თუ გიცდიათ მდინარეში ჩანგლით თევზის ჭერა? სულ უბრალო საქმე არი: ზიხარ... უცდი... გჯერა... ასეთია ჩვენი საქმეც, ანუ ლექსის წერა: კალმით ხელში მაგიდასთან ზიხარ. უცდი. გჯერა.
გამაცოცხლე! გამაცოცხლე! გამაცოცხლე! გამაცოცხლე! გამაცოცხლე და სიცოცხლით ხელმეორედ გამაოცე! გამაოცე, გამაკვირვე, განმაცვიფრე, გამახარე, გამამრავლე, გამავრცელე და ამქვეყნად დამამყარე!.. სანამ პირში სული მედგა ... კითხვის გაგრძელება »
"ასოცდაცხრამეტი - ორმოცდათოთხმეტი- სამოცდაშვიდი..." გახსოვდეს, პოეტო, და თუ ვაჟკაცი ხარ, იყავი მშვიდი! მოკვდი და გაცოცხლდი! იცინე! იტირე! იფიქრე! წერე! ღვინო სვი, დათვერი და დასაძინებლად მიბრძანდი მერე! ძილშიც გაიხსენე ის ლურჯი სამოთხე, ... კითხვის გაგრძელება »
აქ იჯდა _ აი, ამ ადგილზე, ზღვა ფეხთით ეწვა და ტანზე მარტო ოქროსფერი მზის სხივი ეცვა. და ოქროსავით უგრძნობელი, მაგრამ გრძნეული, თვალისმომჭრელად ლაპლაპებდა მისი სხეული _ ოქროს ემბაზი, მარტოოდენ ფორმა და ხ
... კითხვის გაგრძელება »
გაეხადა ბალს სამოსი წვიმის ცრემლით მინისლული, იდგა სუნი საღამოსი, სინესტის და ფოთლის სუნი. მიჰყიოდა ქარი ღრუბლებს, ხეივანში მზე იწოდა, მერე _ კარი გაიხურეს _ მზე არავინ შეიცოდა იქვე, ბაღში გამოკეტეს, ღამე იყო _ რა იცოდა?!
შენ ეი, „ხმელეთ-ზურმუხტო“, გამოიხედე აქეთ: ნუთუ არ ღიზიანდბი, როდესაც პირში გაქებთ, ხოლო ზურგს უკან — ძირს გითხრით, შეურაცხგყოფთ და თავს გჭრით ჩვენი უზნეო „სიმკვირცხლით“, მოჩვენებითი გარჯით?!
ადრე წიგნებს ვკითხულობდით, ჩვენი სულის მარჩენალს, "ჯაყოს ხიზნებს", "გველის პერანგს", "დიდოსტატის მარჯვენას". კაზმულ სიტყვის მადლი გვეცხო შუბლზე, როგორც მირონი, და სუყველას სასთუმალთან გვედო გალაკტიონი... ახლა წიგნი ვიღას ახსოვს, დრო დაგვ
... კითხვის გაგრძელება »
წვიმამ მოიკლა ჟინი ღამით და ახლა გრილა და სველ სილაზე მკვდარ თევზივით აგდია დილა. ნისლია მთებზე და ბურუსში სახლებიც გაქრა და ზღვაში თეთრი ხომალდივით შეცურდა გაგრა... უცებ შორიდან, — ვერ გაიგებ, საიდან ისმის, — ქალის კივილმა
... კითხვის გაგრძელება »
როგორ მომრავლდა შენი მოდგმა, დანიის პრინცო, შენისთანებით გავსებულა მთელი ქალაქი, ზოგი მე თვითონ გამიზრდია,ზოგს არც კი ვიცნობ, ზოგიერთებს კი თვითონა აქვთ ჩემზე ამაგი! რაც მართალია _ მართალია, არც ჭკუით გგვანან, არც ვაჟკაცობით და გაგების გრძნეულ უნარით, მაგრამ
... კითხვის გაგრძელება »