Загрузка...
ოთარ ჭილაძე - გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი / otar chiladze - gamomitana bunebam msjavri - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ოთარ ჭილაძე - გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი / otar chiladze - gamomitana bunebam msjavri


7:57 PM
ოთარ ჭილაძე - გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი / otar chiladze - gamomitana bunebam msjavri
გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი:
სულზე ბორკილად მადევს ასაკი
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი,
თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი.
მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას,
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი...
და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა
და არა ერთი იმათთაგანი.
ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან,
თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი.
რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა,
რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით.
და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას,
შემთხვევის მონა და ბედის ურჩი,
წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა,
ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის.
მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი,
ხუნდად დამადეს სულზე ასაკი...
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი
და მაინც - შენი გზის ავაზაკი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1119 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, ოთარ ჭილაძე, poezia leqsebi, otar chiladzis leqsebi, შემოქმედება, ოთარ ჭილაძის ლექსები, otar chiladzis poezia, ოთარ ჭილაძის პოეზია, otar chiladze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0