10 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:53 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 10



რობერტ მესხი - შემილოცე / robert meskhi - shemiloce


რატომ დამიგე კაკანათი, ბადეც გაშალე...
მე არ ვარ თევზი, და არც ბეღურა,
რომ დამედევნოს აფრენილზე ქარი აშარი,
ანდა ტეხურა,
ცივი ტეხურა შემომასკდეს ვერცხლის ფარფლებზე...
მე ვარ გველგესლა, -
შემილოცე და გავხევდები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 874 / თარიღი: 2017-12-10 / 1:15 PM / კვირა

რობერტ მესხი - სანგარში / robert meskhi - sangarshi


”ვზივარ სანგარში და წვიმა მაწვიმს...”
ქარდა ქარდუხი

ცალკე ზღვაური, ცალკე ღამე... სუფთა მორფინი -
წვიმა - ეყრება დედამიწას ჟღალი ჭორფლივით.
არ ჩანს ნაპირი... შენზე ფიქრი ტალღებს მოება,
ცივა სანგარში მიტოვებულ სამრეკლოებად...
ვთრთი - ოცნებებში გარიყული თ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 774 / თარიღი: 2017-12-10 / 1:14 PM / კვირა

რობერტ მესხი - ხრჩოლავს / robert meskhi - khcholavs


რომ არ ვეწევი, ეს იმას ნიშნავს,
რომ გდარდობ მაინც,
გდარდობ, ოღონდ ბოლის გარეშე.
ვწრიალებ მაინც,
ოფლიანი ჩემი ბალიში
მიციებს ფილტვებს.
ზეცისკენ ვილტვი...
ვნახულობ სიზმარს -
მინდორს დაბოლილს...
ისევ ქაბული
შავთვალწარბა ყაყაჩოებით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 756 / თარიღი: 2017-12-10 / 1:13 PM / კვირა

რობერტ მესხი - როგორც კინოში / robert meskhi - rogorc kinoshi


ასე არ ხდება,
როგორც კინოში,
შენ პეპლის ფრთები გამოისხა,
ან ანგელოსის,
მე ჩემ გემოზე გამოგდიო
სულის ფარფატით...
ჯერ ფრთხილად უნდა მივაყუდოთ
ჩვენი უღელი
სადმე, ჭიშკართან.

კომენტარები: 0 / ნანახია: 785 / თარიღი: 2017-12-10 / 1:10 PM / კვირა

რობერტ მესხი - მოპირდაპირე სახლის სახურავიდან / robert meskhi - mopirdapire sakhlis sakhuravidan


ვესტერნივით ღამეა.
ჩრდილოეთიდან მოფრენილი მოჩვენება ფანჯრებს მიორთქლავს
და წამახული ფრჩხილებით შემოხაზულ წრეწირებში
ერთადერთი რიცხვი - 16 - გამოჰყავს,
რაც იმას ნიშნავს, რომ თექვსმეტ წლამდე ბავშვებისთვის აკრძალულია.
თინეიჯერებს რა გამორჩებათ?
მოპირდაპირე სახლ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 768 / თარიღი: 2017-12-10 / 1:08 PM / კვირა

რობერტ მესხი - სექტემბერია / robert meskhi - seqtemberia


ფსევდო ფუტკრები მწიფე ყურძნის წვენით თვრებიან,
ზოლიან მუცლებს დაათრევენ მსხვილი მდედრები, -
სექტემბერია.
ჩია კაქტუსი -
სულმოუთქმელად რომ ელოდა
შვებულებიდან ჩემს დაბრუნებას -
გასუსულია.
მოცდა მოუწევს.
წყალი არ მოდის,
არც შუქია,
თან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 730 / თარიღი: 2017-12-10 / 1:07 PM / კვირა

