ეს ოხერ ბუნების ძალა, საიდან სადა ჰყვებაო, ვერც ბრძენთა მისთვის ქება თქვეს, ვერცრა მე გამეგებაო.
მოდის ზამთარი, ზაფხული, თოვლი და მიწა ზედაო, ზოგთად ოქროდ ღირს ქვეყანა, ზოგთად კი - აღარც ბზედაო. ოხერის საწუთროსაგან სუყველა დ
... კითხვის გაგრძელება »
რა სავალალოდ ვშობილვარ უბედურ მასკვლავზედაო, შენ ნუ მიტირებ, რომ მოვკვდე, ძუძუთ გამზრდელო დედაო. ვიცი მე შენი და სხვისცა, მე სუყველასა ვხედაო, გულში ბევრი რამ მიწყვია მაგრამ თქმას ვერა ვბედაო. გულს დაჩაგრულსა დარდითა ლოდ დამედების ზედაო,
... კითხვის გაგრძელება »
დროთ გაიარეს მრავალთა, მიაქვთ თვენი და დღეები, ვუყურებ, პირისპირ მიდგას ჩემის სამშობლოს კლდეები, შიგ არ მიშვებენ, ნისლებსა აქვთ დაკეტილი ბჭეები, უპირისპირებს თხემებსა გადამავალი მზეები. მზის სხივთა გადაიარეს მზის წვერთა მოცინარეთა, ... კითხვის გაგრძელება »
ღმერთო, მარად ხარ დიდებით ზეცაში განსვენებული, თვალით ხილული ყოველი არს შენგან აღშენებული. ზეცაში ქერუბიმთ მთაზე ზიხარ შენ განსვენებული... შენ შეჰქმენ კაცი, დაჰბადე, ჰყავ თავისუფლად რებული, ეშმაკი შურით აღივსო, ბოროტად განძვინებული, ... კითხვის გაგრძელება »
უკვდავი არის იმედი თუმც ზამთარია ტიალი, ეს თოვლი ადრე დადნება წყლებმა გაიღოს ჩხრიალი, თეთრმა მანდილმა მთებისამ მწვანედ დაიწყოს ციალი, და თბილისისკე ქართულმა ჯარმა მოიღოს გრიალი; ამ დროსთვის ვიყვე გმირულად იდგეს ხმალ-ხანჯრის ტრიალი, ... კითხვის გაგრძელება »