Загрузка...
მიხეილ ქვლივიძე - პოსტ სკრიპტუმ / mikheil qvlividze - post scriptum - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მიხეილ ქვლივიძე - პოსტ სკრიპტუმ / mikheil qvlividze - post scriptum


7:27 PM
მიხეილ ქვლივიძე - პოსტ სკრიპტუმ / mikheil qvlividze - post scriptum
მე ვწერ უბრალო, გაცვეთილ სიტყვებს
(მათ ვანაცვალე ჩემი ლექსები!), _
მე ამ სიტყვებში ჩემ ნათელ სიყრმეს,
ჩემ ტკბილ ბავშვობას ვეალერსები.
განა არ მესმის სიახლის ყადრი?
(სახელისათვის მეც მიომია!)
და მაინც ძველი "დარდი" და "ვარდი"
ყველაზე კარგი რითმა მგონია.
ბანალობაა? თუ გულის სითბო
და ის ბავშვური მიამიტობა,
რომელიც უფრო აცოცხლებს სტრიქონს,
ვიდრე რითმები ან ურითმობა?!
ბანალობაა? ვიყოთ მართლები
(ვის რად სჭირდება დამალობანა),
ბოლოს და ბოლოს სუყველაფერი,
რაც ძვირფასია _ ბანალობაა!
ბანალურია დედის ალერსი
და საქართველოს ძველი დიდება
და ის ნათელი, ქალის თვალებში
ჩვენს დანახვაზე რომ გაბრწყინდება,
ისიც ძველია, როგორც ნახმარი
სიტყვა, გამოთქმა... თუნდაც წერტილი!
და პოეზიაც _ მუდამ ახალი, _
ბანალურია და გაცვეთილი.
როგორც ცხოვრების მოკლე ღამეში
წამით დათრობა, თავდავიწყება...
როგორც ჩემს მიერ ახლა, ამ ლექსში,
ახირებული აზრის მტკიცება!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1142 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მიხეილ ქვლივიძე, shemoqmedeba, poezia leqsebi, ლექსები, პოეზია, mixeil qvlividze, ხელოვნება, xelovneba, khelovneba, mikheil qvlividze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0