ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 3:31 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



მერაბ კოსტავა - ჩავუხტეთ ბარათაშვილსა / merab kostava - chavukhtet baratashvilsa


ი არსენა რა ყოფილა
რა არი ამისთანაო

რას იკვეხ, ბარათაშვილო,
შენი ლამაზი ქალითა,
ჩაგიმწყვდევია ცხრაკლიტულს
მზეს არ ანახვებ თვალითა.

ტალად ვეფხვები დაგისვამს
უალმასესი ბრჭყალითა,
ვერ დაიფარვენ, დაგავსებ
ქალს წაგგვრი მაჯაგანითა. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1149 / თარიღი: 2014-10-16 / 7:17 PM / ხუთშაბათი

მერაბ კოსტავა - ცხოვრობდა ერთი ასული / merab kostava - ckhovrobda erti asuli


ცხოვრობდა ერთი ასული
სახელად ერქვა დეია,
რამდენი ღამე უძილო
ჩემს ფიქრთან გაუთევია.

წავიდა მერე დეია,
ცხრა გორას გადაეფარა,
წარბიც არ შეურხევია,
ან ვისი ფარა ებარა?!

მას მერე მისმა ხატებამ
მაწვალა, ბევრი მიარა,
როგორც ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1101 / თარიღი: 2014-10-16 / 7:16 PM / ხუთშაბათი

ნინი ჩინჩალაძეაქ ისევ ღამეა)/nini chinchaladze(aq isev gamea)


აქ ისევ ღამეა,
ცაზე კი მთვარეა,
წარსულის ფერია
ეგ არაფერია.

ვარსკვლავებს შეხედე
ძალიან ბევრია,
იცოდე ერთ–ერთი
აქედან შენია...

ცოტათი ძნელია,
ჩიტები მღერიან,
პატარა მიზეზით
ისინიც კვდებიან.

ცა სევდის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1033 / თარიღი: 2014-10-13 / 8:13 PM / ორშაბათი

ნინი ჩინჩალაძე(გოგონას უყვარდა უსაზღვრო გრძნობით)/nini chinchaladze(gogonas uyvarda usazgvro grznobit)


გოგონას უყვარდა უსაზღვრო გრძნობით,
მასზე ფიქრები თან გაყვა წლობით,
ბავშურად გრძნობდა,
ბავშურად ცნობდა,
ბავშური ოცნებით
ის ოცნებობდა...
ბიჭი სიცრუის ნიღბებით ტკბებოდა,
პატარა გულით ის იკვებებოდა
გოგონას მისი ძალიან სჯეროდა ,
და იმ ზღაპრის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1079 / თარიღი: 2014-10-13 / 8:08 PM / ორშაბათი

ნინი ჩინჩალაძე(ცხოვრება ქრება)/nini chinchaladze(cxovreba qreba)


ცხოვრება ქრება,
კედელი სკდება
ხელები ჭკნება,
ნაოჭი ჩნდება.
ოცნება კვდება
ფიქრები ქრება,
ყინული დნება
ცრემლები შრება
აღარ თენდება,
შავ–თეთრი ხდება...
ნ. ჩინჩალაძე

კომენტარები: 0 / ნანახია: 1257 / თარიღი: 2014-10-13 / 8:06 PM / ორშაბათი

ნინი ჩინჩალაძე(უშენოდ წვიმდა)/nini chinchaladze(ushenod wvimda)


უშენოდ წვიმდა...
ქუჩაში არა სულში მაწვიმდა,
გარეთ მზე ტროტუარს ათბობდა
გული გაყინული კი სითბოს ნატრობდა...

განა ამ ყველაფერს უშველის დათრობა?
ნუთუ გაყინული გრძნობებიც გალოთდა?
ნისლში გახვეული ფიქრები გარბოდა,
სულში კი უდროოდ, უდროოდ გათოვდა... < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1118 / თარიღი: 2014-10-13 / 8:03 PM / ორშაბათი

გრიგოლ რობაქიძე - სონეტი ლოცვის ახალ მხედართ: ვ. გაფრინდაშვილს, პ. იაშვილს, ტ. ტაბიძეს, გ. ტაბიძეს


უძირო სევდა, ნელი სევდა, ვით ძილი ქვისა,
ფიცხელი ფიქრის, მწვავე ფიქრის წითელი გზნება,
უნისლო ტევრი, ხშირი ტევრი უსიტყვო თქმისა
დამწვარი თვლემა მყურდო, მკრთალი, დამწვარი ვნება.

ყვავილი ტრფობის, თეთრი, ნაზი, ცახცახობს, ჭკნება,
ნაჩქეფი აღარ ათრობს სმენას ძვირფას ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1139 / თარიღი: 2014-10-12 / 3:50 PM / კვირა

გრიგოლ რობაქიძე - ს.ჯ.-ს (სიმონ ჯაფარიძეს) / grigol robaqidze - s.j.-s (simon jafaridzes)


ეშხით გახსნილან გიშრის თასში შენი თვალები,
შენი თვალები შაირია სილამაზისა:
როს გაიღიმებ – ირხევიან მთის მწვერვალები.
როს დაფიქრდები – იჩრდილება მდელო ვაზისა.

თავის ამართვა ამაყი გაქვს მთის გავაზისა.
შენს გამოხედვას სილამაზე ვერ ემალება;
ჰო, რომ იცოდე, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1132 / თარიღი: 2014-10-12 / 3:48 PM / კვირა

გრიგოლ რობაქიძე - ტიციან ტაბიძეს / grigol robaqidze - tician tabidzes


შენში იწვიან ძველ ქურუმთა ლოცვის თესლები.
ტკბილი სონეტი ესიტყვება გვართა მოირას.
ხსოვნას გილბობენ იზიდასი შენ სარეცლები:
ქალდეას სიზმარს რომ აგრძელებ ასე ზმორიანს.

ცხელ ზმანებაში ქვეყნის საშოს თითქო ეცლები:
ჟღალი თვალებით “შიში ძველი” შენთან მოიარს.
წა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1154 / თარიღი: 2014-10-12 / 3:47 PM / კვირა

გრიგოლ რობაქიძე - ფრანგ პოეტს / grigol robaqidze - frang poets


შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.
სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.
ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.
ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.

ტანამღვრეული ეშურები მაცდურ აშარას.
ლუესის წვეთით გიხელდება ბნელი დიანოს.
აპოკალიპსის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1219 / თარიღი: 2014-10-12 / 3:46 PM / კვირა

« 1 2 ... 226 227 228 229 230 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0