Загрузка...
მირიან გიორგაძე - გაგიკვირდება / mirian giorgadze - gagikvirdeba - 14 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 14 » მირიან გიორგაძე - გაგიკვირდება / mirian giorgadze - gagikvirdeba


11:38 PM
მირიან გიორგაძე - გაგიკვირდება / mirian giorgadze - gagikvirdeba


გაგიკვირდება, მეგობარო, მე რომ ვერ ვიტან
აქაურობას შენზე მეტად_ ვიწრო სამყაროს,
რადგან ასობით თვალხილული დაძრწის თემიდა
და ცდილობს, ბნელი იდილია რომ გაამყაროს.
შენნაირები გააძევეს უკვე თემიდან,
ცოდვით გაივსო ყველა უჯრა, ყველა კარადა,
მადლის ადგილი აღარ არის, იყო არადა...

ცხვირით ამ ბოლოს აღარ ვსუნთქავ, ყნოსვით ვიხრჩობი,
სამყარო ყარს და ამ სიმყრალეს ბოლო არ უჩანს,
როცა ვიღლები ვერგატანით, ბედის ურჩობით,
მე ვიხშობ ყურებს და დროებით მეც თვალებს ვხუჭავ,
და თვალწინ აღარც ჭაობია ღრმა და უშრობი,
მოსჩანს შორიდან უფლისაკენ სავალი შარა,
ხოლო ეშმაკის არც ერთი გზა არა სჩანს, არა!

ნაზიარები შენს თვალხილულ, ფერად სამყაროს
ვგრძნობ, მანდ ჯოჯოხეთს დაღებული არა აქვს ხახა,
გაგიკვირდება, მეგობარო, მინდა გახარო,
რომ ვეღარ ხედავ ამ ყველაფერს (ღვთის ნებით ბრმა ხარ)!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1175 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0