ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 3:19 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



გრიგოლ რობაქიძე - ქართველ ხელოსანს სალამი სონეტით / grigol robaqidze - qartvel khelosans salami sonetit


შენს წინ იშლება საქართველოს ჭალათა თასი:
შიგ აკვეთილი ბედისწერის მოძმე კედლები, -
და იღვიძებენ შენში ძველთა შმაგი ხმალები,
მაგრამ განელებს სილამაზით სიტყვა შოთასი...

შენ გესხურება ხელოვნების ტალღა ათასი,
გარს ეხვევიან ზურმუხტოვან ტყეთა ალები –
ენთები ტ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1070 / თარიღი: 2014-10-12 / 3:31 PM / კვირა

გრიგოლ რობაქიძე - წმინდა ნინო / grigol robaqidze - tsminda nino


ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.

მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,
გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –
ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1233 / თარიღი: 2014-10-12 / 3:26 PM / კვირა

ნოდარ ჯალაღონია - ალგეთის ლეკვები / nodar jalaghonia - algets lekvebi


მერაბ ბერძენიშვილს

I

რა ძალა ჰქონია
ოსტატის საჭრეთელს
სამშობლოს სიყვარულს
რა ძალა ჰქონია.
მტრების და მოყვრების
სამზერად, საჭვრეტად
ეს ძეგლი ყოველთვის
აქ იდგა მგონია.

თითქოს თქვენც ადრე ამ
კვარცხლბეკზე იდექ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3356 / თარიღი: 2014-10-09 / 10:43 AM / ხუთშაბათი

ნოდარ ჯალაღონია - ლიტერატურული რემინსცენცია / nodar jalaghonia - literaturuli reminscencia


„ვინცა იყოს უარესი,
თავშიშველი სამ დღეს ვლიდეს“
შოთა რუსთაველი

სააფხაზეთო ტკივილით
და სამაჩაბლოს დარდით,
ასე მგონია სამშობლო
დღეს თავშიშველი დადის.

მაგრამ გაივლის ეს წლები,
მტრობის, ღალატის, ბრძოლის,
დრო ისევ მოვა, მამულო, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1431 / თარიღი: 2014-10-09 / 10:39 AM / ხუთშაბათი

ნოდარ ჯალაღონია - ქალი, რომელიც გიყვარს / nodar jalaghonia - qali. romelic gikvars


ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1152 / თარიღი: 2014-10-09 / 10:38 AM / ხუთშაბათი

ნოდარ ჯალაღონია - შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო / nodar jalaghonia - shen, saqartvelos imedad da vardad gashlilo


შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო,
ეს ვინ ჩაგაცვა შავი ძაძა აპრილის თვეში,
შენ საქორწილო კაბა უნდა ჩაგეცვა, შვილო,
ვარდების ნაცვლად შავი დროშა გიჭირავს ხელში.

სამშობლოსავით ხარ ამაყი, ლამაზი, მტკიცე,
ხარ ქეთევანის და წყნეთელის გენის და ჯიშის.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1319 / თარიღი: 2014-10-09 / 10:37 AM / ხუთშაბათი

ნოდარ ჯალაღონია - ჯილდო / nodar jalaghonia - jildo


ს. ორჯონიკიძე დააჯილდოვეს ორდენით
„თბილისის აღებისათვის“

თბილისს ბევრი ახსოვს აკლება,
თარეში სხვა ტომთა მხედრების,
კევრით გალეწილი აკვნები
და ძუძუგამშრალი დედები.

ახსოვს რომაელთა კოჰორტა,
კახეთი ფუძიდან აყრილი,
ბრძოლა კრწანისთან თუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1145 / თარიღი: 2014-10-09 / 10:36 AM / ხუთშაბათი

თინათინ მღვდლიაშვილი - ბედის ვარსკვლავო / tinatin mghvdliashvili - bedis varskvlavo


ცაზე ციმციმებ,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი,
ო, როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახო,
ო, რა ხანია გელი.

ბედის ვარსკვლავო,
შემომხვიე თბილი მკლავები,
ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა.
ჩუმად მითხარი, სად იყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1263 / თარიღი: 2014-10-09 / 10:34 AM / ხუთშაბათი

თინათინ მღვდლიაშვილი - ბერიკონში / tinatin mghvdliashvili - berikonshi


რესტორნის კვამლში იხრჩობა მიხაკი,
სუნთქვა ეკვრის და ტირის,
ვიღაცა არშიყობს, ვიღაცა კეკლუცობს,
ვიღაცა მოდის და მიდის.

ჩასკუპებულან, ჩახუტებულან,
ბერძნული „ელადა“ მღერის,
დგას ოხშივარი ნდომის და სურვილის,
უნიჭო მკერდის თუ წვივის.

გარე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1036 / თარიღი: 2014-10-09 / 10:33 AM / ხუთშაბათი

თინათინ მღვდლიაშვილი - დავით მეფეს / tinatin mghvdliashvili - davit mefes


აღმაშენებელი
თბილისს მობრძანდება
ყალყზე შემდგარი რაშით!
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
დავით!

რა დაგვიტოვე,
და რას გახვედრებთ,
რით მოვიწონოთ თავი?
ვერ ვიდავითეთ,
ვერ ვითამარეთ,
ვერ ვიდიდგორეთ,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 5213 / თარიღი: 2014-10-09 / 10:33 AM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 227 228 229 230 231 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0