Загрузка...
მაიმასკო - დეპრესია / maimasko - depresia - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მაიმასკო - დეპრესია / maimasko - depresia


9:58 PM
მაიმასკო - დეპრესია / maimasko - depresia
ახლა მოდაშია თურმე დეპრესია,
ბოლო ტენდენციებს გავხდი აყოლილი.
გუშინ რაც გითხარი, სრული სიგიჟეა,
სრული სიგიჟეა - თავიდან ბოლომდე.
მე ახლა შეშლილი უიღბლო გავხდი და
გიჟების აღლუმზე დავდივარ დროშებით.
ძველი სურათები , ეს უკვე ფაქტია!
ღია დარაბები - ის, რაც მე მომელის.
ახლა ყველაფერი ისე აირია,
ოთახშიც ჰაერი კედელზე აეკრა.
ახვიდე რაფაზე, ეს ხომ მარტივია,…
რთულია ყველაფრის თავიდან დაწყება.
სიმშვიდის ნაფაზი დავარტყი მთვარეს და
ფილტვები ამევსო ყვითელი ნაღველით,
ნეტა მოხვიდოდე, თუნდ იმის სათქმელად,
რომ ჩემგან სხვა ქალთან ჩქარობ, რომ წახვიდე.
ახლა ყველაფერი თითქოს სულერთია,
ახლა მარტოობის დამიდგა მომენტი.
ბედნიერებაა ჩემთვის რომ გაჩნდი და
უბედურებაა – ჩემთან რომ მოხვედი.
ახლა მოდაშია თურმე დეპრესია,
ღამე ჩემს ოთახში ჯაჭვიდან ავუშვი.
კარიდან გასვლა - ეს შენი წესია,
მე ჩემი ოთახის ფანჯრიდან გამიშვი.

გ ა ვ ა ფ რ ი ნ ე…..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3657 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მაიმასკო ვიდეო, maimaskos shemoqmedeba, მაიმასკოს ლექსი, მაიმასკო, მაიმასკოს ლექსები, maimaskos poezia, maimaskos leqsebi, maimasko, მაიმასკოს პოეზია | რეიტინგი: 2.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0