რობერტ მესხი - ხეები / robert meskhi - kheebi


/"ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, - ფესვებიდან"./

ომში ხეებიც ჯარისკაცებივით იხოცებიან,
ცეცხლის ენებით...
არ ენდობიან მატყუარა სინოპტიკოსებს,
გრძნობენ ხეები,
ამ თვის ბოლომდე მიწას მხოლოდ სისხლი დაალბობს, -
შვლების,
არჩვების,
დაბნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 804 / თარიღი: 2017-12-10 / 12:58 PM / კვირა

რობერტ მესხი - დამზადებულია საქართველოში made in georgia / robert meskhi - damzadebulia saqartveloshi


როცა
ყინულოვანი ოკეანის კონტინენტური შელფიდან
კავკასიონის ცადაწვდილ მწვერვალებამდე
გაშხლართული მონსტრი
მარჯვენა თეძოზე გადაბრუნდება
და რკინის პრეზერვატივს წამოიცვამს,
ბებერი ევროპაც გაიღვიძებს,
შიშისგან ღვარცოფივით თვიურს აიტეხავს
და რამდენიმე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 737 / თარიღი: 2017-12-10 / 12:54 PM / კვირა

რობერტ მესხი - წყაროსთან ახლოს / robert meskhi - tskarostan akhlos


რამდენი მწერი შემოფრენილა,
თავისით იხოცებიან,
გული უსკდებათ...
ადრე ჩარგული კალანჰოეც მოწყენილია...
ვერ გავახარე ყვავილები,
და ვერც ვერავინ...
ბავშვების ჟრიამულს ისხლეტენ
ორმაგი ფანჯრები,
მარადიულ მზეებს ჰგვანან პატარები, -
სულ ანათებენ. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 743 / თარიღი: 2017-12-10 / 12:52 PM / კვირა

რობერტ მესხი - ილუზია / robert meskhi - iluzia


არაფერი მწყინს
დაცვენილი ფოთლების მწკრივში,
ოდნავ გადახრილ მზეში...
ტროტუარებზე მოსეირნე ფიტულებში
ვარდის სურნელით...
სადღაც გავცივდი,
მოულოდნელად გაბზარულ სარკეში
საკუთარი თავი გავიმეორე
ღამურასავით...
შავი კვადრატის სიჩუმეში
შეყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 700 / თარიღი: 2017-12-10 / 12:51 PM / კვირა

რობერტ მესხი - ღია კაფეში (ბადრი თევზაძეს)/ robert meskhi - ghia kafeshi (badri tevzadzes)


რად უნდა იყოს მოწყენილი პოეტი კაცი,
ისიც პარიზში, შანზელიზეზე?
ხედავ, მისტრალი ბებერ ხეებს ყვავილებს აცლის, -
აი, მიზეზი...

ან, იქნებ, სულაც, პეიზაჟი სასტუმრო ”ნიცის”,
მაღალი სიცხე, ხელის კანკალი...
ხიდქვეშ არ მოვა არასოდეს, სულში რომ იცის,
ის ხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 777 / თარიღი: 2017-12-10 / 12:50 PM / კვირა

რობერტ მესხი - უსათაურო / robert meskhi - usatauro


არ ჰგავდა სწორედ ჯაშუშისას შენი ღიმილი...
დაცინვას? - არა!
არც ქედმაღლობას!..
ეს არ იყო ნიშნის მოგება,
ან სიძულვილი - შენიღბული მასხარის ნიღბით...
ჰო...
ეს ღიმილი პირველ რიგში შენს ღიმილს ჰგავდა,
უფრო მომწამვლელს,
ვიდრე იყო დიდი ხნის წინათ,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 670 / თარიღი: 2017-12-10 / 12:49 PM / კვირა

რობერტ მესხი - კადრი / robert meskhi - kadri


ფოტოკადრივით რომ მომიახლოვე, რა გამოვიდა?
წვრილ კვადრატებად დავიშალე...
თითოეულში -
შტორმი,
ეკალი,
ყინვა,
ტყვიები,
ობი,
მირაჟი,
ცრემლი,
სანთელი...
დროზე გადამიღე,
თორემ სამუდამოდ დაფრთხები
და შენს ხორბლისფერ ჭ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 768 / თარიღი: 2017-12-10 / 12:45 PM / კვირა

