ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 10:33 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკო ლომოური - ყინვა და პატარა მოწაფე / niko lomouri - kinva da patara motsafe


თოვლით დაფენილს ტრიალს მინდორსა
თითქოს ღრმა ძილით ჩასძინებოდა
და ხშირსა ტყესა, ჩადრ – წამოსხმულსა,
სახე სრულიად გაშეშებოდა.
არსაიდან არ მოისმოდა
არც ნადირთა ხმა, არც კაცთ ძახილი,
ირგვლივ ცის კიდით კიდემდისინა
იდგა სიჩუმე, ვით მკვდართა ძილი.
და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 5651 / თარიღი: 2014-08-23 / 5:32 AM / შაბათი

ნიკო გომელაური - *** (ჩაქრა ღუმელი, მინელდა ცეცხლი) / niko gomelauri *** (chaqra ghumeli, minelda ceckhlli)


ჩაქრა ღუმელი, მინელდა ცეცხლი
და წიგნით ხელში შენც მიიძინე.
იანვრის ღამე და მთვარის ვერცხლი
მოადგა ჩუმად დაორთქლილ მინებს.
და ღამე თითქოს ხელს უფათურებს
მიკეტილ ფანჯრებს, მიხურულ კარებს,
ქუჩაში ქარი არხევს ნათურებს,
როგორც პატარა ანთებულ ზარებს.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1141 / თარიღი: 2014-08-23 / 5:30 AM / შაბათი

ლევან ალავერდაშვილი - ოცდაათი თეთრი / levan alaverdashvili - ocdaati tetri


დღეს კაფეში ვკითხულობდი ლექსებს
გმადლობ ღმერთო მომეც წერის ნიჭი,
პოეზიით რა სიმდიდრეს ეძებ?!
დამცინოდა ვიღაც "მამას ბიჭი".
თუმცა იგრძნო, შურითა და ჯიბრით,
ვერ დაცხრება მგოსნეული ჩანგი,
მასაც მიხვდა, ცარიელი ჯიბით
მასზე დიდი და მდიდარი ვჩანდი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1414 / თარიღი: 2014-08-23 / 5:26 AM / შაბათი

ნინი ჩინჩალაძე - ამ საღამოს უიმედოდ წვიმდა/ nini chinchaladze - am sagamos uimedod wvimda


ამ საღამოს უიმედოდ წვიმდა,
ცა სევდისფერ ცრემლებს ღვრიდა,
ქარი ფოთლებს დაბლა ყრიდა
მეეზოვე ამაოთ გვიდა.

მეც აღარვიცი რა მინდა,
სიჩუმე გამომყვა ღამიდან.
მე მოწმენდილი ცა მინდა!
და მზე სამოთხის ბაღიდან.

ამ საღამოს სხვანაირად წვიმდა, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1268 / თარიღი: 2014-08-12 / 9:55 PM / სამშაბათი

ნინი ჩინჩალაძე - მიწაზე ბნელია ზემოთ კი ღმერთია/ nini chinchaladze -miwaze bnelia zemot ki gmertia


აქ ისევ ღამეა,
ცაზე კი მთვარეა,
წარსულის ფერია
ეგ არაფერია.

ვარსკვლავებს შეხედე
ძალიან ბევრია,
იცოდე ერთ–ერთი
აქედან შენია...

ცოტათი ძნელია,
ჩიტები მღერიან,
პატარა მიზეზით
ისინიც კვდებიან.

ცა სევდის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1228 / თარიღი: 2014-08-12 / 9:39 PM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - უაზრო ლექსები / niko gomelauri - uazro leqsebi


არ მეჩქარება არსად,
მოსაყოლი მაქვს კიდევ
- რა არ მომსვლია აზრად,
რა იდეები ვზიდე.

არ მიმითითოთ კარზე,
არ ამიტეხოთ ყეფა.
ვდგავარ სიგიჟის ზღვარზე,
ლამის აფეთქდეს კეფა.

არ მავიწყდება ქენჯნა,
გულის ფიცარს რომ ჰხევდა.
გვერდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2136 / თარიღი: 2014-08-12 / 0:24 AM / სამშაბათი

რევაზ ამაშუკელი - შუაფხო / revaz amashukeli - shuafkho


ხატობას აველ შუაფხოს
მზე ზანზალაკად ეკიდა...
შუაფხოელი შუახნის
წამოიწია თექიდან...
წამოაქცია კურატი,
გამოუღადრა კისერი,
ატყდა ღრეობა პურადი-
კაცი არ დარჩა ფხიზელი....
ლუდით და ჟიპიტაურით
გამტყვრალი ხალხი ეყარა
და ხერხემალში ხმაური ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2493 / თარიღი: 2014-08-12 / 0:22 AM / სამშაბათი

რევაზ ამაშუკელი - ქაშუეთის წინ ... / revaz amashukeli - qashuetis tsin ...


ქაშუეთის წინ
ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული
მთელ დღეს აგროვა,
მერე
დაუსხეს დიდ ჭიქაში და...

_ ადამიანი მაინც მარტოა!
მიდგა კუთხეში
სიტყვის უთქმელად
და სავსე ჭიქას
ცოტა ადროვა,
მერე გადაკრა სულმოუთქმელად...

_ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1604 / თარიღი: 2014-08-12 / 0:22 AM / სამშაბათი

რევაზ ამაშუკელი - იანვრის ღამე და მთვარის ცეცხლი / revaz amashukeli - ianvaris ghame da mtvaris ceckhli


ჩაქრა ღუმელი, მინელდა ცეცხლი
და წიგნით ხელში შენც მიიძინე.
იანვრის ღამე და მთვარის ვერცხლი
მოადგა ჩუმად დაორთქლილ მინებს.
და ღამე თითქოს ხელს უფათურებს
მიკეტილ ფანჯრებს, მიხურულ კარებს,
ქუჩაში ქარი არხევს ნათურებს,
როგორც პატარა ანთებულ ზარებს.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1316 / თარიღი: 2014-08-12 / 0:20 AM / სამშაბათი

თემურ დავითაძე - 1989 წლის 9 აპრილი / temur davitadze - 1989 tslis 9 aprili


ჯავრი ნისლივით ეხვია ქედებს,
სისხლში ცურავდა ცის ამბიონი.
კვნესა აღმოხდათ შაოსან დედებს,
ისევ მდუმარედ იდგა სიონი.

იტანჯებოდა მშობელი მიწა.
მსხვერპლად შეწირულს მოგავდა ხალხი.
მზე,მთებს გადაღმა, დუმილით მიწვა
და უჟამური ჩამოწვა თალხი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1727 / თარიღი: 2014-08-12 / 0:10 AM / სამშაბათი

« 1 2 ... 336 337 338 339 340 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0