Загрузка...
მირიან გიორგაძე - რეკვიემი / mirian giorgadze - rekviemi - 14 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 14 » მირიან გიორგაძე - რეკვიემი / mirian giorgadze - rekviemi


11:37 PM
მირიან გიორგაძე - რეკვიემი / mirian giorgadze - rekviemi


მთვარემ შეიფერა მნათობის სტატუსი,
გონების პალიტრა ოქროსფრად ნათიბია
მოშავო თვალები ზღვისაკენ ატუზე
და თითქოს ზაფხულმა გაქცია ამფიბიად.
სიო საამურად დათბა შენს სხეულში.
ნაჟური წვიმების ხელისგულს გიკოცნიდა
შუაღამის სურნელი ფილტვებში შეუშვი
და ბრმა ტკივილისგან დროებით დისოცირდი.

...
მარჯვენა სანამ
ფეთქავდა სისხლში,
აქ, ზღვაში ორნი ერთად ანცობდით.
თავს გედგათ მთვარე
და ვარსკვლავებით
გადაჭედილი ოქროს საცობი...

დღეს კი ამარა
ცვრიან ჰაერის
წყეულ დროს მწარე კივილით ლეწავ
მერე კი მუხლად
დაიჩოქები-
და ივედრები მიგიღოს ზეცამ.
ოცნებობ ღრუბლის
გაბმულ სიმებზე,
მოფერებაზე ქათქათა სუდრის,
რადგანაც ახლა
გარდაცვალება
თითქმის ხელახალ ცხოვრებას უდრის!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1614 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0