ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-11-19, 1:34 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



მირიან გიორგაძე - გაგიკვირდება / mirian giorgadze - gagikvirdeba


გაგიკვირდება, მეგობარო, მე რომ ვერ ვიტან
აქაურობას შენზე მეტად_ ვიწრო სამყაროს,
რადგან ასობით თვალხილული დაძრწის თემიდა
და ცდილობს, ბნელი იდილია რომ გაამყაროს.
შენნაირები გააძევეს უკვე თემიდან,
ცოდვით გაივსო ყველა უჯრა, ყველა კარადა,
მადლის ადგილი აღარ არის, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1174 / თარიღი: 2014-11-14 / 11:38 PM / პარასკევი

მირიან გიორგაძე - რეკვიემი / mirian giorgadze - rekviemi


მთვარემ შეიფერა მნათობის სტატუსი,
გონების პალიტრა ოქროსფრად ნათიბია
მოშავო თვალები ზღვისაკენ ატუზე
და თითქოს ზაფხულმა გაქცია ამფიბიად.
სიო საამურად დათბა შენს სხეულში.
ნაჟური წვიმების ხელისგულს გიკოცნიდა
შუაღამის სურნელი ფილტვებში შეუშვი
და ბრმა ტკივი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1613 / თარიღი: 2014-11-14 / 11:37 PM / პარასკევი

ნუგზარ კობერიძე - ბედისწერასთან / nugzar koberidze - bedistscerastan


ბედისწერასთან
მე იმდენჯერ მოვიგე ომი,
რომ პირამიდებს ავაგებდი
ამდენი შრომით,
დედაჩემი კი მსაყვედურობს
უსაქმურობო
და თხელ ლამბაქზე
სიყვარულით მისხამს მურაბას.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1406 / თარიღი: 2014-11-14 / 11:22 PM / პარასკევი

ნუგზარ კობერიძე - ამ ძაღლის გარდა / nugzar koberidze - am dzaghlis garda


ამ ძაღლის გარდა
არ ჰყავს მოკეთე,
ჩემს მუხლზე უდევს
ვეება ტორი,
მე ვეუბნები
რომ თავს მოკვეთენ,
სიცილით კვდება იმპერატორი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1255 / თარიღი: 2014-11-14 / 11:21 PM / პარასკევი

ნუგზარ კობერიძე - აგვისტოა / nugzar koberidze - agvistoa


აგვისტოა, შავი ლეღვი მწიფს,
კაკალივით იკროლება მზე,
ჭაბუკები სულს ითქვამენ ძლივს
შენი კაბის გაქროლებაზე.
აგვისტოა, შავი ლეღვი მწიფს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1300 / თარიღი: 2014-11-14 / 11:19 PM / პარასკევი

ეკა ბაქრაძე - გამოძახილი / eka baqradze - gamodzkhili


არ დაგპირდებით, არაფერსაც არ დაგპირდებით...
ხვალის სათქმელი ხვალემ უნდა თქვას...
ვინ შეწვდომია ვარსკვლავს თითებით,
მწვერვალზე მუხლი ვის გაუმართავს!
ვერ შეგპირდებით, ვერაფერსაც ვერ შეგპირდებით,
მივდივარ ჩემი გზით და ფიქრებით...
რაც მთავარია, ახლა თქვენთან ვარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1284 / თარიღი: 2014-11-14 / 11:15 PM / პარასკევი

ნათია ლაბაური - თიკუნას / natia labauri - tikunas


( ეძღვნება ჩემს დაქალს თიკო ხუციშვილს)

უზომოდ მიყვარს მისი ლოყები როცა ეხება ჩემს მხარს,
უზომოდ მიყვარს მისი სიტყვები, მისი ყოველი ბგერა,
ღმერთო, გვამყოფე ერთად კიდე მრავალი წელი,
ჩემი სულელი, ჩემი ცხოვრება, მუდამ ჩემია, ვხვდები.
ვერ დავივიწყებ მე იმ ძვირფას ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 983 / თარიღი: 2014-11-14 / 7:47 PM / პარასკევი

ნათია ლაბაური - მამაო ჩვენო / natia labauri - mamao chveno


(ეს ლექსი მივუძღვენი ბატონ დავით გაიხარაშვილს <3)

მამაო ჩვენო, იღვრება ცრემლი,
იღვრება ნამდვილი ქართველის ცრემლი,
არიან ბევრი უსახლ-კარონი,
მხოლოდ ლოცვაში მიქრიან დრონი.

ვიწრო ქუჩაზე ვხედავ, რომ კაცი,
ითხოვს საშუალებას, ითხოვს დახმარებას,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1065 / თარიღი: 2014-11-13 / 7:02 PM / ხუთშაბათი

ნათია ლაბაური - ვითომ ქართველებო / natia labauri - vitom qartvelebo


საქართველოს შვილები ვართ, საქართველოს გაზრდილები,
არ გვჩვევია ქართველობას საქციელი ასე ბნელი,
არ ხართ ხალხნო ქართველები, ნუ იბრალებთ ქართველობას,
ტაძარს არბევთ ქრისტიანულს, მერე ურცხვად იწერთ პირჯვარს.
ამბობთ, რომ გწამთ და რომ გიყვართ
მაცხოვარი, ღმერთი ჩვენი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1095 / თარიღი: 2014-11-13 / 6:57 PM / ხუთშაბათი

ანი მატისი - Artemisia Absinthium ანუ შენ ჩემი "შეშლილი სოკრატე"დიოგენე სინოპელი, მე შენი მარგარიტა გერტრუდა ზელე მაკლეონი-იგივე (მატა ჰარი)


ბექას

ლამბაქზე დარჩენილი ბოლო კარამელი გალოკა მთვარემ
და პულკეს რძისფერი ქაფიანი წვენი-ტეკილა.
მაგ შენი თვალების ცისფერი უპე....
ღვინის ცარიელ კასრში გძინავს და დღედაღამ მთვრალებს
ყოველი სიტყვა ცარიელი, ცას გუნდრუკს უკმევს.

მერე გოლფშტრემში ტერას ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1287 / თარიღი: 2014-11-12 / 11:47 AM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 205 206 207 208 209 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0