Загрузка...
მიხეილ ქვლივიძე - ბედი / mikheil qvlividze - bedi - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - ბედი / mikheil qvlividze - bedi


7:34 PM
მიხეილ ქვლივიძე - ბედი / mikheil qvlividze - bedi
ბედი ამქვეყნად არვის უმართლებს,
ჭირთა მოთმენა _ კაცთა ნიჭია
და ჰა, ქართველმა თავის სუფრაზე
თვითონ სიკვდილიც შემოიჩვია!
შემოიჩვია, გვერდით დაისვა,
ვით სანაქებო ვინმე სტუმარი
და სამუდამოდ გაითავისა
მისი ტკივილი და საზრუნავი.
სადღეგრძელოებს, სალამს, სამძიმარს
მოჰყვა იმქვეყნად წასულთ ხსენება
და ყოველდღიურ ყოფად გადიქცა
პანაშვიდები თუ გასვენება...
მოთვინიერდა ლანდი ბოროტი, _
დღეთა ფერხულში ისიც ჩაება,
და აღარ ძალუძს სასტიკ მოლოდინს
ჩვენი გულების დაბეჩავება.
და მე არ მესმის: ვის, რად დასჭირდა,
რად ჰქვია მიწის მცირე ნაწილი
ქვეყანას, სადაც სათვალავში ვართ
ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1115 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0