მაია დიაკონიძე - თეთრი ვარდი / maia diakonidze - tetri vardi
ფურცელ-ფურცელ დავიცალე წლები, დედის კალთას ვეღარაფრით ვცდები, მოვეკიდე როგორც მორცხვი ბალღი, მოგონებებს გამიღვიძებს ბაღი... ყვავილები და უსაზღვრო სევდა, ქალის თითებს თეთრი ვარდი წყდება, განშორების წუთებს ვეღარ ათბობს ცივი ქარი, საფლავზე რომ ანცობს.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1145 / თარიღი: 2014-11-12 / 11:31 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - ჩვენს დიდ მამას / maia diakonidze - chvens did mamas
დაიჩოქე საქართველო, მამა მოდის, შემოაცვდა ანაფორის კალთას ლხენა, ჭმუნავს გული, სულს ატყვია ნატყვიარი, ფეხქვეშ მიწა იისფერი კადრით ქრება. სიონიდან მოტირალი ისმის ზარი, ღვთის დედაა, სევდიანი, აფრქვევს ცრემლებს, მძლავრობს მტერი, ერი ისევ იტანჯება, გმირებ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1025 / თარიღი: 2014-11-12 / 11:30 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - აღარ გსურს ძილი / maia diakonidze - aghar gsurs dzili
მაგ ცხელ სხეულში ჩაიფსკვნება ლურჯი ვენები, ტკივილიც თითქოს რიტმულია დიდი ხანია, იძინებ, დგები, არ გეშვება, აღარ გპატიობს, იმასაც ნანობ, ცხოვრებაში რაც გაპატია. მთვარეს შეჰყურებ, როგორც მცურავს, შხამს ანთხევს მხოლოდ, წვეთ-წვეთობით რომ შედის სისხლში, გიბინდავს თვალებ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1032 / თარიღი: 2014-11-12 / 11:28 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - ბავშვობა და ბევრი ტკბილი მოგონება / maia diakonidze - bavshvoba da bevri tkbili mogoneba
მახსენდება დედაჩემის თავსაფარი, შემოდგომის ფერებივით ჭრელზე-ჭრელი, ცისკარივით ანთებული ნაზი სახე, იავნანა, ცის ფრინველი გადამფრენი. ბავშვობა და ბევრი ტკბილი მოგონება, ჩემი ძმები ღელის პირას ბადით ხელში, პაპაჩემის თეთრი ცხენი, უზანგებით, ოდა-სახლი აკინ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1349 / თარიღი: 2014-11-12 / 11:27 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - სევდა / maia diakonidze - sevda
მოგონებებს დააფრინდა ჩიტი, ამოკენკა, დამიტოვა სევდა, გულს მიწვრილებს კოდალას ხმა ტყეში, კაკ-კუკ, კაკ-კუკ, გულის ფიცარს ვჭედავ. დაუბერავს შემოდგომის ქარი, ფოთლებივით ამიკენწლავს ფიქრებს, მიწა საბანს დაიფარებს მალე, მე კი ნაღველს თავშალივით ვიხვევ.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1308 / თარიღი: 2014-11-12 / 11:27 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - უშენობის სიზმარი / maia diakonidze - ushenobis sizmari
ღამეა, ბნელა, ლურჯი მთვარე აღარ თამაშობს და უშენობით სავსე არის სველი ქუჩები, წვიმს ისე როგორც, უწვიმია ალბათ არასდროს, ცრემლის წვეთებით გაუვსია სევდას გუგები, მუნჯია ღამე, შენც მუნჯი ხარ და შენი სახლიც, კარზე ბოქლომი დაუდიათ რკინის ჯაჭვებით, ჩემში კი ისევ ღ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1111 / თარიღი: 2014-11-12 / 11:26 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - მთვარე დაკიდულა ყანების დარაჯად / maia diakonidze - mtvare dakidula kanebis darajad
მთვარე დაკიდულა ყანების დარაჯად, ვერხვების კენწეროს პეპლებად ედება, ჩრდილებში ლანდები მეჩვენა წარსულის, ბებოს ჭრელ თავსაფარს ვიტოვებ ფერებად. მიწიდან სიცივეს შეიგრძნობს სხეული, ფოთლების საბანი მას ვეღარ გაათბობს, თოვლს ელის ქვეყანა, მე არ მეჩქარება, ს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1002 / თარიღი: 2014-11-12 / 11:25 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - დგას ეკლესია / maia diakonidze - dgas eklesia
დგას ეკლესია, როგორც ღვთის სვეტი, როგორც ნატეხი ჩვენი გულების, ქვებზე ხავსები შემოსდებია, დაუთმენია წლები გოდების. საკმევლის სუნი, სანთლების შუქი, შესამოსელი თეთრი, კვართივით, საუკუნეთა უკან მზირალი, ბრწყინვალე ხატი ზეამაღლების. დგას ეკლესია, ს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1019 / თარიღი: 2014-11-12 / 11:24 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - მაგ საცრისხელა თვალებით... / maia diakonidze - mag sacriskhela tvalebit
მაგ საცრისხელა თვალებით, სევდა გიმძიმებს ქუთუთოს, ღმერთს რატომ არ სთხოვ შველასა, არაგვმა მაღლა იდინოს... ქორფა ბალახით აავსოს ჭალა, ხევი და ღილკილო ჩახსნას მიწასა, რომ წყალმა დედის ცრემლებით იტიროს, რომ აყვავილდეს მიდამო, ყანამ მოისხას თ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1026 / თარიღი: 2014-11-12 / 11:24 AM / ოთხშაბათი
მაია დიაკონიძე - ქარმა ჭიუხში იქაროს / maia diakonidze - qarma chiukhshi iqaros
წამო, მთისაკენ წავიდეთ, ქარმა ჭიუხში იქაროს, არწივმა, კლდეზე გაზრდილმა, ზღვის ღელვად გადაგვიაროს, შავმა ღრუბელმა დაგვნიშნოს, ზეცამ უეცრად იავდროს, ჯიხვების ჯოგმა ლატალში ქორწილი გადაგვიხადოს!
კომენტარები: 0 / ნანახია: 1024 / თარიღი: 2014-11-12 / 11:22 AM / ოთხშაბათი
|