მაია დიაკონიძე - წელზე ხელი შემოვხვიე გაზაფხულს / maia diakonidze - tselze kheli shemovkhvie gazafkhuls
წელზე ხელი შემოვხვიე გაზაფხულს, დავუკოცნე საალუბლე ტუჩები, საპატარძლოდ გამოწყობილს, ფერიანს, უკან ხელი გადავუწყვე, ურჩები. ცრემლიანმა ნუშის თვალი მომაპყრო, ატმის ლოყა შეეფაკლა ვნებიანს, ქარმა თმები აუწეწა გაბუტულს, მზე სავარცხელს, ოქროსკბილას, მოუტანს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1261 / თარიღი: 2014-11-12 / 11:45 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - ისევ ვიპოვე სინათლე ჩემში / maia diakonidze - isev vipove sinatle chemshi
ქოლგას გამიხსნის ოქტომბრის ზეცა, ზედ წვიმის წვეთი ლეკურსა ცეკვავს, ძირს დაცვენილი ფოთლების ფერში, ისევ ვიპოვე სინათლე ჩემში.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1130 / თარიღი: 2014-11-12 / 11:44 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - აღდგომის დილა / maia diakonidze - aghdgomis dila
კაბადოკია, ჟღერს ჩვენს გულებში, იქ დაიბადა ქალწული ნაზი, მცხეთას დავწურეთ ვაზის მტევნები, ნინოს დარგული, დაწნული ვაზის. დამზრალმა ვარდმა ფერი იცვალა, გამკრთალი ზეცა განათდა უცებ, ქართლის მიწაზე მადლმა იდინა, ბოროტს და ავსულს გზას-კვალს რომ უბნევს.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1207 / თარიღი: 2014-11-12 / 11:43 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - სახუმარო / maia diakonidze - sakhumaro
დავიღალე უშენობის რეალიით, გვერდზე ყოფნა სულ არაფერს არ ნიშნავს, თვალები გაქვს ისევ მწყერზე მონადირის, მე კი, მხოლოდ, ბეღურის აზრს გამოვთქვამ. ხმა თუ მესმის ნაბიჯების, მიხარია, უსასრულო ეჭვებში ვარ გართული, ერთი, ორი, ისევ სხვაგან გაუხვიე, ღილებივით ა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1221 / თარიღი: 2014-11-12 / 11:43 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - წვიმა ცრემლებივით გახშირდა / maia diakonidze - tsvima cremlebivit gakhshirda
ქალისმიერი აღტაცებით, საყდრის ხავსიან კედლებთან, მზერას მაგებებენ გვირილები, თეთრმაისურიან პეპლებთან ვიწყებ დიალოგს და მოგონებას გულში შევაერთებ ფიქრებად. ტუჩების კვნეტით გავიხსენებ ჩემს ბებოს აღმართზე მიმავალს, შავებში გამოწყობილს, მამლით ხელშ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2014-11-12 / 11:42 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - ქალი-ლერწი, ქალი -"რამ დაბადა!" / maia diakonidze - qali-lertsi , qali "ram dabada!"
მზემ ალეწა, გააბრწყინა ქალი, ვნების ცეცხლმა სხივი აასმაგა, მოდიოდა, მოცურავდა ქალი, ქალი-ლერწი, ქალი-"რამ დაბადა!" ქარი ქროდა, მოდიოდა ქალი, მოარხევდა ულაყივით თეძოს, მოცურავდა გავაზივით ქალი, ვეღარ ცნობდა თავის სახლს და ეზოს. მზემ წითელი უსახს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1099 / თარიღი: 2014-11-12 / 11:42 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - წვიმს და ელვასავით დამიდიან / maia diakonidze - tscvims da elvasavit damidian
წვიმს და ელვასავით დამიდიან, შენთვის ნაფერები სტრიქონები, მინდა ღრუბელივით დავიწურო, ქარის მონამღერი სონეტებით. სიზმრებს სიმარტოვის სუნი დაჰკრავს, ლოგინს-უსამართლო განაჩენის, მალებს მიჰყვებიან სინანულის მკვლელი სისხლიანი ყაჩაღები. მინდა ძველებუ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1039 / თარიღი: 2014-11-12 / 11:40 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - ჩემს ბებიებს / maia diakonidze - chems bebiebs
ჩემი ფიქრები ათოვს სახურავს იმ სახლის, სადაც სიზმრები დამრჩა, ბებო მოწყენით უზის საკერავს, კვლავ ამზეურებს ატლასს და ფარჩას. ჩემს ძველ თოჯინებს ურეცხავს კაბებს და შესახვედრად ამზადებს ჩემთან, ჩურჩხელას მალავს ნამზითვ ზანდუკში, რომ თაგუნების არ იქცეს კ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 996 / თარიღი: 2014-11-12 / 11:40 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - სიზმარი ვნახე / maia diakonidze - sizmari vnakhe
სიზმარი ვნახე, გვირილების მომქონდა ველი, ცის სილურჯეში დავიკარგე, ასე მეგონა, მწვანე მინდორზე ვთამაშობდი მე ფეხშიშველი, შორეულ ტყეებს შევცქეროდი, როგორც მეგობარს. ჩამოწვა ნისლი და სიზმარი წაიღო ქარმა, ჩემს გულში დარჩა თითოეული მისი ნაწილი, ის გვირილების თაიგ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1026 / თარიღი: 2014-11-12 / 11:38 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - ბებოს / maia diakonidze - bebos
მიდიხარ, მოგდევს შავი აჩრდილი, სხეულში ტკივილს წყებად ალაგებს, დრო-ჟამმა უკვე დაგრია ხელი, მაინც აკვესებ სხივთა ალმასებს. ნაოჭი ნაოჭს მომატებია, მაგრამ თვალები სავსე გაქვს შუქით და საუკუნეს მიტანებული ბებო შვილიშვილს შვილიშვილს უზრდი. ნალიას სი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1184 / თარიღი: 2014-11-12 / 11:37 AM / ოთხშაბათი
|