ერთხელ მეც დავიკარგები, სახლში არ დავბრუნდებია, ბნელსა და ოხერ საფლავში ნელ-ნელა დავეშვებია, წახდება ხორციელობა, დარჩება ტიტველ ძვლებია, გულო, მაგ შენის ფიქრებით შენაც თან ჩამომყვებია. მიწისგანა ვარ შობილი, მიწას ვერ ავცილდებია, მ
... კითხვის გაგრძელება »
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია, კაცის გულს - ჯავრის იარა, მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს; ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა.
მოვქუჩდეთ დედაქალაქსა, ამას ვყიჟინებთ ყველანი, სამშობლოს გასჭირვებია, ყვავებს დაუწყავ ფრენანი, და ჩვენს მტერს გამოვუცვალოთ საგლოვო ძაძის ძველანი, სუყველა მხრიდან გაისმის ცხენის ნალების თქერანი. კიდევ იხილოს ქალაქმა, ფშავ-ხევსურთ აბჯართ ჟღერანი, თუკი წაგვართმენ სამშ
... კითხვის გაგრძელება »
იმ დღეს მომასწრო ნეტავი ჩვენი სამშობლო ზეობდეს, თქვენამცა გაგმარჯვებოდეთ მტერი ვეღარა მტერობდეს. ქვეყანა შემოგნატროდეთ თავზე გვირგვინი გშვენოდეთ; და საშა სულხანიშვილი* მრავალჟამიერს მღეროდეს, მე, ფშაველიცა იქ ვიყო, ასე გენახოთ მე ოდეს, <
... კითხვის გაგრძელება »
ღამის გუშაგი მიწოდეს, ვიქმენ ველთ გაგზავნილადა, ნახევრად მთვარეს ვუცქერდი, არ იყო სრულ შევსილადა, ერთი ლექსის თქმა მომწადდა, სოსოს ვარგუნე წილადა, ბელადსა ხინკლებსა ჰპარავს, ჩვენ კი გვიხდება ჭირადა.
მთვარევ, დაბძანვას აპირებ, რად მალე დაიხარეო? წადი, ხო მაინც არ იშლი, ჩარგლის თავს გაიარეო, იმას უამბე ამბავი, ვისთანაც დაგაბარეო. უთხარ, რომ მწარე ფიქრები სალხინოდ გამასცალეო და ამ წერილის კითხვითა გაართე, გაახარეო. გული, მტირალი
... კითხვის გაგრძელება »