ვერიკო გოცირიძე - ქვის ფერწერა / veriko gociridze - qvis fertsera
დგას კუმურდო, ქვეყნის განაპირას, ობოლი ბავშვის თვალებივით შეჰყურებს ზეცას, არის უგუმბათოდ. უსასოოდ მოითხოვს შველას... კუმურდო ფერადი, ნატაძრალი რომ ჰქვია დღესაც... დასანანია, ქვის ფერწერა უღმერთოდ კვდება. პ.ს. კუმურდო - ქართული ტაძარი, რომელიც ჯავახეთშ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1187 / თარიღი: 2014-11-15 / 1:24 AM / შაბათი
ვერიკო გოცირიძე - დანანება / veriko gociridze - dananeba
სოფლად გამოვტოვე გაზაფხული, ოთხჯერ ყვავილობა ალუბლების....
კომენტარები: 0 / ნანახია: 1149 / თარიღი: 2014-11-15 / 1:22 AM / შაბათი
ვერიკო გოცირიძე - სადაცაა დაიხრჩობა ქალაქი... / veriko gociridze - sadacaa daikhrchoba qalaqi...
ნაცრისფერი დღეებია გაცრეცილი, სადაცაა დაიხრჩობა ქალაქი, მე ისე ვარ, როგორც ვინმე განდეგილი, არვის ესმის ჩემი გულის ღაღადი, ნაცრისფერი, გაცრეცილი დღეებია და საშველი თითქოს არსით არ არი, გაზაფხულზე შემოდგომის ელეგია, გვიანი და ლოცვის მსგავსი რამ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1110 / თარიღი: 2014-11-15 / 1:18 AM / შაბათი
ვერიკო გოცირიძე - გამთენიას... / veriko gociridze - gamtenias...
გამთენიას, სადღაც ტყეში, ნაკადული მირაკრაკებს, ისე სუფთა არის იგი, როგორც ბავშვი რომ რაკრაკებს, ღმერთმა იცის ის რას ამბობს, ან ასე რა არაკრაკებს, მაგრამ ორნივ წრფელი არის, ნუ იკითხავ ნარაკრაკევს...
კომენტარები: 0 / ნანახია: 1107 / თარიღი: 2014-11-15 / 1:03 AM / შაბათი
მირიან გიორგაძე - წვიმა ღრუბელთან მელოდება / mirian giorgadze - tsvima ghrubeltan melodeba
წვიმა ღრუბელთან მელოდება, უჭირს ჩამოსვლა და შენც ახვედი, ამ მოლოდინს ვეღარ აიტან, სხეულს თუ არა, რას ატარებ იქეთ სამოსლად, იკითხავ, საით? ხოლო ღმერთი გკითხავს, საიდან? გაგიჭირდება საუბარი ვერგავლილ ომზე და დამძიმებულ სხეულებზე ტყვიით სიკვდილის, იცის უფ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1072 / თარიღი: 2014-11-14 / 11:57 PM / პარასკევი
მირიან გიორგაძე - ხე / mirian giorgadze - khe
რატომ, რა მიზეზით გარიყე სახლთან, შენს ეზოში მდგარი ხე, ნუთუ არ სჭირდება ჭას ჩრდილი, კუნძი ჭის ქვევით დგას ჩაჭრილი. რატომ, რა მიზეზით გარიყე, დამწვარ ბალახზე წევს მკვდარი ხე, შენთან აღარც ერთი ჩრდილია, ცას ვერ ემალები დილიანს, შენთან ჭის წყალიც
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1212 / თარიღი: 2014-11-14 / 11:55 PM / პარასკევი
მირიან გიორგაძე - ქარიზმატული ტავტონეტი (ტავტოლოგიური სონეტი) / mirian giorgadze - qarizmatuli tavtoneti (tavtologiuri soneti)
ხელიდან ხელში, ხიდან ხეში გადადის ქარი, უუფლობას კი ვერ გრძნობს ქარი_ზეცის მიგრანტი, შენი უბნიდან მოშორებას ქარივით ვჩქარობთ, ნაბიჯებს უკან მიმქრალ ხეებს ქარი მირანდავს. მოკლე ძელკამზე ვსხდებით, გქარგავს ქარაგმა ჩემი, სიტყვით ვერ ვავსებ ქარში მთრთოლავ წვიმის
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1305 / თარიღი: 2014-11-14 / 11:55 PM / პარასკევი
მირიან გიორგაძე - სიცხე / mirian giorgadze - sickhe
გარეთ სიცხეა, ამინდს შეაპარა ივლისმა რინდი, ღრუბელი ისე გაიფანტა, როგორც გონება, თუთების ჩრდილში შეხიზნული სიგრილე იდო და ისიც გათბა კუბიდონის ისრის მონობით. ალბათ ჰორიზონტს რამდენიმე სხივი გამოდო და დედამიწას დაენარცხა მზე მოწყვეტილი, მომშვიდო ზღვაში
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1113 / თარიღი: 2014-11-14 / 11:53 PM / პარასკევი
მირიან გიორგაძე - განაწილება / mirian giorgadze - ganatsileba
მორჩა, გათავდა, ყველაფერი ასეა, გალა: მებრძოლი სული დაამსგავსებს შენს სხეულს ტროას, მანამ კი გიწევს ცარიელი დერეფნის გავლა, დერეფნის, სადაც მოგძახიან, რომ უკვე დროა, რომ უკვე დროა, გამოცალო სასმისი ყველა, სულს გაატანო ჰაბიტუსი პოეტის, ლოთის და გიჟი მარტის ქრ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1349 / თარიღი: 2014-11-14 / 11:52 PM / პარასკევი
მირიან გიორგაძე - მოდის / mirian giorgadze - modis
(დავით დუმბაძეს) ალბათ ამ წუთსაც უნაწილებ ჰაერს სიგარეტს, მოდი, მომინდა, ტკივილი რომ ლექსით გამენდო, რადგანაც ისევ არ იცვლება წვიმით ამინდი, რადგან სარეცხი გასაშრობად მალე დაინდო ქარმა. ნელ-ნელა მოიმატებს სულში ნალექი. ბუნებრივია, ამ ყინვაშიც ქუდს ვერ ვიკარე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1070 / თარიღი: 2014-11-14 / 11:39 PM / პარასკევი
|