Загрузка...
ანი მატისი - Artemisia Absinthium ანუ შენ ჩემი "შეშლილი სოკრატე"დიოგენე სინოპელი, მე შენი მარგარიტა გერტრუდა ზელე მაკლეონი-იგივე (მატა ჰარი) - 12 ნოემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 4:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 12 » ანი მატისი - Artemisia Absinthium ანუ შენ ჩემი "შეშლილი სოკრატე"დიოგენე სინოპელი, მე შენი მარგარიტა გერტრუდა ზელე მაკლეონი-იგივე (მატა ჰარი)


11:47 AM
ანი მატისი - Artemisia Absinthium ანუ შენ ჩემი "შეშლილი სოკრატე"დიოგენე სინოპელი, მე შენი მარგარიტა გერტრუდა ზელე მაკლეონი-იგივე (მატა ჰარი)


ბექას

ლამბაქზე დარჩენილი ბოლო კარამელი გალოკა მთვარემ
და პულკეს რძისფერი ქაფიანი წვენი-ტეკილა.
მაგ შენი თვალების ცისფერი უპე....
ღვინის ცარიელ კასრში გძინავს და დღედაღამ მთვრალებს
ყოველი სიტყვა ცარიელი, ცას გუნდრუკს უკმევს.

მერე გოლფშტრემში ტერასაზე ლუდსაც მივირთმევთ.
ვიღაც იძახის:-სანტიაგო!-(შენ იხედები).
და ფქვილის ტომრის ნაჭრებისგან დაკერილ აფრებს
იცავ ქარისგან .და (შენ) მეთევზის, (მე) შენი ცოლის სახელს ვირქმევთ
და შენ, ჩემი, (ამ დროში მოხუცი),თევზს იჭერ,-ბადეში დანაფერს.

შემდეგი გაჩერება. პარიზის მე-8 ოლქში. ელისეს მინდვრები.
უცებ გადაფურცლე მატისის ალბომი. მოიცა! შეხედე - “წითელი თევზები”
მაგ შენს ცისფერ თვალებს ლუვრის მტვერი უცებ მოეფინა
და როგორც საფრანგეთს-“ეიფელი”, ისე არ მბეზრდები.
შენ-ჩემი ნაპოლეონ ბონაპარტი. მე-შენი ბოარნე ჟოზეფინა!

ნისანის 15. შეხედე ის ღრუბლები, ამდენ ხანს რომ ელი.
საწყალი ბერლიოზი...ანუშკამ რელსებზე ზეთი, რომ დაღვარა.
კოროვიევს კი, დამსხვრეულ პენსნეზე ისევ ვოლანდი შერჩა მარგალიტად...
ხელები დაიბანა! შენ მკითხე ვინ არის?- გპასუხობ:-“პილატე პონტოელი”.
შენ-ჩემი ოსტატი. მე-შენი მარგარიტა!

“გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”-მარკესი. ევრიკა!
მეექვსე სართულის ფანჯრიდან “ლედი მადონებს’ უკითხავ ესენინს...
ეს გრძნობა,-ჩვენს ფერხთით დაყრილი ავკრიფეთ შინდებად
წავიღეთ სახლში და,-კედელზე დავკიდეთ პიკასოს “გერნიკა”....
შენ-ადამ, მე-ევა! აკრძალულ ნაყოფის ნუ შეგეშინდება!

Ani matisi 2011


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1289 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0