - უმარილოს ეტყვიან ჩვენში. თეთრი კალთები დაიბერტყეს ლეგა ღრუბლებმა. თოვს და გიხსენებ... გუშინ - ცხვირწინ რომ მიუხურე კარი სიცივეს, თხელ თითებს მოსწყდა ლექსი - მინიმა და დაეწია ლიხის ქედთან ჟონგლიორ ქარებს. უჟმური დღეა,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 822 / თარიღი: 2017-12-12 / 2:42 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - აღსარება / robert meskhi - aghsareba
ღმერთო, სად მიმაქვს ამხელა ცოდვა? რომელ კარებში გაეტევა? რომელ პინაზე მოთავსდება, ან რომელ სინზე? მე - ძველებურად - ეკლიანი თვალებით გიმზერ, მხოლოდ ხანდახან გიწვდი ღრუბელს, ძმარში დალტობილს, - შემინდე, ღმერთო!..
კომენტარები: 0 / ნანახია: 711 / თარიღი: 2017-12-12 / 2:41 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - დაუთოვია / robert meskhi - dautovia
თოთო ბავშვივით ჩააკრა ყინვამ თავის აკვანში მდინარე ვერე. ქარცივი მღერის იავნანას. ხიდი ცახცახებს... ამ დილით ცქნაფა ბეღურები მოფრინდნენ ისევ, - ცამდე ღერღილი დაუყრია ჩვენს ბორიოსო. დაუთოვია.
კომენტარები: 0 / ნანახია: 692 / თარიღი: 2017-12-12 / 2:40 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - 500 ეგზემპლარი / robert meskhi - 500 egzemplari
ავტობუსს ველოდები თხუთმეტი წუთია. ქოშინით გადმოვჭერი სტამბასთან რუსთაველი, - საკმაოდ მძიმეა გაზეთ "სოხუმის უნივერსიტეტის" 500 ეგზემპლარი... 500 ეგზემპლარი... 500 კილომეტრი... - დიდი ხანია ავტობუსს ელოდებით? - თხუთმეტი წელია...
კომენტარები: 0 / ნანახია: 733 / თარიღი: 2017-12-12 / 2:39 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - სურვილი / robert meskhi - survili
სოფელში მინდა წავიდე და კაკლის აკვნები გამოვთალო, მინდორი მინდა მოვთიბო და ბალახი გულზე დავიყარო. სუ ერთიანად გაოფლილმა პირზე შევისხა წყაროს წყალი, საყდარს მივადგე, იქ მოვიდეს ოქროსთმიანი ჩემი ქალი. ლოცვა ლექსივით წაიკითხოს, ფრთხილად დაუყვეს ღრეს და ბექობს, სახლის
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 720 / თარიღი: 2017-12-12 / 2:38 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - იანვრის ღამე / robert meskhi - ianvris ghame
”თოვლიც კი ბრწყინავს სვაროვსკის თვლებივით, მაგრამ შენს თვალებს მაინც ვერ ჯობნის” /შენეული/ თოვდა დილიდანვე, მოტყუვდნენ ბეღურები, - ბურღული ცვივაო ღრუბლების ვარცლიდან... ქარი ტყეს ვარცხნიდა. ბრწყინავდნენ ფიფქები სვაროვსკის თვლებივით... ღამ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 777 / თარიღი: 2017-12-12 / 2:37 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - ქრისტეშობისთვე / robert meskhi - qristeshobistve
სიზმარს ავყევი, გავაღვიძე თეთრი ნაძვები, გადმომილაგა ნოსტალგიამ ფოტოარქივი, - ამ მუხის კასრში უძვირფასეს სევდას ვაძველებ სარაჯიშვილის ქარვისფერი კონიაკივით. ქრისტეშობისთვე მოშიშვლებულ ნაპირს დახატავს, შენ და სოხუმი - რა შორსა ხართ ახლა ორივე... მარსის
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 904 / თარიღი: 2017-12-12 / 2:36 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - მთვარის ოდისეა / robert meskhi - mtvaris odisea
ყინავს, და უკვე ხვალეა, ანუ თორმეტი მოსრულდა, მთვარემ შარბათი დალია სადღაც - ხომსთან თუ მოსულთან, ფეხი გამოსდო არარატს, (აიღო ბოლო აკორდი...) - დავიღალეო, - ასე თქვა და მთაწმინდიდან დაგორდა. . ხომსი - ქალაქია სირიაში მ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 700 / თარიღი: 2017-12-12 / 2:35 PM / სამშაბათი
რობერტ მესხი - მუზის პასეანსი / robert meskhi - muzis paseansi
ჩამოვარდნილა მთვარე, როგორც ნაფოტი ხმელი, ქარო, ნუ ანჯღრევ კარებს, მუზის მოფრენას ველი. მუზა არ დალევს ყავას, ქვაზე მიაბამს გლისერს, ახლა ჩემს თავში თავად ეშმა მოიტეხს კისერს. არც ღვინოს დალევს მუზა, ჭერზე პასეანსს გაშლის, ქალღმერ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 748 / თარიღი: 2017-12-12 / 2:34 PM / სამშაბათი
|