რობერტ მესხი - თხოვნა ტყისადმი / robert meskhi - tkhovna tkisadmi


ქარმა ტევრამდე მდია,
გამაგდებინა სირჩა,
ტყე ჩემი ძუძუმტეა
და ცუდს არაფერს მირჩევს.
პოეტს და თანაც ყარიბს
ტყე ამიტაცებს ცამდე...
ერთ დროს დავდევდი ქარებს,
ახლა კი ქარი დამდევს,
ამიტომ ვთხოვო მინდა
ამ ტყეს - ძუძუმტეს ჩემსას,
იქნებ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 707 / თარიღი: 2017-12-10 / 12:44 PM / კვირა

რობერტ მესხი - კედლები / robert meskhi - kedlebi


მონატრებას ვაგროვებ,
ბევრი მონატრება მინდა მქონდეს,
ათი ათასი, როგორც ძველად იტყოდნენ.
არაუშავს?
არვიცი...
ჩვენთან ყველაფერი დაბლოკეს:
მაილ.რუ,
რამბლერ.რუ,
ფოსტა.ჯი...
ალბათ, მალე ჩვენს შორისაც ბლოკების კედელს აღმართავენ,
იმდაგვარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 772 / თარიღი: 2017-12-10 / 12:42 PM / კვირა

რობერტ მესხი - გეოგრაფიული ეროსცენები / robert meskhi - geografiuli eroscenebi


ყოველთვის მიყვარდა გეოგრაფია,
განსაკუთრებით ფიზიკური:
თითქმის გაყვითლებული რუკა,
ერთმანეთზე გადასული ნახევარსფეროებით,
შეუმჩნევლად გაყოფილი
წრფივად დაშვებული მერიდიანით -
შენი გარუჯული დუნდულები
გვერდებზე განასკვული ბიკინებით.

ყოველთვის მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 788 / თარიღი: 2017-12-10 / 12:41 PM / კვირა

რობერტ მესხი - თორმეტივე საათის მიმართულებით / robert meskhi - tormetive saatis mimartulebit


სდექ!
ციცინათელებივით როდი ანათებენ ეკლიანი მავთულები,
არც საკვნეტის გარეშე იჭრებიან.
ახლოს თუ მოხვალ, დარწმუნდები,
რომ არ არსებობენ უხილავი თოკები,
ბეწვის ხიდები და აბრეშუმის ძაფები, -
ისინი დაწვეს.
მერე სავსე მთვარე ჭიპლარით დაიჭირეს
და დედამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 703 / თარიღი: 2017-12-10 / 12:41 PM / კვირა

რობერტ მესხი - აპათია / robert meskhi - apatia


ცახცახებს მთვარის ათინათი, მტკვარზე ტივია,
დღეს შენს თვალებში სხვანაირი სინოტივეა.

წლები მკორტნიან, ძველებურად სტვენენ ჩიტები,
დგანან ვერხვები - ბავშვებივით მიამიტები,

ხან შრიალებენ, ხან შხაპუნა წვიმებს უსმენენ,
მე კი... ტალღები, დარიშხანი, თოკი, ლურსმა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 725 / თარიღი: 2017-12-10 / 12:40 PM / კვირა

რობერტ მესხი - ს ი უ ჟ ე ტ ი / robert meskhi - s i u j h e t i


დღეს ვგავარ ლიმონს,
ქვიშის ნაპირთან რომ ესიზმრა ნისლის ფანტომი, -
გავყურებ ლიმანს პალიასტომის...
და თუთუნს ვახვევ...
(მოხუც მეთევზეს - თაღოვან ხიდს - სტკივა ყულივი…)
და სადღაც აქვე
დგას დეკემბერი მეთორმეტე მოციქულივით.

კომენტარები: 0 / ნანახია: 704 / თარიღი: 2017-12-10 / 12:39 PM / კვირა



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0